კულინარია
ბებიამ ზუსტად იცის, როგორ გაახაროს შვილიშვილები! სოსისები შეუდარებელ ცომში. გამოდის ძალიან გემრიელი და ჰაეროვანი
სოსისი ცომში – ვერც ერთი მოზარდი, ბავშვი კი მითუმეტეს, ვერ იტყვის უარს ამ გემრიელობაზე. იმისათვის, რომ ახლობლებისა და ნათესავების გახარება ამ ორიგინალური ღვეზელით შეძლოთ, ჩვენ გასწავლით მის მომზადებას, თანაც მიმზიდველი ბაჭიების ფორმით. საოცარი ფუნთუშები ბავშვებისთვის!
როგორ მოვამზადოთ სოსისი ცომში
შეუდარებლად გემრიელი სოსისები ცომში “ბაჭიები” ძალიან რბილი და ჰაეროვანი გამოდის. მისი საიდუმლო უჩვეულო ფორმასა და ცომშია. სოსისები უმაღლესი ხარისხისა უნდა იყოს, რამდენადაც ღვეზელებს ბავშვებისთვის ამზადებთ. ყველაზე პატარებისთვის კი, სოსისის ჩანაცვლება ვაშლით შეიძლება.
ინგრედიენტები
- 400გ ფქვილი
- 200 მლ რძე
- 60 მლ მცენარეული ზეთი
- 6გ მშრალი საფუარი
- 1 კვერცხი
- 1 ს.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 9-12 მინი-სოსისი
- 1 კვერცხის გული
მომზადება
1. მოზილეთ რბილი ცომი რძით, საფუარით, შაქრით, მარილით, ზეთითა და კვერცხით. აცადეთ აფუება თბილ ადგილას 30 წუთით.
2. დაყავით ცომი 9-12 თანაბარ ნაწილად. თითოეული მათგანი გააბრტყელეთ ოვალურად, შემდეგეს ოვალები დაახვიეთ და შეკარით. თითოეული ხვეულა დამატებით გააბრტყელეთ თხლად, 40 სმ სიგრძეზე.
3. შემდეგ გააკეთეთ ბაჭიას ფორმა, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. შიგნით მოათავსეთ სოსისი. ბაჭიის ყურები ხელებით გაასწორეთ და მოათავსეთ ცომი კარაქწასმულ საცხობ ფორმაზე.
4. შავი ბეგქონდრით გააკეთეთ თვალები და ცხვირი. წაუსვით ბაჭიებს კვერცხის გული და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. აცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთით.
გემრიელად მიირთვით! ბავშვებს ასეთი ფუნთუშები აუცილებლად მოეწონებათ.