საკითხავი
ბებიამ სახლში უსახლკარო კნუტი მიიყვანა. ბედმა ნამდვილი საჩუქარი გაუკეთა
მოხუც ქალს წარმოდგენაც არ შეეძლო, თუ რად გადაიქცეოდა პატარა, შეშინებული კნუტი, როცა გაიზრდებოდა. ბედმა მას ყველაზე ნამდვილი სიურპრიზი მოუმზადა.
ისტორია, რომელსაც დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ, ქალაქ ოზერსკში მოხდა. ბებია ნინა უსახლკარო ცხოველებს ყოველთვის თანაუგრძობდა, ამჯერადაც გვერდი ვერ აუარა. პატარა კნუტი ქუჩაში მარტო იწვა და აშკარად ჭამა სურდა.
მოხუცმა ქალმა სახლში წაიყვანა და მასზე ზრუნვა დაიწყო. კნუტი გამოჯანმრთელდა და დღითიდღე იზრდებოდა. ძალიან მალე, ეზოს კატებზე გაცილებით დიდი გახდა, მაგრამ ეს ბებია ნინას არ აკვირვებდა, რადგან კარგად კვებავდა – შინაურული ხაჭოთი, რძით და არაჟნით. თავისი შინაური ცხოველი უყვარდა, რომელიც მალე მისი ოჯახის ნამდვილი წევრი გახდა.
ერთხელ, ბებია მძარცველების მსხვერპლი გახდა. მათ კარი გააღეს და სახლში შემოვიდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ რამეს იპოვიდნენ. ამ დროს კატა კარადის ზედა თაროზე იწვა, სადაც ქუდებს შორის წოლა უყვარდა.
როცა ქურდებმა რაიმე ძვირფასის პოვნის იმედად კარადის კარი გააღეს, ცხოველი მათ თავს დაესხა. პირველი ქურდი ადგილზე გარდაიცვალა, კატამ მას საძილე არტერია გაუწყვიტა. მეორეს გაუმართლა, ცოცხალი გადარჩა, თუმცა კიდევ დიდხანს რეანიმაციაში დარჩენა მოუწევს. მესამემ გაქცევა მოასწრო.
მოსული სამართლდამცველები ნანახით გაოცებულნი იყვნენ. ყველაზე მეტად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ის, რომ კატა, რომელიც ბებია ნინასთან ცხოვრობდა, სინამდვილეში მანული იყო. ეს ცხოველი ველურ ბუნებაში იზრდება. ითვლება, რომ მათი გაწვრთნა შეუძლებელია. ასე უბრალოდ აგრესიას არ ავლენენ, მაგრამ ნებისმიერს თავს ესხმიან, ვინც მათი საცხოვრებლის ხელყოფას აპირებს.
აი, ასეთი საოცარი ისტორია მოხდა ოზერსკში. უცნობია, როგორ აღმოჩნდა ველური კატა დასახლებასთან ახლოს. ბებია ნინას გაუმართლა – მისი საყვარელი ცხოველი ნამდვილი დამცველი გახდა და დამნაშავეებს მარტივად გაუმკლავდა!