თავის მოვლა
ბანანის ქერქის წყალობით ხელის კანი უნაკლოდ გამოიყურება
ინტერნეტ სივრცეში ბანანის ყველა ნაწილის გამოყენების შესახებ უამრავი რჩევა არსებობს. მაგალითად, ქერქით (შიდა მხარე) ტყავის ფეხსაცმელს ბზინვარებამდე ასუფთავებენ, ასევე ვერცხლის დანა-ჩანგალს წმენდენ. ქერქის ნარჩენები შეგიძლიათ ნებისმიერი მცენარის ქვეშ, მიწაში ჩარგოთ. მაგალითად, სახლში ოთახის მცენარის ქოთანში. ამით ყვავილის კვებავს და ზრდას აუმჯობესებს.
ბევრი მცენარე უფრო სწრაფად იზრდება და ყვავის. უბრალოდ ცოტა დააქუცმაცეთ და გვერდზე ჩარგეთ.
პირადად, მე ბანანის ქერქს სულ სხვა დანიშნულებით ვიყენებ და ნამდვილად სასარგებლოდ მოქმედებს. ხელის კანი ასაკობრივი და ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით მშრალი გახდა და მუქი პიგმენტური ლაქებით დაიფარა. ყოველდღიურად, ხელის კანზე ბანანის ქერქის შიდა მხრიდან წასმა მირჩიეს.
ამის გაკეთება რთული არაა, პირიქით, სასიამოვნოა. შემდეგ არ ჩამოიბანოთ. პროცედურის შემდეგ წებოვნების შეგრძნება არ დამრჩენია. ჩვენს ოჯახში პატარა ოჯახის წევრების წყალობით ბანანი ყოველთვის გვაქვს! რაღაც ჩვევასავით გახდა. ბანანი გავასუფთავე, ქერქი ხელებზე წავისვი და ნარჩენები გავანადგურე. ასეთ ნარჩენებს ზამთარში ვაგროვებთ და ქუჩაში ვყინავთ. გაზაფხულზე სპეციალურ ორმოში ვყრით.
აი, რა შევნიშნე. ხელის კანი ბევრად უფრო ნაზი გახდა. ცოტა ხანში პიგმენტური ლაქებიც გაღიავდა. უბრალოდ პატარა სასწაული ყოველგვარი ფულის დახარჯვის გარეშე. მსმენია, რომ ბანანის ქერქი მეჭეჭების მოშორებიც დაგეხმარებათ. მისი დახმარებით სახესაც იწმენდენ. წვრილი მიმიკური ნაოჭები უფრო ნაკლებად გამოხატული და შესამჩნევი გახდება. არსებობს მტკიცებულება, რომ ბანანის ქერქით დამუშავების შემდეგ სისხლჩაქცევები უფრო სწრაფად ქრება.