Connect with us

ყვავილები

ბულგარული წიწაკა სქელი და წვნიანი გაიზრდება. 3 აუცილებელი დამატებითი საკვები

აგარაკის მფლობელები ხორციანი და დიდი წიწაკის გაზრდაზე ოცნებობენ. დიდი ბოსტნეული, რომელიც ბაზარში ან სუპერმარკეტის დახლებზე იყიდება, ყოველთვის გვაოცებს. მებაღეობის და მებოსტნეობის სფეროს სპეციალისტები რამდენიმე რჩევას გვიზიარებენ, როგორ გავზარდოთ მსხვილი წიწაკა. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 3 დამატებით საკვებს, რომელიც ბულგარულ წიწაკას აუცილებლად სჭირდება, რომ ხორციანი გაიზარდოს.

სასუქის მეთოდები ხორციანი წიწაკის გასაზრდელად

თუ მცენარე სასარგებლო მიკროელემენტების დეფიციტის განიცდის, სქელი და ხორციანი ვერ გაიზრდება. დამატებითი კვება აუცილებელია. კალიუმის სასუქის გამოყენებას გირჩევთ, რადგან ბოსტნეულის გემოზე, წვნიანობასა და სიტკბოზე დადებითად აისახება.

კალიუმის ნიტრატის გამოყენება

კალიუმის ნიტრატი მოყვარულ მებაღეებს შორის პოპულარულია. წიწაკას წვნიანს ხდის და მოსავალს 25%–ით ზრდის. მწვანე მასის ზრდის და ყვავილობის პერიოდში გამოიყენეთ.

ნახევარი სუფრის კოვზი კალიუმის ნიტრატი 5 ლ წყალში გააზავეთ. ასეთი ნარევით კვირაში ერთხელ მორწყეთ. რეგულარულად გამოიყენეთ და ნაყოფზე დადებით შედეგს დაინახავთ.

ხის ნაცრის გამოყენება

ხის ნაცარი კალიუმის წყაროა. ფერფლი ან დაქუცმაცებული აქტივირებული ნახშირი შეგიძლიათ გამოიყენოთ. 1 ლიტრიანი ქილა ნაცარი 20 ლ წყალში გააზავეთ და ბოსტნეული მორწყეთ.

მწვანე სასუქის გამოყენება

ბულგარულ წიწაკას კალიუმთან ერთად აზოტიც სჭირდება, რომ დიდი, წვნიანი და ხორციანი გაიზარდოს. მწვანე სასუქი გამოიყენეთ, თუ ორგანულ სასუქებს უპირატესობას ანიჭებთ. ასეთ საკვებზე ბულგარული წიწაკა საფუარივით გაიზრდება. მწვანე სასუქი მიწას წმენდს და მავნებლებისა და დაავადებებისგან იცავს.

ნებისმიერი ბალახი, თუნდაც სარეველა ფესვებთან და მიწასთან ერთად გამოგადგებათ. ჭინჭარი, აბზინდა, ჩვეულებრივი ასფურცელას, მინდვრის შვიტას და ფარსმანდუკის ტოტები დაუმატეთ, თუ გსურთ, რომ მცენარე მავნებლებისგანაც დაიცვათ.

ბალახები დიდ ჭურჭელში ჩაყარეთ, წყალი დაასხით, სათბურის ეფექტისთვის პარკი გადააკარით და მზეზე დადგით. დუღილისთვის 3-4 დღე გააჩერეთ. ქაფის გაჩენა დუღილის დაწყების ნიშანია და უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ. 1:10 თანაფარდობით წყალში გააზავეთ და გამოიყენეთ.

ამ მეთოდების გამოყენებით ბულგარულ წიწაკას ხორციანს და წვნიანს გაზრდით. რეგულარულად გამოკვებეთ, რომ დადებითი შედეგი მიიღოთ.

Advertisement