Connect with us

ჯანმრთელობა

ბუნებრივი საშუალებები ცხელების წინააღმდეგ – აბების გარეშე

არსებობს ტემპერატურის დაწევის საშუალება რომლებიც აბების გამოყენებას არ მოითხოვს.

მართალია სიცხის ფუნქცია ორგანიზმში შეღწეულ უცხო სხეულებთან ბრძოლაა, მაგრამ, ზოგჯერ შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ როგორ ვებრძოლოთ მას – აბების გარეშე.

როდესაც სიცხე 37.5 გვაქვს, ე.ი. მაღალი სიცხე გვაქვს. ჩვენი სხეული გვეხმარება იმ ორგანიზმებს ვებრძოლოთ რომლებმაც მასში შეაღწიეს.

შესაბამისი სიმფტომებია გადაღლილობა, თავის ტკივილი და სისუსტე კუნთებში. თუმცა იმისთვის, რომ ამას გავექცეთ, ბუნებრივი საშუალებების გამოყენებაც შეგიძლიათ.

სიცხის დამწევი საშუალებები

არსებობენ საშუალებები რომლებიც ტემპერატურას ამცირებენ და აკონტროლებენ მას, ხელს უშლიან მის მატებას. აი 4 წამალი, რომელიც ძალიან იოლად მზადდება და რომლებსაც ტემპერატურის დაწევა შეუძლიათ!

1. ბეგქონდარასა და გვირილის ნაყენი

ბეგქონდარასა და გვირილის ყვავილების კომბინირებით, ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიღება შეგვიძლია, რომელიც სიცხის მკურნალობას აიოლებს. ამასთანავე მისი საკვები ნივთიერებები ოფლდენის შემდეგ სითხის ნაკლებობის გადალახვაში დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები რომლებსაც ნაყენის მოსამზადებლად გამოვიყენებთ – ნახევარი კოვზი ბეგქონდარა, ერთი კოვზი გვირილა და ჭიქა წყალი.

მომზადების შემდეგ მიმართეთ შემდეგ ნაბიჯებს:

ნახევარი ჩაის კოვზი ბეგქონდარა და გვირილა მდუღარე წყლიან ქვაბში ჩაყარეთ. ჩააქვრეთ ცეცხლი და დატოვეთ 20 წუთით. ეს სასმელი ძალიან მოგიხდებათ, განსაკუთრებით როდესაც სიცხე გაქვთ. ჩვენ შეგვიძლია ის დღეში ორჯერ დავლიოთ – ყოველგვარი პრობლემისა და უკუჩვენების გარეშე.

2. ფორთოხლის კანის ნაყენი

ფორთოხლის კანის ნაყენი ჩვენს ორგანიზმს С ვიტამინის მნიშვნელოვანი რაოდენობით ამარაგებს, რომელიც ჩვენს დამცველ ძალებს ამაგრებს. გარდა ამისა არეგულირებს სხეულის ტემპერატურას და აღადგენს დაკარგულ სითხეს.

ამ შემთხვევაში შემდეგი ინგრედიენტები დაგვჭირდება: ფორთოხლის ცედრა, 1 კოვზი თაფლი (თუმცა აუცილებელი არ არის) და ჭიქა წყალი.

შემდეგ ვასრულებთ მომდევნო ნაბიჯებს:

ვჭრით ცედრას და ვყრით მდუღარე წყალში. ვტოვებთ 15 წუთით. ვუმატებთ კოვზ თაფლს (სურვილისამებრ).
იდეალურია მისი დილით და ღამით მიღება. მაგრამ შეგვიძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთშიც მივიღოთ.

3. ფარსმანდუკი

ფარსმანდუკი ერთ-ერთი განსაკუთრებით პოპულარული საშუალება ასხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად მაღალი სიცხის არქონის შემთხვევაში. პირველ რიგში, ჩაის კოვზი გამხმარი ფარსმანდუკი და ჭიქა წყალი დაგვჭირდება.

შეგვიძლია წყლიანი ჭიქა მიკროტალღურ ღუმელში შევდგათ და ჩაის კოვზი ფარსმანდუკი დავამატოთ. შემდეგ დავაყენოთ და გავწუროთ. ამის შემდეგ ჭიქა მაცივარში შევდგათ, როდესაც გაცივდება – დღეში ორჯერ მიიღეთ!

აუცილებელია იცოდეთ, რომ ეს ბუნებრივი საშუალება ორსულებისთვის და კოაგულაციის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებული არაა და პირიქით – უკუჩვენებებიც აქვს. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში ექიმთან წასვლა ღირს!

4. დიდგულა

დიდგულა ტრადიციული საშუალებაა ცხელებისა და გრიპის სხვა სიმპტომების დროს.

როგორც წინა წამალი ეს ბუნებრივი საშუალებაც ძალიან იოლი მოსამზადებელია. უბრალოდ 1 კოვზი დიდგულა და ერთი ჭიქა წყალი გვჭირდება. განსხვავება საშუალებისა და დიდგულას შორის ისაა, რომ მისი მიღება ცხელი სახითაც შეიძლება.

იდეალურია, მისი გამოყენება დილაობით. თუმცა შეგვიძლია ეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში გავაკეთოთ. შეგვიძლია ის იმდენჯერ მიიღოთ, რამდენჯერაც მოგინდებათ. მისი მიღება არ შეიძლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასპირინსა და ანტიკოაგულანტებს იღებენ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.