ჯანმრთელობა
ბეგქონდარას სარგებელი ქალებისთვის: ვინ და როგორ უნდა მიირთვას
დღეს დედამ ბაზრობიდან მთელი დასტა თესლის შეფუთვა მოიტანა. ბოლოკს, სტაფილოსა და ოხრახუშს შორის ბეგქონდარაც ვიპოვე. ვკითხე, რისთვის სჭირდებოდა არომატული მეგობარი (გულწრფელად, მისი სუნით აღფრთოვანებული არ ვარ). დედას ეშმაკურად ჩაეღიმა. ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი სასარგებლოა ბეგქონდარა ქალებისთვის.
ბეგქონდარას ჩაის ბებიაც ადუღებდა. ველურ ბეგქონდარას, გვირილას, გულყვითელას და კრაზანას აგროვებდა და სახურაზე ახმობდა. დედა ბეგქონდარას აივანზე ზრდის. ამბობს, რომ მისთვის ნებისმიერ ოხრახუშზე უფრო ძვირფასია. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა სარგებელი აქვს ბეგქონდარას.
სურდოს და მავნე ბაქტერიებს ებრძვის
ძველად ბეგქონდარას ჩაი ტყუილად არ უყვარდათ, რადგან თავისი ბაქტერიციდული თვისებებით ცნობილია. სასმელი მშრალი ხველის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სხვა სიმპტომების დროს რეკომენდებულია.
გარდა ამისა, მისი დალევა რეკომენდებულია სურდოს პერიოდში რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ბეგქონდარა ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალებაა. მასზე დაფუძნებული ჩაი მწვავე ბრონქიტსაც შველის.
გულ–სისხლძარღვთა სისტემის სადარაჯოზე
ბეგქონდარას ჩაი ჰიპერტონიკებს შორის პოპულარულია. სასმელი ჰიპოტენზიულ ეფექტს ახდენს. მას სისხლძარღვების ფიბროზული ცვლილებების პრევენციისთვის იყენებენ.
სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ ბეგქონდარაზე დაფუძნებული სასმელი გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს. არტერიულ წნევას ამცირებს, სისხლძარღვებს აფართოებს, სტრესს ამცირებს.
ბეგქონდარას სარგებელი ქალებისთვის დეპრესიის დროს
სტრესს დავუბრუნდეთ. აღმოჩნდა, რომ ბეგქონდარას ზეთი ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევას აქრობს. მას არომათერაპიის დროსაც იყენებენ. და მაინც, ბეგქონდარას ჩაისაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს (გვირილაზე არა ნაკლები!).
ბეგქონდარას სასმელის რეგულარული დალევა სეროტონინის და დოფამინის დონეს ზრდის. უფრო მშვიდი და ბედნიერი გახდებით.
ჯანმრთელი კანისთვის ბრძოლა
მცენარის ანტიბაქტერიული თვისებები არა მხოლოდ სურდოს ებრძვის. ბეგქონდარას ნაყენს ეგზემას, გამონაყარის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. ბეგქონდარას ზეთზე დაფუძნებული კრემი სოკოვან ინფექციებს კურნავს.
ამით ბეგქონდარას სარგებელი არ მთავრდება. გვიამბეთ, ზრდით ბეგქონდარას აგარაკზე, რისთვის იყენებთ?