ჯანმრთელობა
ბალზამი ძვლების სამკურნალოდ: ეს შემადგენლობა ერთხელ ქალურ ჟურნალში ვიპოვე
ეს რეცეპტი ერთხელ ძველ ქალურ ჟურნალში ვიპოვე. მისი გამოყენება კი ჩემს მეგობარს ვურჩიე, ფეხის მოტეხვის შემდეგ. იგი მშენებელია და მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, ორივე ფეხი მოიტეხა, თანაც, მარჯვენა ორ ადგილას, კიდევ ხელი და ორი ნეკნი.
მან რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა ერთი ფეხი ნორმალურად არ ხორცდებოდა, ჩირქდებოდა.
მე და მისმა ცოლმა ეს საშუალება მოვუმზადეთ და 1 თვეში იგი უკვე სახლში გამოწერეს, ხოლო 3 თვეში სამსახურს დაუბრუნდა.
რეცეპტი
3-ლიტრიან ქილაში ჩაალაგეთ უმი, გარეცხილი თეთრი კვერცხები(20 ც). შემდეგ აიღეთ ლიმონი(რაოდენობა ლიმონის ზომაზეა დამოკიდებული), გაჭერით შუაზე და დაწურეთ წვენი პირდაპირ კვერცხებით სავსე ქილაში, სანამ ისინი ბოლომდე არ დაიფარება წვენით.
დაახურეთ ქილას ხელსახოცი და დადგით ბნელ ადგილას 15-20 დღით(სანამ მთელი ნაჭუჭი არ დაიშლება). შემდეგ მოურიეთ და ამოიღეთ ქილიდან კვერცხის თეთრი ფენები(კოვზით დაიჭირეთ).
დაუმატეთ ამ მასას 1 ბოთლი (0.5 ლ) კონიაკი, მოურიეთ და შეინახეთ მაცივარში.
მიირთვით 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 0.5 საათით ადრე.
უკუჩვენებები: ალერგია შემადგენელ კომპონენტებზე, კუჭის წყლული და გასტრიტი.