Connect with us

ჰოროსკოპი

ბევრი ფული, კარგი და განსხვავებული! 2021 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ვერა ხუბელაშვილისგან

რა ფინანსურ პერსპექტივას გპირდებათ თეთრი მეტალის ხარის წელი? Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ 2021 წლის ფინანსურ ჰოროსკოპს ვერა ხუბელაშვილისგან.

ვერძი

2021 წელი დიდი მოგების და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების წელია. შეგიძლიათ სამეწარმეო საქმეს ხელი მოკიდოთ. პირველ ეტაპზე სპონსორები დაგეხმარებიან, მათი პოვნა და დაინტერესება არ გაგიჭირდებათ. შემოსავლის რამდენიმე წყარო შეიძლება გამოჩნდეს.

კურო

ხარის წელში კაპიტალის გაზრდის იმედი უნდა გქონდეთ. წლის მფარველი თქვენს პირად და ოჯახურ ფინანსურ მდგომარეობაზე დიდად ზრუნავს. ამავდროულად, ზეციური მნათობები გირჩევთ, ფულს ფრთხილად მოეპყრათ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ფულს პირადი მოხმარებისთვის გაძლევენ. სხვადასხვა ფინანსურ პროექტებში გარისკვა არ ღირს.

ტყუპები

წელს ფინანსური სირთულეები არ შეგაწუხებთ, თუმცა არ იფიქროთ, რომ ფულში ცურვას სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ. მეტი ფულის საშოვნელად მუშაობა და ფიქრი მოგიწევთ. ამასთან, სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით ფულის საშოვნელად საუკეთესო გადაწყვეტილებას იპოვით.

კირჩხიბი

გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალური მოგების მიღების შანსი გაზაფხულზე გაქვთ. შემდეგ, ცოტა გაგიჭირდებათ. გირჩევთ, გაზაფხულზე მიღებული კაპიტალი სწორად გადაანაწილოთ. სანამ შთამბეჭდავი მატერიარული რესურსი გაქვთ, სამომავლო სარგებლის მისაღებად გამოიყენეთ.

ლომი

თავს ფინანსურ მაგნატად ნუ ჩათვლით და გამდიდრების მარტივ გზებს ნუ ეძებთ. ფასიან ქაღალდებთან, სპონსორობასათან და ინვესტიციებთან დაკავშირებული ყველა შესაძლო სარისკო ოპერაცია არსად მიმავალი გზაა. სჯობს ფული უფრო ეფექტურად გამოიყენოთ. ზემოთ ნათქვამი იმ ლომებს არ ეხებათ, ვინც ფინანსურ ოპერაციებში ერკვევა.

ქალწული

მატერიალური კუთხით მთლიანობაში კარგი წელი გექნებათ. ფულის უკმარისობას არ იგრძნობთ. აი, შემოდგომა ცოტა საეჭვო და სადავო პერიოდია. დიდი ალბათობით გაუთვალისწინებელი ხარჯები წარმოიქმნება. მათთან გამკლავება რეალურია. სხვა სეზონები კარგ სარგებელს მოგიტანთ.

სასწორი

წლის დასაწყისში ხარისგან სერიოზულ კაპიტალს მიიღებთ, მაგრამ მოგვიანებით ასეთი გულუხვი აღარ იქნება. თუ არსებული კაპიტალის გაორმაგება გსურთ, იშრომეთ. პრინციპში, ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი მოგვარებადია. მთავარია, სწორად იმოქმედოთ და სამომავლოდ მკაფიო გეგმა დასახოთ. სიტყვაზე, სანამ დრო გაქვთ, გეგმის შედგენა დაიწყეთ.

მორიელი

2021 წელს მობრუნებას შეძლებთ. ეს დიდი, მსხვილი და გიგანტური შენაძენების წელი იქნება. შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომობილი, უძრავი ქონება, კუნძული იმის მიხედვით, ვის რა მოთხოვნილება და შესაძლებლობა აქვს. მთლიანობაში მსხვილი შენაძენის გაკეთება რეკომენდებულია. ეს ახლა მომგებიანია.

მშვილდოსანი

ფინანსური კუთხით საკმაოდ წარმატებული წელი გექნებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრბოში ოქროს მონეტები გადაყაროთ. თეთრი თეთრს დაიცავს. ძუნწობაც არ ღირს. ზეციური მნათობები კარგი ბალანსის პოვნას გირჩევთ, რომ საკუთარ თავს არაფერზე უარი არ უთხრათ და ფულიც არ გაფლანგოთ. გამოვა, კარგია, არ გამოვა და შეუძლებელია არ გამოვიდეს, სცადეთ!

თხის რქა

ამ წელს ფინანსები არ მიგატოვებთ. ხარმა ამაზე უკვე აშკარად იზრუნა! ყველაზე კარგი სიტუაცია ექნება მათ, ვისი პროფესიაც მსხვილი კაპიტალების ბრუნვასთან კავშირშია. სხვებისთვის ყველაფერი ცოტა მოკრძალებულად წარიმართება. როგორც არ უნდა იტრიალოთ, ფინანსურად გულუხვი წელი გელოდებათ. ამის ეჭვი არ არსებობს.

მერწყული

შეგიძლიათ თქვენს მოთხოვნებზე მშვიდად იყოთ. ფული ყველაფრისთვის გეყოფათ. თუ უფრო მეტი გსურთ, შეგიძლიათ ფინანსურ პროექტებში ფული ჩადოთ. უმეტესობა მათგანი წარმატებას გპირდებათ. მთავარია, ძალიან საეჭვო წინადადებებს არ დათანხმდეთ.

თევზები

გახსოვდეთ, რომ 2021 წელმა ბევრი ხაფანგი მოგიმზადათ, თუმცა ფინანსური კუთხით დიდ პერსპექტივებას გპირდებათ. საკუთარი გამჭრიახობის იმედი გქონდეთ ან ფინანსურ საკითხებში გარკვეული ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვეთ. თუ ასეთი ადამიანი გყავთ, გაგიმართლათ. თუ არა, დროა იპოვოთ. როგორც ასეთი, ამისთვის მთელი წელი წინ გაქვთ.