Connect with us

ჯანმრთელობა

ბოსტნეულის ეს სალათი ნაწლავებს წმენდს, აღადგენს მის მიკროფლორას და სტიმულირებს წონის კლების პროცესს

ნაწლავების მიკროფლორა დაახლოებით 500 სახეობის ბაქტერიებისგან შედგება. მათ შორის ბალანსი ჩვენი ფარია მავნე ვირუსებისგან დასაცავად. ასეთი ჰარმონიის მცირე დარღვევების დროსაც კი, ჩვენ ნაკლებად ამტანები ვხდებით, ვიღლებით უფრო სწრაფად, ვრეაბილიტირდებით ნელა. უმნიშვნელო ინფექციაც კი, შესაძლოა, ხანგრძლივი მკურნალობის საბაბი გახდეს. შესაძლებელია თუ არა მოვლენების ასე განვითარებისთვის ხელშეშლა? დიახ, თუ იცით, როგორ აიძულოთ ნაწლავებს ფუნქციონირება.

გადახედეთ თქვენი კვების წესს: რას ჭამთ, რამდენს, რამდენად ხშირად, საკმარის წყალს სვამთ თუ არა. თუ რაციონს 20%-ით მაინც შეცვლით, უარს იტყვით ცხიმიანი საკვების დიდ რაოდენობაზე, მოამზადებთ სპეციალურ სალათებსა და კოქტეილებს, მაშინ ჯანმრთელი ნაწლავები თქვენთვის ნორმად იქცევა.

ჯანმრთელი ნაწლავის 6 წესი

1. იმისათვის, რომ ნაწლავები ნორმალური ფუნქციონირებისთვის დილიდანვე შეამზადოთ, უბრალოდ მიირთვით უზმოზე 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი, 15 წუთის შემდეგ კი – 1 ფინჯანი ბალახის ჩაი. ისაუზმეთ მხოლოდ 20 წუთის შემდეგ.

2. საკმარისი არაა უბრალოდ პროდუქტების შერჩევა ნაწლავების ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია, არ აიძულოთ თავს რაღაცის ჭამა, როცა მადა არ გაქვთ. ასე ხდება როგორც დაავადების, ისე სტრესისა და დაღლილობის დროსაც. პირველ შემთხვევაში, სისხლძარღვები სპაზმირებულია, ბუსუსები მჭიდროდაა ნაწლავების კედლებზე მიკრული და საკვების ნორმალურად გადამუშავება არ შეუძლია. მეორე შემთხვევაში კი სტრესის ჰორმონები უშლის ხელს ნორმალურ მეტაბოლისტურ პროცესებს.

3. ითვლება, რომ საჭმლის მონელების პროცესი პირის ღრუში იწყება. საკვების დიდ ლუკმებად ჩაყლაპვით, თქვენ ხელს უშლით მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. როგორ ვაიძულოთ ნაწლავებს სწორად ფუნქციონირება? დაღეჭეთ საკვები გულმოდგინეთ(განსაკუთრებით, მძიმე და ცხიმიანი საკვები), ასევე, შეარჩიეთ ისეთი საკვები, რომელიც გაცილებით უფრო სწრაფად გადამუშავდება: ხილი, რძემჟავის პროდუქტი.

4. თვეში ერთხელ, კვირის განმავლობაში, მოამზადეთ სპეციალური ბოსტნეულის სალათი, რომელიც ნაწლავების კედლებიდან ყველაფერ ზედმეტს აშორებს ჯაგრისის მსგავსად. დახეხეთ უმი სტაფილო და ჭარხალი, დააქუცმაცეთ კომბოსტო, დაუმატეთ დანაყული მწვანილი. შეაზავეთ სალათი 1 ს.კ. წყლით, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთითა და 0.5 ჩ.კ. ლიმონის წვენით.

5. ყურადღება მიაქციეთ წყლის რეჟიმსაც – მიირთვით დღეში 2 ლ-მდე წყალი. კუჭ-ნაწლავის მოქმედებას შესანიშნავად არეგულირებს სპეციალური დიეტური შრატი. გაავსეთ მეტალის ჭურჭელი კეფირით, გაათბეთ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ ხაჭო არ ამოტივტივდება. დაუმატეთ დაჭრილი ნიახური, კამა და ოხრახუში, სტაფილო და ბოლოკი, ხახვი და თეთრთავა კომბოსტო. ხარშეთ 10 წუთით და გააჩერეთ კიდევ ამდენი ხნით. მიირთვით ჭამამდე 30 წუთით ადრე.

6. ჯანმრთელი ნაწლავებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს რაციონში რძემჟვის პროდუქტის ჩართვასაც. მიირთვით პასტერიზებული რძე, კეფირი, მაწონი, ხაჭო, ნატურალური არაჟანი.

და კიდევ ერთი რჩევა: ეცადეთ, უფრო მეტი იმოძრაოთ, დაკავდეთ სპორტით კვირაში ორჯერ მაინც. თუ მუცლისა და ზურგის კუნთებს ავარჯიშებთ, ნაწლავების პრობლემები არასდროს შეგაწუხებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.