ჯანმრთელობა
ბოტულიზმი: სიმპტომები, მიზეზები და ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი დახმარება
ბოტულიზმი ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებაა, რომელიც ხშირად ლეტალური შედეგით სრულდება და დაინფიცირების წყაროზე დამოკიდებული არაა. დამეთანხმებით, უკვე საშიშია. შემდეგ – უფრო საშიში გახდება: ბოტულიზმის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს პროდუქტები – კონსერვები, მათ შორის სახლში დამზადებული.
სახელწოდება „ბოტულიზმი“ ლათინური სიტყვიდან botulos – ძეხვი მოდის. ძეხვში იგულისხმება სახლში დამზადებული ძეხვი – შებოლილი ან ლივერის ძეხვი ნატურალური ნაწლავის გარსში. დაინფიცირების მიზეზი ცუდად გაწმენდილი ნაწლავებია, სადაც ხორცი დამწიფებას აგრძელებს.
ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიები ნიადაგში ბინადრობენ. ნიადაგიდან საკვები პროდუქტებთან ერთად ცხოველების ნაწლავებში ხვდება, რომლებიც თითქმის ყველაფრით იკვებებიან. ასე რომ, ბოტულიზმის წყარო შეიძლება იყოს ყველაფერი, რასაც მიწასთან კონტაქტი აქვს. პირველ რიგში, ხორცის პროდუქტები. მეორე მხრივ, ყველა დანარჩენი, რომლებიც საჭირო თერმოდამუშავებას არ გადის. სახიფათო პროდუქტებს მიეკუთვნება თევზი, კენკრა, ბოსტნეული, ხილი. სია დაუსრულებლად გრძელდება.
ჰერმენტულად დახურული პროდუქტები, რომლებიც კარგად გარეცხილი არაა, სახიფათო ტოქსინებს სწრაფი ტემპით ავრცელებს. პირობები, სადაც ბაქტერიებს ჰაერი არ მიეწოდებათ, მათთვის ყველაზე ხელსაყრელია, ამიტომ კონსერვები მათი ცუდად დახურვის შემდეგ სახიფათო ხდება. ვაკუუმის შეფუთვა, ყველისა და ძეხვის შეფუთვები – ბაქტერიების დაგროვების ყველაზე სახიფათო ადგილები შეიძლება იყოს.
ბოტულოტოქსინი შეიძლება დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო შხამი იყოს. შედარებისთვის: ის ჩხრილა გველის შხამზე 14 ათასჯერ უფრო სახიფათოა. მაგრამ 50-60 გრადუს ტემპერატურაზე იღუპება. ასეთი ტემპერატურის მიღება დუღილის ან მოთუშვის დროს ადვილად მიიღწევა. შედეგი: ყველა პროდუქტი, რომლებიც შეიძლება ცეცხლზე შევწვათ, უნდა შეიწვას. და რაც უფრო დიდხანს, მით უკეთესი, თუ ამით გემოს თვისებები არ დაიკარგება.
ბოტულოტოქსიკინი პროდუქტის გარეგნულ მხარეზე გავლენას არ ახდენს. მისი გემო, სუნი, ფერი ხელუხლებელი რჩება. მისი გამოვლენა რთულია. ასე რომ, ლაბორატორიული ანალიზის გარეშე დაზიანებული პროდუქტის ჯანმრთელისგან გამორჩევა გაგიჭირდებათ.
ბოტულიზმის დროს ღებინება და ფაღარათი გამოვლენილი არაა. სხვა ნაწლავური ინფექციებისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ადამიანი შეიძლება დღეების განმავლობაში დისკომფორტს განიცდის. აქ ნაწლავები არ ბობოქრობს. ის, პირიქით, თითქოსდა იყინება – მომნელებელ პროცესში ჩერდება.
ბოტულიზმისთვის დამახასიათებელია ძლიერი ტოქსიკური შოკი. ადამიანი სუსტი და მოდუნებული ხდება. მას მხედველობის გაუარესება ეწყება: ჩნდება შეფერხება, რომელიც ადრე არ გქონდათ. თვალების წინ გამოსახულება გაორებას იწყებს ან უფრო ბუნდოვანი ხდება. როცა დაინფიცირებულ ადამიანს ხმა უვარდება და სუნთქვა ურთულდება, გადადება აღარ შეიძლება, სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ.
სასწრაფო დახმარებისთვის მოსვლამდე მხოლოდ კუჭის გამორეცხვა შეგიძლიათ. წყალი ლიტრობით უნდა დალიოთ. დიდი ოყნა უნდა გაიკეთოთ, მუდმივად გულისრევა უნდა გამოიწვიოთ, რომ ტოქსინებს სისხლში შეღწევის საშუალება და თავის ტვინის დაზიანების უფლება არ მისცეთ. შემდეგ უკვე ექიმების იმედზე უნდა იყოთ.
რედაქციის რჩევა
ერთადერთი, რაც ბოტულიზმისგან დაგიცავთ – ეს სწორი თერმოდამუშავების შერჩევა არის, სანამ პროდუქტის ჭამას გადაწყვეტთ. შებოლილი და გამხმარი თევზი, ხელით დამარილებული უბრალოდ დაივიწყეთ და გადააგდეთ. ყველაფერი დანარჩენი კარგად მოამზადეთ: მოხარშეთ, მოთუშეთ და შეწვით. მაშინ კუჭის გამორეცხვა, გადასხმების გაკეთება და სხვა პროცედურების ჩატარება არ დაგჭირდებათ, რომლებიც ბოტულიზმის დროს 3-დან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაგეხმარებათ.