ჯანმრთელობა
ბელგიური დიეტა: სუპერ მენიუ ნებისმიერი ტიპის ფიგურისთვის
ბელგიელმა ექიმებმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინეს დიეტოლოგიაში. მათ მოიფიქრეს ბალანსირებული კვების გეგმა, ქალის ფიგურის ყველა ტიპისთვის.
ბელგიელი დიეტოლოგების აზრით, ამა თუ იმ პროდუქტის სიყვარული ჰორმონალურ ფონზეა დამოკიდებული. შესაბამისად, საკვებიც სწორად უნდა შეირჩეს. ბალანსირებული კვება პაციენტის ჰორმონალურ ფონს დაალაგებს და ჭარბ წონაც გაქრება. მაშ ასე, გაარკვიეთ რომელი ხართ: ნიმფა, ვენერა თუ ამორძალი და გახდით სიამოვნებით!
1. ფიგურის პირველი სახეობა – ვენერა: სხეულის ეს ტიპი ქალური ფორმებით გამოირჩევა. მათ მრგავლი ფორმები და თხელი კანი აქვთ. ხშირად უჩნდებათ ფორთოხლის კანის პრობლემა. ყველაზე პრობლემური ზონებია: თეძოები და გვერდები. ყველაზე მეტად ამ ტიპის ქალებს რძის და რძემჟავა პროდუქტები უყვართ.
2. მეორე ტიპი – ნიმფა: საშუალო სიმაღლის, ე.წ. ბიჭური აღნაგობა. ვიწრო თეძოები, წელი გამოხატული არ არის. ასეთი ტიპის ფიგურას მუცლის არეში უგორვდება ცხიმი. გემოვნური მისწრაფებები: ხილი, ბოსტნეული, თევზი. ითვლება, რომ ვეგეტარიანელებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდებიან ნიმფის ტიპის ფუგურის მქონენი.
3. მესამე ტიპი – ამორძალი: საშუალო ან დაბალი, შედარებით “ჩაფსკვნილი” ქალბატონები, უყვართ ხორცეული. მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ.
მთავრი წესი ყველასთვის: აუცილებელია მკაცრად მიყვათ რეკომენდებულ რაციონს და აუცილებლად დალიოთ დღეში მინიმუმ 1.5 ლიტრი წყალი (გამორიცხეთ გაზიანი სასმელები)
კვების პროგრამა სამ დღეზეა გათვლილი. მოცემულ პერიოდში დაახლოებით 1.5 – 3 კილოგრამს დაიკლებთ. თუ შედეგი თქვენს მოლოდინებს ვერ გაამართლებს შეგიძლიათ დიეტა კიდევ რამდენიმეჯერ გაიმეოროთ.
კვების რაციონი ვენერასთვის
პირველი ტიფის ფიგურისთვი ექიმებმა შემდეგი კვების რაციონი შეიმუშავეს:
- სხვადასხვა ტიპის ყველი
- ახალი (უმი) ბოსტნეული განუსაზღვრელი რაოდენობით
- სახლში ახლად გამოწურული წვენები
- ახალი, დაბალკალორიული იოგურტი
- ბოსტნეულის ბულიონი და წვნიანები
- ნებისმიერი კერძი უმი, მოთუშული ან მოხარშული ბოსტნეულისგან
გასახდომი მენიუ
დღე 1:
საუზმე: ციტრუსების ახალ დაწურული წვენი და 200 გრამი დაბალკალორიული ხაჭო
სადილი: მსუბუქი სალათი ბოსტნეულისგან. დაჭერით ერთი ცალი კიტრი, ერთი ცალი ტკბილი წიწაკა და 1 ხახვი. აურიეთ ბოსტნეული მოხარშულ ლობიოს მარცვლებთან. შეაზავეთ კეფირის სოუსით (1/2 ჭიქა სოუსი, 3 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი ან ლაიმი, რამდენიმე წვეთი ჩილის სოუსი)
ვახშამი: ახალი ბოსტნეული, სახლის ყველი, ახლად დაწურული ვაშლის წვენი
დღე 2:
საუზმე: ფორთოხლის წვენი. შვრიის პურის ტოსტი ყველით.
სადილი: 2 ცალი მსხალი + ბოსტნეულის სალათი (კიტრი, პომიდორი, მწვანილი…)
ვახშამი: მოთუშული თევზი ბოსტნეულით. ოხრახუში, სტაფილო და ხახვი მოთუშეთ ტაფაზე 5 წუთის მანძილზე. დაასხით ზეთი და მოასხით თევზს. შეაზავეთ მარილით და წიწაკით.
დღე 3:
საუზმე: ციტრუსების ფრეში და 200 გრამი უცხიმო ხაჭო
სადილი: თინუსის სალათი. ბოლოკი და მაგრად მოხარშული კვერცხი,
ვახშამი: 150 გრამი ძროხის ხორცი და ბოსტნეულის ასორტი. 3 წიწაკას და 5 შამპინიონს მოასხით ზეთი, დაუმატეთ ხახვი და მოთუშეთ 5 წუთი. შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენი წიწაკა და მიირთვით.
რაციონი ნიმფასთვის
ამ ტიპის ქალებს ხშირად აქვთ ესტროგენის დეფიციტი. აი მათთვის რეკომენდებული პროდუქტები:
- თხილეული და ჩირები
- ბოსტნეული (განსაკუთრებით სიმინდი, პომიდორი და ტკბილი წიწაკა)
- ბულგარული წიწაკა
- ბრინჯი (სასურველია ყავისფერი)
დღე 1:
საუზმე: შვრიის ფაფა უცხიმო რძით ან იოგურტით. ჩირის ასორტი.
სადილი: ბოსტნეულის რაგუ. წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი, მოწვით ზეთში. დაუმატეთ 100 გრამი მოხარშული ნიორი და 2 კოვზი ბოსტნეული ბულიონი. დატოვეთ მოსათუშად 5-6 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და წიწაკა. ზეთში მოწვით ტოფუ 2-3 წუთის განმავლობაში, გადაიტანეთ ბოსტნეულთან და გემრიელად მიირთვით.
ვახშამი: 2 ბულგარული წიწაკა მოწვით პომიდორთან ან სიმინდთან ერტად, დაუმატეთ ყავისფერი ბრინჯი რომელიც ორთქლეზე მოამზადეთ.
დღე 2:
საუზმე: 150 გრამი მიუსლი და 150 გრამი სოიოს იოგურტი.
სადილი: სიმინდი შეურიეთ დაჭრილ პომიდორსა და ხახვს. ნარევი შეაზავეთ ზეითუნის ზეთისა და ფორთოხლის წვენის სოუსით. დაუმატეთ 3 ცალი კაკალი.
ვახშამი: ყავისფერი ბრინჯი ხარშეთ 15 წუთი. ცალკე დაუმატეთ ზეთი და ნიორი, 1 ცალი წიწაკა და ძროხის ხორცის ფარში. ცეცხლზე ვთუშავთ 5 წუთის მანძილზე და ვუმატებთ ბრინჯს.
დღე 3:
საუზმე: მიუსლი ხილთ და 1/2 ჭიქა ახალი რძით.
სადილი: გახეხილი სტაფილოს და ყაბაყს, დაუმატეთ ცოტაოდენი მწვანილი და შეაზავეთ ზეთისა და ფორთოხლის წვენის სოუსით. შეგიძლიათ 1-2 ნაჭერი შვრიის პურიც მიირთვათ.
ვახშამი: 3 ცალი პომიდორი, 3- 5 წუთის მანძილზე ერთ კოვზ ზეითუნის ზეთში მოთუშეთ ხახვთან ერთად. შემდეგ დაუმატეთ 5 კოვზი ოსპი და 2 ჭიქა ბულიონი. ხარშეთ 10 წუთი. შეაზავეთ მარილით და მიიტანეთ მაგიდასთან.
რაციონი ამორძალებისთვის
ამ ტიპის ფიგურის მქონე ქალბატონებში მამაკაცური ჰორმონები ჭარბობს. მათთვის შემდეგი პროდუქტებია რეკომენდებული:
- მწავენ სალათი
- ინდაური ან ქათამი (ფილე)
- მყარი ფქვილის სახეობის სპაგეტი
- ბოსტნეულის სალათები
მენიუ ამორძალებისთვის
დღე 1:
საუზმე: სალათი მწვანილისა და ხილისგან
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი აურიეთ ლიმონის და ფორთოხლის წვენთან, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ბალზამიკოს ძმარი და მდოგვი. დაასხით 2 კოვზი ზეთი. კრძი მზად არის. სოუსი სპაგეტისთან ერთად მიირთვის.
ვახშამი: 250 გრამ ინდაურის ფილეს ორთქლზე ვამზადებთ. გარნირად კი სტაფილოს სალათს ვამზადებთ.
დღე 2:
საუზმე: ჭიქა წყალი და 150 გრამი უცხიმო ხაჭო
სადილი: სტაფილოს, ხახვის და ჭარხლის სალათი – ბოსტნეული წვრილად გახეხეთ. 2 ცალი კივი.
ვახშამი: 150 გრამი ქათმის ფილე, ქათმის ბულიონი. თეთღი ბრინჯი სტაფილოთი და დაჭყლეტილი ნიორით.
დღე 3:
საუზმე: 200 გრამი უცხიმო ხაჭო და რამდენიმე სალათის ფოთოლი
სადილი: სტაფილოს, ჭარხლის და წიწაკის სალათი. 100 გრამი ინდაურის ფილე და გრეიფრუტი
ვახშამი: ხახვი, 2 ცალი პომიდორი და წიწაკა დაჭრით და 5 წუთის განმავლობაში ტაფაზე მოწვით, დაასხით ნახევარი ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი და 5 წუთის მანძილზე თუშეთ. დაუმატეთ 50 გრამი მოხარშული სპაგეტი.