ჯანმრთელობა
ბალახების მცოდნე ელენა ზაიცევის ფასდაუდებელი რჩევები – საუკუნეების სიბრძნე
გთავაზობთ ბალახების მცოდნე ელენა ზაიცევის ფასდაუდებელ რჩევებს.
ასეთი სარეველა მარიამსხალა არსებობს, რომელიც ყველგან იზრდება. მას ისეთივე ქიმიური შემადგენლობა აქვს, როგორც ჩვენს სისხლს. ძალიან ღირებული მცენარეა, რომელიც ჰემოგლობინს ზრდის და სუსტი იმუნიტეტის დროს ორგანიზმს ეხმარება.
ხვართქლა, რომელიც ღობებს ეხვევა, სიმსივნეს კურნავს, სისხლს აჩერებს და ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს.
ჟუნჟრუკი, ასევე მავნე სარეველა გულის კუნთებს აძლიერებს. ბალახს სალათებს უმატებენ.
გოგრის თესლი პროსტატის დროს დაგეხმარებათ. ყოველ დღე 20 გოგრის მარცვალი უნდა შეჭამოთ. მის საფუძველზე პრეპარატი ტიკვეოლი არის შექმნილი. პროსტატის დროს თხილის ფოთლები კარგად დაგეხმარებათ.
ხმელი წითელი ცირცელი კარგ დამამშვიდებელ საშუალებას წარმოადგენს. ამავე თვისებას თავშავა ფლობს.
ჭინჭარი რკინით ძალიან მდიდარია. მას ანემიის დროს ჰემოგლობინის გასაზრდელად იყენებენ. კარგი სისხლის შემაჩერებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ომის დროს ჭინჭრის წვენით ჭრილობებს კურნავდნენ.
გულსოსანა ყვითელი ყვავილებით ერთი დღე ყვავილობს. ბრონქიტს, სურდოს, განსაკუთრებით ბავშვების ხველას კურნავს.
ოქროწკეპლა ღვიძლს კურნავს. როგორც წესი, ყველა ბალახი ყვითელი ყვავილებით ღვიძლს კურნავს.
გულყვითელა ასევე კურნავს ღვიძლს და სიმსივნეს. ჰომეოპათიაში მალამოების და ნაყენების მოსამზადებლად გამოიყენება.
ასფურცელა ღვიძლის, სიმსივნის, ასევე ჭიების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
მამულა სიმსივნეს, ქალურ დაავადებებს, ნერვებს და ეპილეფსიას კურნავს.
გლერძი კურნავს გულის დაავადებებს: ჰიპერტონია, არითმია, სტენოკარდია, გულის უკმარისობა. ადამიანს თითქმის ლოგინიდან აყენებს.
ფარსმანდუკი – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცენარე, რომელიც ღვიძლში, თირკმლებსა და ნაწლავებში ყველა ანთებით პროცესს აქრობს.
ბირკავა ღვიძლს კურნავს. მისი ნაყენის გემო და არომატი ყველა ცნობილ ჩაის აჭარბებს.
გონგოლა გამორჩეული მცენარე, რომელიც ფილტვის ყველა დაავადებას, მათ შორის ასთმას და ტუბერკულოზს, კურნავს.
თავშავა ძალიან მდიდარია სელენიუმით, სამყურა – ცხოველების საყვარელი საკვები დასუსტებული ბავშვების ჯანმრთელობის აღსადგენად, ასევე ოპერაციის შემდეგ სასარგებლოა.
ვარდკაჭაჭა მცენარე ლამაზი ცისფერი ყვავილებით, რომელიც გულის დაავადებებს კურნავს. მისი ფესვი ღვიძლის ციროზს კურნავს.
ელენას ოჯახში ომის დროს დაახლოებით 15-20 ყუთ ჭანგის ფესვს აგროვებდნენ და ახმობდნენ. მისი დახმარებით კურნავდნენ, ნაყენებს ამზადებდნენ, ხმელი და დაქუცმაცებული ფესვებიდან პურს აცხობდნენ. ფესვს შარდმდენი მოქმედება აქვს და შეშუპების, ცისტიტის, ნეფრიტის, შარდკენჭოვანი დაავადების, ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს (კენჭს 2 თვეში შლის) გამოიყენება. სახსრების დაავადების დროს ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით იყენებენ. ასევე ფილტვის და ღვიძლის დაავადებებს კურნავს. სურდოს დროს ოფლმდენი საშუალების სახით გამოიყენება.
ჭანგა მკვებავ ბალახთა რიგს მიეკუთვნება, ძალებს, მადას, მხედველობას ზრდის. არ არსებობს დაავადება, რომელსაც ჭანგა არ კურანვს. ჭანგის ფესვის ნაყენის რეცეპტი ასეთია: 100 გრ ხმელ ფესვებს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, დააყენეთ და 30 მლ დღეში 4-5-ჯერ მიიღეთ. ხმელი და დაქუცმაცებული ფესვები შეგიძლიათ ყავის სასმელის მოსამზადებლად გამოიყენოთ, ან პურის საცხობად ფქვილს დაუმატოთ.
ჭანგის, ოროვანდის და ბაბუაწვერას ფესვები აუცილებლად უნდა შეაგროვოთ. ისინი 100 დაავადებას კურნავენ. გაზაფხულზე მცენარის ფესვებს ყველაზე დიდი ძალა აქვს, ამიტომ სწორედ ამ დროს მოკრიფეთ და გაახმეთ. ბალახები ყვავილობის დროს, ივნისიდან აგვისტომდე, მოკრიფეთ.
ორგანიზმი აუცილებელი ვიტამინებით და მიკროელემენტებით რომ გაავსოთ, ელენა ზაიცევა გირჩევთ, ყოველდღე 3-4 ნიგოზი შეჭამოთ. ისინი ტვინის, ნერვების, ძვლების ჯანმრთელობისთვის ძალიან ღირებულია, ცილებით მდიდარია და ჰემოგლობინს ზრდის.
ყოველდღე შვრიის ნახარშის დალევა ძალიან სასარგებლოა. ამისთვის ნახევარი ჭიქა მარცვალი აიღეთ და 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ღამით მარცვლები გასივდება, დილით სუსტ ცეცხლზე აადუღეთ და მიღებული კისელი დღის განმავლობაში დალიეთ. ეს გასაოცარი საშუალებაა.
ყოველდღე ასკილის ნაყენი დალიეთ. 1 ს/კ ასკილი დააქუცმაცეთ, 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ და დღის განმავლობაში დალიეთ.
ასევე ყოველდღე 2 ს/კ თაფლი უნდა შეჭამოთ. ყველა ეს საშუალება ორგანიზმს აუცილებელ ვიტამინებს მიაწვდის და სინთეტიკურ, ძვირადღირებული ვიტამინების აფთიაქში შეძენა არ დაგჭირდებათ.