Connect with us

ჯანმრთელობა

ბალახების და თაფლის მალამო ჭრილობის და დამწვრობის სამკურნალოდ

დამწვრობა ან ჭრილობა შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალებებით განკურნოთ.

აი, როგორ უნდა მოამზადოთ მალამო ბალახებით და სუფთა თაფლით, რომლის გამოყენებას ჭრილობის და დამწვრობის სამკურნალოდ შეძლებთ.

შინაურული მალამო ჭრილობის და დამწვრობის სამკურნალოდ

ნედლ თაფლზე უკეთ კანის შეხორცებას სხვა არაფერი სტიმულირებს. განსაკუთრებით ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებების მქონე სამკურნალო ბალახებთან კომბინაციაში. სწორედ ამიტომ, ეს მალამო თითოეულ ადამიანს სახლის აფთიაქში უნდა ჰქონდეს.

ინგრედიენტების უპირატესობა

სახლის პირობებში საკუთარი სამკურნალო მალამოს მომზადება, ეს ინგრედიენტების გაკონტროლების შესაძლებლობაა.

  • ზეითუნის ზეთი: A, D, E და K ვიტამინებით მდიდარია. სწრაფად შესახორცებლად ზეითუნის ზეთის კანს კვებავს.
  • ლაშქარა: უჯრედების გამრავლებას ხელს უწყობს, ამიტომ ჭრილობების, დამწვრობის და წყლულების შემდეგ კანის აღდგენას ხელს უწყობს.
  • ტუხტის ფესვები: შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო ბალახი, რომელიც კანს არბილებს. თუთიის და A ვიტამინის შემცველობის წყალობით დამწვრობით მიღებული ჭრილობის შემდეგ კანის აღდგენას ხელს უწყობს.
  • აბზინდა: გაღიზიანებას და ტკივილს ამცირებს.
  • კაკლის ქერქი: ანთების საწინააღმდეგო და შემკვრელი თვისებები გააჩნია. გამოგადგებათ წყლულების, დამწვრობის, ნაკაწრების და ჭრილობების სამკურნალოდ.
  • სუფთა თაფლი: ამ მალამოს მთავარი ინგრედიენტი და ანტიბაქტერიული საშუალება. თაფლი ძალიან მკვებავია, ინფექციების და ნაწიბურების წარმოქმნის რისკს ამცირებს.

პირველ რიგში, მალამო კანის პირველი და მეორე სტადიის დამწვრობის დროს გამოგადგებათ. ასევე კანის გამონაყარს, მზის დამწვრობას და უმნიშვნელო დაზიანებას კურნავს. მას სიმშრალის, დახეთქილი ხელის, ფეხის და ტუჩის საწინააღმდეგოდ იყენებენ.

როგორ მოვამზადოთ მალამო

ინგრედიენტები:

  • ხმელი ლაშქარა, ტუხტის ფესვები, აბზინდა და კაკლის ქერქი მცირე მუჭით
  • 1 ¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 2 ს/კ ნედლი თაფლი
  • 1 ც/კ ფუტკრის ცვილი

მომზადება:

1. ხმელი ბალახები შეარჩიეთ. ასაწონად შეგიძლიათ სამზარეულოს სასწორი გამოიყენოთ. იდეალური იქნება, თუ ბალახების რაოდენობა ჯამში 50 გრამს არ გადააჭარბებს.

2. ზეთოვანი ნაყენი მოამზადეთ. ამის გაკეთება სამი მეთოდით შეგიძლიათ:

ცივი ნაყენი: ბალახები მინის ქილაში ჩაყარეთ და 1 ¼ ჭიქა ზეთი დაასხით. აურიეთ და 4-6 კვირა ბალახების ზეთოვანი ნარევი დააყენეთ.

ზეთის ცხელი ექსტრაქტი. მინის ქილაში ბალახებს 1 ჭიქა ზეთი დაასხით. მინის ქილა ქვაბში მოათავსეთ და რამდენიმე სმ წყალი დაუმატეთ. ზეთი და ბალახები 4-8 საათის განმავლობაში დააყენეთ.

შენიშვნა: ამ შემთხვევაში წყალი აორთქლების შემდეგ უნდა დაამატოთ.

ალტერნატივის სახით: ასევე შეგიძლიათ შემდეგი მეთოდით მოამზადოთ: ბალახები და ზეთი ორთქლის ქვაბში მოათავსეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. ნელ-ნელა 30-დან 60 წუთამდე გააცხელეთ, ხშირად შეამოწმეთ, რომ ზეთი არ გადადუღდეს.

3. ზეთი და ბალახების ნაყენი მარლაში გადაწურეთ. კარგად მოუჭირეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ზეთი მიიღოთ. აუცილებლად 1 ფინჯანი ბალახების ზეთი მაინც უნდა მიიღოთ.

4. ქვაბში სუსტ ცეცხლზე 1 ჩ/კ ან 2 ს/კ ფუტკრის ცვილი გაადნეთ. რეკომენდებულია მცირე რაოდენობის ცვილით დაიწყოთ და ნელ-ნელა აუცილებლობის შემთხვევაში დაუმატოთ.

შენიშვნა: ნარევის სწორი კონსისტენციის შესამოწმებლად რამდენიმე კოვზი ნარევი საყინულეში 1-2 წუთით შედგით. თუ ის რბილია უფრო მეტი ცვილი დაუმატეთ, თუ ძალიან მაგარია, უფრო მეტი ზეთი დაუმატეთ.

5. მალამოს გაგრილება აცადეთ. როგორც კი გამაგრდება ელექტრონული მიქსერით არევა დაიწყეთ, სანამ კრემიანი და ერთგვაროვანი არ გახდება.

6. მორევა გააგრძელეთ, სანამ 90-100 გრადუსამდე არ გაგრილდება. შემდეგ თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

7. კონტეინერში ჩაასხით და შეინახეთ. ამისთვის მინის ქილა გამოდგება. ინახება 1 წელი გრილ და ბნელ ადგილას.

როგორ გამოვიყენოთ:

უშუალოდ სუფთა დამწვრობაზე, წყლულზე ან ჭრილობაზე წაისვით, სახვევი გაიკეთეთ. მალამოს გამოყენებამდე ტესტი ჩაატარეთ, რომ გაიგოთ, მასზე ალერგიული რეაქცია ხომ არ გაქვთ.