ჯანმრთელობა
ბალახების 3 ნაკრები, რომელიც ჰიპერტონიას ამარცხებს – აფთიაქი თქვენს ირგვლივ
ძალიან ბევრი მცენარეების ნაკრები და ხალხური საშუალება არსებობს, რომლებიც არტერიული წნევის შემცირებასა და ჰიპერტონიული დაავადების დროს ზოგადი პროგნოზის გააუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
მათ მომზადებას სახლის პირობებში მარტივად შეძლებთ. გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ და გავრცელებულ ბალახების ნაკრებს.
ბალახების ნაკრები № 1
- 4 ს/კ შავბალახას ბალახი
- 1 ს/კ კუნელის კენკრა
- 0,5 ს/კ პიტნის ფოთლები
- 1 ს/კ მარწყვის ფოთლები
- 1 ს/კ ბერულა
- 1 ს/კ კამის თესლი
- 2 ს/კ სელის თესლი
მიღებული ნარევი თერმოსში ან ბეწვიან ნაჭერში კარგად შეფუთულ მინის ქილაში მოათავსეთ და 1000 მლ მდუღარე წყალი დაასხით.
ნაყენი 6 საათით გააჩერეთ. 1 ჭიქა (200 მლ) ნაყენი ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ დალიეთ.
თერაპიის კურსი – დაახლოებით 2 თვე.
ბალახების ნაკრები № 2
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად თანაბარი პროპორციით აიღეთ გვირილა, გულყვითელა, შავბალახა, თავშავა, ორკბილა, შავი მოცხარის ფოთლები (შეგიძლიათ ნაყოფით ჩაანაცვლოთ) და კამის ნაყოფი.
მიღებული მშრალი ნარევი კარგად აურიეთ.
მომზადების სქემა: 2 ს/კ ნარევს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით და დაახლოებით 1 საათით დააყენეთ.
100-150 მლ ნარევი 1 ჩ/კ ნატურალურ თაფლთან ერთად მიიღეთ. დღეში მაქსიმუმ 500 მლ ხსნარი დალიეთ.
მკურნალობის კურსი – 30 დღემდე.
ბალახების ნაკრები № 3
- 4 ჩ/კ შავბალახას ბალახი
- 2 ჩ/კ ბერულა
- 1 ჩ/კ ბარამბოს ფოთლები
- 1 ჩ/კ კუნელის ნაყოფი
- 1 ჩ/კ შავი ცირცელის ნაყოფი
ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში 6-8 საათით დააყენეთ.
გახსოვდეთ, რომ სტატიას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ორგანიზმის განსაკუთრებულობა არ დაგავიწყდეთ. გამოყენების წინ მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.