ვიდეო
ბალახების ჩაი, რომელიც რკინას ზრდის და მეხსიერებას აძლიერებს
რკინის დაბალი დონე შეიძლება დაღლილობის და აპათიის სიმპტომების მიზეზი გახდეს.
თუ აღმოაჩინეთ, რომ ხშირად ენერგიის დაბალი დონე გაქვთ, ან ყოველდღიური საქმის შესასრულებლად მოტივაციის მოპოვებას მთელი ძალებით ცდილობთ, ან უფრო გაფანტული და გულმავიწყი გახდით, შესაძლოა რკინის დონის მომატება გჭირდებათ.
ძალიან ბევრი ადამიანი აბების მიმართ მგრძნობიარეა. ზოგიერთი ნატუროპათის თქმით, ვიტამინების დანამატები, რომელთაც სააფთიაქო დახლებზე ვხედავთ, ორგანიზმში არაპროგნოზირებად მოქმედებას ახდენენ.
ძლიერი ჩაი რკინის დონის მოსამატებლად
ბევრი ექიმი-ნატუროპათი ამ სასმელის მიღებას ურჩევენ თავიანთ კლიენტებს, რომელთაც რაღაც მიზეზის გამო დანამატის მიღება არ სურთ, ან როცა ძალიან მცირე დეფიციტი აღინიშნება.
ვერ ვიტყვით, რომ ყველაზე გემრიელი ჩაია, მაგრამ ბევრს ძალიან მოსწონს. საქმე იმაშია, რომ ეფექტურია.
ინგრედიენტები:
- 1 ლ ძალიან ცხელი წყალი
- 1-2 ს/კ ხმელი ჭინჭრის ფოთლები
- 1 ს/კ ხმელი ბაბუაწვერას ფესვი
- ნახევარი ლიმონის წვენი ან 1 დიდი ფორთოხლის წვენი
მომზადება:
წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, თერმოსში ხმელი ჭინჭრის ფოთლები და ხმელი ბაბუაწვერას ფესვი მოათავსეთ. წყალი დაასხით და 20-30 წუთით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. გააგრილეთ, თაფლი, ლიმონის ან ფორთოხლის წვენი დაუმატეთ, აურიეთ და დალიეთ.
თუ დაღლილობას გრძნობთ და რკინის დონის შესამოწმებლად ანალიზები გაიკეთეთ, მაშინ ამ გამოცდილი ჩაის დალევა ახლავე დაიწყეთ.