Connect with us

თავის მოვლა

ბოსტნის სეზონი: 5 ხრიკი, რომელიც მანიკურის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

რეზინის ხელთათმანებით გამარგვლა აუცილებელი არაა. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რეცეპტებს, რომელთა დახმარებით მანიკურის და ხელის სილამაზის შენარჩუნებას შეძლებთ.

მოსავალი კარგია. იდეალური ვარდები – კიდევ უკეთესი. ოღონდ ყოველ შაბათ–კვირას გაფუჭებული მანიკურით და აქერცლილი კანით სიარული არავის სურს. რა თქმა უნდა, მარტივია გირჩიოთ, რომ ბაღში მუშაობისას რეზინის ხელთათმანი გაიკეთოთ, მაგრამ ასე მუშაობა მოუხერხებელია. თან კორონავირუსის დროს საშინლად მოგვბეზრდა. სხვა გადაწყვეტილება არსებობს!

საპონი ფრჩხილების ქვეშ

ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი ფრჩხილების სილამაზის შესანარჩუნებლად. ბოსტანში სამუშაოდ წასვლამდე ხელებით ჩვეულებრივი საპონი გაკაწრეთ ისე, რომ ფრჩხილების ქვეშ სივრცე საპნით ამოავსოთ. ასე ფირფიტის ქვეშ ჭუჭყი მოხვედრას ვერ შეძლებს, ხოლო თუ მოხვდება, საპონს აერევა და ჩამობანისას მოგშორდებათ. სხვათა შორის, ხრიკი ფეხის ფრჩხილებზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

„თხევადი“ ხელთათმანი

საშუალება, რომელიც ხელის კანს გარს ეხვევა და მტვრისა და ჭუჭყისგან იცავს, საკმაოდ ძვირადღირებულია. ჩვენ მის მომზადებას გასწავლით. ხელზე უბრალო თხევადი საპონი წაისვით, კარგად დაიმუშავეთ და გაშრობა აცადეთ. გპირდებით, არა ნაკლებ შედეგს მიიღებთ. მართალია, მეთოდი მხოლოდ მშრალი სამუშაოსთვის გამოგადგებათ და წყალთან შეხებისას პროცედურა უნდა გაიმეოროთ.

თეთრი ფანქარი

უბრალო თეთრი ფანქარი ფრჩხილების გათეთრებაში დაგეხმარებათ. მას შემდეგ, რაც ხელებს დაიბანთ და ფრჩხილების ქვეშ ჭუჭყს მოიშორებთ, ფირფიტის ქვეშ თეთრი ფანქარი გადაიტარეთ. ასეთი მეთოდი გამუქებულ კიდეებს გაათეთრებს.

ხელის აბაზანა

სამწუხაროდ, აგარაკის სეზონზე მხოლოდ კრემი საკმარისი არაა, მძიმე არტილერია დაგჭირდებათ. ყოველ საღამოს ჩვევად გქონდეთ შემდეგი წესი: ხელის აბაზანა ზღვის მარილით და ლიმონის ეთერზეთით. პირველი კომპონენტი ფრჩხილებს აძლიერებს, მეორე გამუქებულ კანს აღიავებს. წინასწარ ფორთოხლის ჩხირები მოიმარაგეთ, რომ დარბილებული კუტიკულა მოიშოროთ და ფრჩხილების ქვეშ სივრცე გაწმინდოთ.

წითელი მოცხარი

ალბათ, ყველაზე კეთილშობილი მცენარე ჩვენს ბაღში. წითელი მოცხარის კენკრა კანიდან მოყვითალო–მწვანე კვალს აქრობს, რომელიც კვლების გამარგვლის შემდეგ რჩება. მცირე მუჭა წითელი კენკრა ხელში აიღეთ, ხელისგულებში კარგად  შეიზილეთ და წყლით ჩამოიბანეთ. ხრიკი მყისიერად მუშაობს და კანს შესანიშნავად წმენდს.