Connect with us

საკითხავი

ბებიამ უნიტაზის თავსახურის დახურვას მიმაჩვია. საქმე მხოლოდ ჰიგიენაში არაა

ჩემს ოჯახში უნიტაზის თავსახურს ღიას არავინ ტოვებს. ამას უკვე სხვის სახლშიც გაუცნობიერებლად ვაკეთებ. ერთხელ დაქალმა მიზეზი მკითხა, რატომ ვახურავ უნიტაზს თავსახურს. ბებიაჩემის სიბრძნე გავუზიარე.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ ღირს უნიტაზზე თავსახურის დახურვა.

ბებიაჩემი წესრიგის მოყვარული ადამიანია. მის სახლში ვცხოვრობთ და შესაბამისად მის წესებს ვიცავთ. გვასწავლა, რომ უნიტაზის თავსახურის ღიად დატოვება არ შეიძლება. როცა გავიზარდე და მიზეზით დავინტერესდი მითხრა, რომ ეს ფულის რიტუალია. თუ უნიტაზის თავსახურს ღიას დავტოვებთ, ოჯახიდან ფული დაიკარგება.

ეს უბრალო ცრურწმენა მეგონა, სანამ საკუთარი ოჯახი არ შევქმენი და სიტუაციას არ დავაკვირდი. როცა ვინმეს უნიტაზის თავსახურის დახურვა ავიწყდებოდა, წვრილმანი მატერიალური ხარჯი აუცილებლად მოდიოდა. მაგალითად, ტექნიკა ფუჭდებოდა, ფული იკარგებოდა და ა.შ. ჩემს ოჯახის წევრებსაც უნიტაზის თავსახურის დახურვა ვასწავლე და მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

ჩემი რჩევით მეგობრებიც ასე იქცევიან. ამბობენ, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა და პატარა უსიამოვნებები გაქრა. თქვენც გირჩევთ. ასეთი წვრილმანია, მაგრამ რამდენი ფულის დაზოგვა შეუძლია. თან ასეთ ქმედებას რაციონალური მიზეზებიც აქვს.

ორი მიზეზი არსებობს, რომ უნიტაზის თავსახურის დახურვა ჩვევად აქციოთ. პირველი ჰიგიენას ეხება. უნიტაზის ზედაპირზე რჩება მიკრობები, რომლებიც წყლის ჩარეცხვისას შხეფებთან ერთად ჰაერში ამოდის. მიკრობები რჩება კედელზე, იატაკსა და ნიჟარაზე. ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად უნიტაზის თავსახური დახურეთ, სანამ ჩარეცხვის ღილაკს დააწვებით.

თუ სააბაზანო ოთახი გაერთიანებულია, პირადი ჰიგიენის ნივთები უნიტაზისგან შორს უნდა შეინახოთ. მაგალითად, კბილის ჯაგრისები, სავარცხლები და პირსახოცი. უნიტაზთან ახლოს მათი მოთავსება ჰიგიენური არაა.

ამ საკითხს ეთიკური მხარე აქვს. ბევრ ქვეყანაში უნიტაზის თავსახურის დახურვა ეტიკეტის წესია, რასაც ადამიანს ბავშვობიდან ასწავლიან. ვფიქრობთ, რომ ამაში გასაკვირი და უცხო არაფერია.

Advertisement