ჰოროსკოპი
ბრძენი თამარ გლობა სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს
სეზონი შეიცვალა, დროა დაგეგმოთ და ცხოვრება გააუმჯობესოთ. თამარ გლობას სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ამ საქმეში დაგეხმარებათ. Alltime.ge–ს რედაქცია ცნობილი ასტროლოგის რეკომენდაციების გათვალისწინებას გირჩევთ.
სექტემბერი ქალწულის თვეა. ეს ის პერიოდია, როცა რაციონალობა ემოციებს ჭარბობს, მაგრამ ამ თვეში ბევრი რამ განსხვავებულად იქნება. მომდევნო 7 თვე ბევრი ადამიანი ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრებას ეცდება. ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი დროა: პერიოდი, როცა ახალ შესაძლებლობებს, ახალ პროფესიას აღმოაჩენენ, მომავალზე დაფიქრდებიან.
ვერძი
კოლექტიურ მუშაობაში ბევრი ინტერესი გაჩნდება. საკუთარ და სხვის იდეას განავითარებთ. სიყვარულის, დასვენების, საინტერესო ნაცნობების დროა. ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ასევე მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია. შეცნობის, აქტიურობის და პრაქტიკული საქმიანობის დროა. თვის მეორე ნახევარში სამსახურს დრო დაუთმეთ, სამსახურებრივი ცოდნა გააღრმავეთ. მეგობრების და ოჯახის მხარდაჭერას იგრძნობთ. შემოსავლის გაზრდის შანსი გამოჩნდება.
კურო
მთელი თვე მხოლოდ შემოსავლით, სიყვარულით და სამსახურით დაინტერესებული იქნებით. თვის პირველი ნახევარი ინტელექტუალური საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. კარგი დროა, რომ სოციალურ აქტივობებთან დაკავშირებული საქმე დაიწყოთ. სიყვარული მთელ დროს და ყურადღებას წაგართმევთ. საჩუქარს, ყურადღებას და მოგებას ელოდეთ. თვის ბოლო ბავშვის გასაჩენად და ჩასასახად კარგი პერიოდია. ზოგიერთი გეგმა არ განხორციელდება, მაგრამ ბევრი შედგება.
ტყუპები
თქვენს ცხოვრებაში აქტიური პერიოდი დაიწყება და ეს როგორც პირად ცხოვრებას და სამსახურს, ასევე ხალხთან ურთიერთობას შეეხება. ბავშვებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. თვის მეორე ნახევარში სახლის მოწყობაზე დაფიქრდით. შემოქმედებითი და ინტელექტუალური პროცესისთვის აქტიური პერიოდია. მეგობრები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან.
კირჩხიბი
კარგი შანსი გაქვთ, რომ მოგება ან საჩუქარი მიიღოთ. სამსახურში საქმე მოიმატებს. მხოლოდ იმდენი ვალდებულება აიღეთ, რამდენის შესრულებას შეძლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობა გიმტყუნებთ. ბევრ ახალ ადამიანს გაიცნობთ. რამდენიმე პროექტი თვის ბოლოს შეიძლება გაუქმდეს, მაგრამ დანარჩენი წარმატებულად განხორციელდება.
ლომი
ამ თვეში განსაკუთრებით აქტიური იქნებით. ბევრი გეგმა და პროექტი გელით. ახალ საქმეს დაიწყებთ, რომელსაც მომდევნო 6-7 თვის განმავლობაში განავითარებთ. ცოდნა გააღრმავეთ. სასიამოვნო ნაცნობობა და მოგზაურობა გელით. მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მეტი დრო გაატარეთ.
ქალწული
ამ თვეში კარიერის და მატერიალური საკითხების მოგვარება მოგიწევთ, მათ შორის სად ჩადოთ ფული. ბევრი არ დახარჯოთ, განსაკუთრებით თვის პირველ კვირას და მეორე კვირის დასაწყისში. ახალი ნაცნობები ფინანსური საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებიან, მაგრამ ზოგიერთი თქვენს ავანტიურაში გაბმას ეცდება. მათ თავი აარიდეთ. ხალხი როგორც შემოქმედებით, ასევე ინტელექტუალურ საქმიანობაში მხარს დაგიჭერთ.
სასწორი
ვიღაც თქვენი ადგილის დაკავებას და ავტორიტეტის შელახვას ეცდება. მთელი თვე თქვენი იდეები ყურადღების ცენტრში იქნება, მაგრამ ბევრი მათგანი სადავოა: ნაწილს განავითარებთ, ზოგიერთზე თავად იტყვით უარს. პირად ცხოვრებაში პერსპექტივები გამოჩნდება. გზაზე სიფრთხილე გამოიჩინეთ: ტყუილის და დაკარგვის საფრთხე არსებობს.
მორიელი
თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. როგორც საკუთარი, ასევე სხვების ცხოვრების შეცვლას ეცდებით. მიმდინარე მოვლენები ცივი გონებით შეაფასეთ. დიპლომატიური და გამოთქმებში ფრთხილი იყავით, რომ სხვებთან ურთიერთობა არ გააფუჭოთ. ახლობლებს დახმარება სთხოვეთ და საჭირო მხარდაჭერას მიიღებთ. თვის მეორე ნახევარში შვილებს ყურადღება დაუთმეთ. ოჯახში მატებისთვის, ორსულობისა და ჩასახვისთვის კარგი დროა.
მშვილდოსანი
ბევრი გეგმა, რომელსაც ახლა დაისახავთ, მოგვიანებით განხორციელდება. შეიძლება ხალხთან თქვენი დამოკიდებულების გამო იკამათოთ. მოგზაურობაში სიყვარული და თავგადასავლები გელით, რომელიც მოგვიანებით ძვირი დაგიჯდებათ. კონკურენტებთან დაპირისპირებას შეძლებთ.
თხის რქა
სექტემბერში არა მხოლოდ საყვარელ ადამიანებს, არამედ შორეულ გზასთან დაკავშირებულ საქმეებს დროს დაუთმობთ. სახლიდან შორს სიყვარული და შემოქმედება გელით. შუა სექტემბერში მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც შემოქმედებით და პირად საქმიანობას ეხება. თვის ბოლო ფულის საშოვნელად კარგი პერიოდია. პარტნიორთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ არ მოგატყუოს.
მერწყული
სასწავლებლად, ურთიერთობისთვის, ასევე ნათესავებთან დაკავშირებული საქმიანობისთვის (საერთო ბიზნესი) კარგი დროა. ამ თვეში ნათესავებთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობას მიხედეთ: გართობამ დიდად არ გაგიტაცოთ, განსაკუთრებით შუა თვეში.
თევზები
სექტემბერი მნიშვნელოვანი პერიოდია, რომელიც ოჯახს ეხება. წინ ბევრი ცვლილება გელით. უძრავი ქონების საკითხიც წამოიჭრება. ფინანსებს დრო დაუთმეთ, როგორც მოგება, ასევე ხარჯი გაიზრდება. სულიერ დახმარებას მიიღებთ და ამას მაშინვე შეამჩნევთ.