Connect with us

ჰოროსკოპი

ბუნებით მატყუარები. 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც იტყუებიან და არ წითლდებიან

არიან ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ტყუილი ჭირის დღესავით ეზიზღება. ასეთი ნიშნებია ლომი, ქალწული და კირჩხიბი. თუმცა ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშანს ტყუილის თქმისკენ მიდრეკილება აქვს. ზოგჯერ ამას გაუცნობიერებლად და უბოროტოდ აკეთებს.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ნიშნები იტყუებიან ხშირად და სხვადასხვა ხრიკს, ფარისევლობას და არაკეთილსინდისიერ მანიპულაციებს მიმართავენ. ისინი ტყუილს სხვადასხვა მიზეზით ამბობენ.

ყველაზე მატყუარა ზოდიაქოს ნიშნები

ასტროლოგები გირჩევთ, რომ ამ ნიშნების თითოეული სიტყვა გადაამოწმოთ და გაიაზროთ. მათ სიტყვას ბრმად არ უნდა ენდოთ და ამას მიზეზი აქვს. წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ!

ტყუპები

ტყუპები მატყუარა ნიშნებს შორის ლიდერ პოზიციებს იკავებს. თავის აზრს ხშირად იცვლის, განწყობაც წამის მეასედში ეცვლება. დღეს შეიძლება ერთ პრინციპს იცავდეს, ხვალ კი ამ პრინციპის მოწინააღმდეგე გახდეს. ყოველდღე ჩვენებას და მოსაზრებას იცვლის და ამაში თავად იბნევა. ტყუპები სპეციალურად არ იტყუება, ეს უფრო უბოროტო საქციელია. უბრალოდ ზუსტად ვერ გადაუწყვეტია, სად არის სიმართლე და სად ტყუილი.

მერწყული

მერწყული კარგი მუსიკოსი, მწერალი ან მხატვარი შეიძლება გახდეს, რადგან ფანტაზია შესანიშნავად განვითარებული აქვს. ძალიან ხშირად საკუთარ ილუზიების სამყაროში ეხვევა. ეს კი ყოველდღიურ ცხოვრებაში მიღებული არაა. მერწყული ცდილობს, რომ ნებისმიერი თავს გადამხდარი ისტორია შეალამაზოს. ასე მსმენელში შურის ან აღფრთოვანების გამოწვევას არ ცდილობს, უბრალოდ თავისი ფანტაზიების წმინდად სჯერა. ხშირად მისი ტყუილი ზიანის მომტანი არაა.

სასწორი

სასწორს ნებისმიერ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნება სურს. სამსახურში, პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა მისთვის მნიშვნელოვანია. პირდაპირ უსიამოვნო სიმართლის თქმა არ უყვარს. ასე შფოთვას განიცდის. ტყუილის თქმა მისთვის საუკეთესო გამოსავალია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასწორი სხვების სასიკეთოდ იტყუება. შევახსენებთ, რომ ყოველთვის უკეთესია ადამიანს უთხრათ მწარე სიმართლე, ვიდრე ტკბილი ტყუილი.

ამ სტატიას 100%–იან სისწორეზე პრეტენზია არ აქვს. ვფიქრობთ, რომ ამ ნიშნებს შორისაც ბევრი კარგი პიროვნებაა. და მაინც, ასტროლოგები მათთან სიფრთხილის გამოჩენისკენ მოგიწოდებთ. ენდეთ, მაგრამ გადაამოწმეთ.

Advertisement