Connect with us

ყვავილები

ბებია მთელი წელი ხახვის ფურცლებს აგროვებდა, რომ ზაფხულში კიტრი გამოეკვება. შედეგი ფანტასტიკურია

ხახვის ფურცლები სასარგებლო ელემენტების საწყობია. მასზე დაფუძნებული ნახარში ბევრი მცენარის გამოსაკვებად გამოგადგებათ. ყველაზე მეტად კოქტეილი კიტრს მოსწონს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არის ხახვის ფურცლები სასარგებლო და როგორ გამოვიყენოთ სწორად.

ხახვის ფურცლები ბოსტანში

ხახვის ფურცლები კულინარიაში კვერცხის შესაღებად და ბოსტანში მცენარეების გამოსაკვებად გამოგადგებათ. ამ უბრალო ნათალს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. ხახვის ფურცლების ნახარში ბევრ სასარგებლო ელემენტს შეიცავს. მაგალითად, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, სპილენძი, სელენი, ბრომი.

ასეთი მიკროელემენტები ბაქტერიებს ებრძვის და კიტრის ფოთლების გაყვითლებას ხელს უშლის. ხახვის ნახარში ხილ–ბოსტნეულის ზრდას ხელს უწყობს. მათი ფესვების სისტემას აძლიერებს, ტემპერატურის რყევების მიმართ უფრო გამძლეს ხდის. ზოგადად, სასარგებლო მეთოდია.

სასარგებლო ნახარში კიტრისთვის

პირველ რიგში, გავარკვიოთ, რა გავაკეთოთ კიტრის შემთხვევაში. თუ ბოსტნეულის ფოთლები ყვითლდება, ნახარში მოამზადეთ. დიდ ქვაბში 10 ლ წყალი, 3 მუჭა ხახვის ფურცლები მოათავსეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, აურიეთ და 5 წუთით ხარშეთ. ნახარში გააგრილეთ, შემდეგ გადაწურეთ.

დაზიანებული კიტრი მორწყეთ. გაითვალისწინეთ, რომ კონცენტრირებული ნახარშის გამოყენება არ შეიძლება. ბოსტნეული წყლით და ხახვის ნახარშით 10:2 პროპორციით დაამუშავეთ. აქ 10 ლ წყალია, ხოლო 2 ლ – ხახვის ნახარში. ხახვიანი წყლით ბოსტანი სჯობს დილით მორწყათ. დარჩენილი ხახვის ფურცლები არ გადაყაროთ, არამედ კიტრის დარგვის ადგილები გაანოყიერეთ.

პატარა მავნებლებთან ბრძოლა

ხახვის ფურცლები ობობის ტკიპას უმკლავდება. თუ ხილის ან ბოსტნეულის ფოთლებზე ქსელი შენიშნეთ, დაუყონებლივ იმოქმედეთ. 200 გ ხახვის ფურცლებს 10 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ნახარში 5 დღე გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და დაავადებული მცენარე 3–ჯერ (4-5 დღიანი ინტერვალი) დაამუშავეთ.

ბუგრების წინააღმდეგ გამოიყენეთ შემდეგი მეთოდი: ლითონის ვედრო ნახევრად ხახვის ფურცლებით გაავსეთ. ცხელი წყლით ბოლომდე გაავსეთ და 1 დღე გააჩერეთ. გრილი ნახარში წყალში 1:2 თანაფარდობით გააზავეთ და კვლები დაამუშავეთ. ზოგიერთი მებაღე და მებოსტნე ასეთ ნახარშს არა მხოლოდ ბუგრების, არამედ კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ იყენებს.

ხახვის ფურცლები ბაღისა და ბოსტნისთვის

მავნებლები არა მხოლოდ ბოსტნეულს, არამედ ხეხილსაც აზიანებს. მაგალითად, პირველ რიგში ვაშლის ხე ვაშლის ნაყოფჭამიასგან ზარალდება. როგორ ვიმოქმედოთ? ვაშლის ხე ნებისმიერი ზემოაღწერილი ნახარშით დაამუშავეთ, ოღონდ მაშინ, როცა ხე აღარ იყვავილებს.

ვაშლის ხე ხახვის ნახარშით სჯობს +15 გრადუსზე დაამუშავოთ. დამუშავება ყოველ 7 დღეში უნდა გაიმეორეთ. ასე 1 თვე გააგრძელეთ. ხის მდგომარეობა აკონტროლეთ, იგრძნობა თუ არა ძვრები ხახვის შხაპის შემდეგ, შემცირდა თუ არა მავნებლები ტოტებსა და ფოთლებზე.

თუ ახალი სასუქის ნეგატიური რეაქცია გაშინებთ, ჯერ დატესტეთ. 10 გ ხახვის ფურცლებს 5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და ნახარშის გაგრილებას დაელოდეთ. ამის შემდეგ საცდელი მცენარე ნახარშით ფესვებთან მორწყეთ და მდგომარეობას დააკვირდით.

ეკოლოგიურად სუფთა სასუქი

ხახვის ნახარშის გამოყენებით ზუსტად იცით, რომ კვლებში ქიმია არ ხვდება. თან ხშირად ქიმიური საშუალებები საკმაოდ ძვირია. სწორედ ამიტომ, ალტერნატივების გამოყენება გვიწევს. ხახვის ფურცლების ხელმისაწვდომობა და სიმარტივემ არ შეგაშინოთ. ის ბევრ გამოცდილ მებაღეს უყვარს და პატივს სცემს.

Advertisement