Connect with us

სხვა

ბავშვების ბებოს გვერდით აღზრდა – საუკეთესო საჩუქარია რომელიც მათზე დადებითად იმოქმედებს

ბებია-ბაბუებისა და შვილიშვილების კავშირი არაჩვეულებრივი რამ არის და ამ კავშირის მიზეზი მხოლოდ ნათესაობა არ არის. აი 5 მიზეზი თუ რატომ არის ბავშვის ბებიასთან და ბაბუასთან ურთიერთობა – ნებისმიერი ბავშვისთვის საუკეთესო საჩუქარი.

1. ბავშვებს ყოველთვის ექნებათ დამატებითი მხარდაჭერა

კვლევებმა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაატარეს, აჩვენა, რომ ის ბავშვები რომლებიც ბებიებთან და ბაბუებთან ბევრ დროს ატარებენ – უკეთ უმკლავდებიან სტრესს და ცხოვრებისეულ ტრავმებს. ბაბეიას და ბაბუას ბავშვისთვის დაცულობის შეგრძნების მიცემა შეუძლიათ, რომლებიც ბავშვებს რთულ სიტუაციაში ეხმარებიან.

2. თაობათა მეხსირება და თვითიდენტიფიკაცია ბავშვებს სირთულეებთან უკეთ გამკლავებაში ეხმარებიან

სხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ ოჯახის ისტორიის შეცნობა და სხვადასხვა თაობასთან ურთიერთობა ბავშვებს სტრესის მიმართ უფრო გამძლეებს ხდის და ისინი უკეთ აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას.

ფსიქოლოგები, რომლებიც 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ სტესის მიმართ ბავშვების გამძლეობას სწავლობენ აღმოაჩინეს, რომ ის ბავშვები რომლებმაც თავისი ოჯახის ისსტორია იცოდნენ, უკეთ უმკლავდებოდნენ სტრესს. ეს ბავშვს იმის გააზრებაში ეხმარება, რომ ის რაღაც დიდის ნაწილია და მისმა წინაპრებმაც გადაიტანეს მსგავსი რთული პერიოდები.

3. ბებიებთან და ბაბუებთან ახლო კავშირი ბავშვებს ასაკთან მშვიდი დამოკიდებულების შენარჩუნებაში ეხმარება

ჩვენ ოდესმე დავბერდებით და რა თქმა უნდა ეს დიდად არ გვახარებს! რა თქმა უნდა ამ   განწყობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ბავშვებსა და ბებია-ბაბუას შორის პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაა.

კვლევამ რომელშიც 1151 ბელგიელი ბავშვი (7-16 წლის) მონაწილეობდა აჩვენა, რომ ბებიასთან და ბაბუასთან ურთიერთობის მქონე ბავშვები უფრო დადებითად იყვნენ განწყობილნი მოხუცების მიმართ, ვიდრე ის ბავშვები რომლებსაც საერთოდ არ ქონდათ მათთან ურთიერთობა.

4. უფროს თაობასთან ურთიერთობა დეპრესიისგან გვიცავს

2014 წელს, ბოსტონის კოლეჯში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს, რომ იმ ბავშვებს რომლებსაც თავისი ოჯახის უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ხშირი ურთიერთობა ქონდათ – უფრო ნაკლებად იყვნენ მიდრეკილნი დეპრესიისადმი. შვილიშვილები მოხუცებს გაჯეტებისა და თანამედროვე მოწყობილობების გამოყენებას ასწავლიდნენ, ბებია-ბაბუა კი მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებდნენ.

5. ბავშვები ბებოსა და ბაბუას დიდხანს სიცოცხლეში ეხმარებიან

მეცნიერებამ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ბებიასა და ბაბუასთან ყოფნა არამარტო შვილიშვილისთვის, არამედ ბავშვისთვისაც სასარგებლოა. ბავშვები უფრო გამძლეები ხდებიან, მოხუცები კი – უფრო ჯანმრთელები.

კვლევამ აჩვენა, რომ პატარების მოვლა მოხუცის სიცოცხლეს საშუალოდ 5 წლით ახანგრძლივებს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.