Connect with us

ყვავილები

ბანანის სასუქი დეკემბერას სასწრაფოდ გადასარჩენად. ყვავილობას აიძულებს

დეკემბერა ან შლუმბერგერა ზამთარში მოყვავილე ტროპიკული მცენარეა. ლამაზი, კაშკაშა ყვავილებით რომ გაგახაროთ, მასზე სწორად უნდა იზრუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენზიული მცენარე ზრდას შეწყვეტს და ყვავილობაზე უარს იტყვის. ერთად გავარკვიოთ, რატომ ამბობს უარს ყვავილობაზე მცენარე და როგორ დავეხმაროთ განახლებაში.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი სასუქია საუკეთესო დეკემბერასთვის, რომელმაც ზრდა შეწყვიტა და არ ყვავილობს.

რატომ არ ყვავილობს დეკემბერა

მცენარემ ყვავილობა რამდენიმე მიზეზით შეიძლება შეწყვიტოს. მაგალითად, განათება შეიძლება არ ყოფნიდეს. მას უყვარს გაფანტული სინათლე, მზის პირდაპირი სხივების გარეშე. დღეში 2–4 საათით მზის სინათლე ყოფნის. შემოდგომასა და ზამთარში 12 საათი სიბნელეში ყოფნა სჭირდება, რომ დასვენება შეძლოს.

ოთახში მისთვის შეუფერებელი ტემპერატურა შეიძლება იყოს. ყვავილს ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გადახურება არ უყვარს. ეს ყვავილობის შეფერხების ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს. +19 გრადუსზე თავს კომფორტულად გრძნობს. კვირაში ერთხელ მორწყეთ. მორწყვა არ დაგავიწყდეთ. მიწა არ უნდა გამოშრეს.

ძალიან დიდ ქოთანში არ ჩარგოთ, რადგან ყვავილების განვითარების ნაცვლად ფესვების სისტემის გაძლიერებაზე იმუშავებს. მავნებლებისგან დაიცავით. ობობის ტკიპა ხშირად თავს ესხმის.

ასევე ბანალურად სასუქი შეიძლება აკლდეს და საჭირო რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს (კალიუმი, აზოტი, ფოსფორი) ვერ იღებდეს. გირჩევთ, რომ მზა პრეპარატის ნაცვლად ეფექტური, იაფი და უსაფრთხო სასუქი სახლის პირობებში მოამზადოთ. დაგჭირდებათ მხოლოდ ბანანის ქერქი.

როგორ მოვამზადოთ სასუქი ბანანით

ბანანზე დაფუძნებული სასუქი დეკემბერასთვის იდეალურია. პატარა ნაჭრებად დაჭრილ ქერქს წყალი დაასხით. როგორც მინიმუმ, 1 საათით, ან უფრო დიდხანს გააჩერეთ. წყალი გადაწურეთ და მცენარის სარწყავად გამოიყენეთ. ბანანის ქერქში შედის კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი და კალციუმი, რომელიც დეკემბერას სჭირდება.

ბანანის წყალი ყოველი მორწყვის დროს შეგიძლიათ მიაწოდოთ. სხვა ოთახის მოყვავილე მცენარეც მორწყეთ. უსაფრთხო სასუქია, რადგან მავნე ქიმიკატებს არ შეიცავს, როგორც მაღაზიაში ნაყიდი პრეპარატი.

ეფექტური სასუქი რამდენჯერმე გამოიყენეთ და მცენარე გაძლიერდება. ყვავილობას გაზაფხულამდე გააგრძელებს. მცენარის მოვლის ყველა რეკომენდაცია დაიცავით, რომ დიდხანს დიდებულად იყვავილოს.

Advertisement