ჯანმრთელობა
ბაბუა შავი წიწაკის ნარევს ყოველდღე ღებულობს. როცა მიზეზი ვკითხე, მის სამკურნალო თვისებებზე ორსაათიანი ლექცია დაიწყო
კერძებისა და დესერტების ყველაზე პოპულარული სანელებლები მარილი და წიწაკაა. მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოში მარილი და წიწაკა ერთმანეთის გვერდით იმყოფება, ისინი თვისებებით განსხვავდებიან. წიწაკას არა მხოლოდ კერძისთვის ცხარე გემოს მინიჭება, არამედ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც შეუძლია, მთავარი – მისი სწორად გამოყენებაა.
მაშინ, როცა ექიმები მარილის ჭარბი მოხმარებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ, წიწაკა რეკომენდებულია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: მეტეორიზმი, სურდო, პაროდონტოზი და კუჭის მოუნელებლობა.
შავი წიწაკის სარგებელი
შავი წიწაკა C ვიტამინის შემადგენლობით ფორთოხალს წინ უსწრებს. მასში ასევე შედის პიპერინი, რომელიც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ანთებას ებრძვის და სხვა პროდუქტებიდან სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას ხელს უწყობს.
პიპერინის დახმარებით, კანის დაავადებებს მკურნალობენ. მისი წყალობით გამოიყოფა ჰორმონები: სეროტონინი და ენდორფინი, რომელთაც „ბედნიერების ჰორმონებს“ უწოდებენ.
შავი წიწაკიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, ის უშუალოდ საკვების მიღების წინ უნდა დაფქვათ. შავი წიწაკის ზეთი, რომელშიც ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა სასარგებლო თვისებაა, სწრაფად ორთქლდება.
შავი წიწაკის გამოყენება
შავი წიწაკა სამზარეულოში ფართოდ გამოიყენება: ვერც ერთი ხორციანი პიკანტური კერძი წიწაკის სიცხარეს გვერდს ვერ აუვლის.
ხალხურ მედიცინაში სილამაზის და ჯანმრთელობის სახლის რეცეპტები შავ წიწაკას ხშირად შეიცავს. თქვენთვის სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რამდენიმე ეფექტური რეცეპტი ვიპოვეთ.
გაციების დროს
ხველის სწრაფად მოსაშორებლად, ნახევარი ჩაის კოვზი შავი წიწაკა გააცხელეთ და თბილ რძეს დაუმატეთ. ასეთი სასმელი ყელს ათბობს და ამოსახველებელ ეფექტს ქმნის.
თმის გასაზარდელად
1 ს/კ შავი წიწაკა, 1 ს/კ ზღვის მარილი და ხახვის წვენი ერთმანეთს აურიეთ. ეს სურნელოვანი ფაფა თმის ძირებზე თავის დაბანამდე ნახევარი საათით ადრე წაისვით. ეფექტი 1-2 თვიანი რეგულარული გამოყენების შემდეგ შესამჩნევი იქნება.
ჭარბი წონის მოსაშორებლად
ეს სანელებელი კუჭის წვენის და ლორწოს წარმოებას სტიმულირებს. წიწაკით მორთული საკვები კარგ ნივთიერებათა ცვლას და მოხდენილ ფიგურას უზრუნველჰყოფს. მისი გადაჭარბებით მოხმარება არ შეიძლება. დარწმუნდით, რომ ამ პროდუქტზე ალერგია არ გაქვთ. წიწაკის გამოყენება გასტრიტის, ანემიის, ალერგიის, შარდსასქესო გზების ანთების დროს არ შეიძლება.
ცისტიტის დროს
დღეში ერთხელ თბილი რძე 1 ჩ/კ დაფქულ წიწაკასთან და 1 ჩ/კ შაქართან ერთად მიირთვით. ასეთი სამკურნალო საშუალება რეკომენდებულია, მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში მიიღოთ. რძე წიწაკასთან და შაქართან ერთად არა მხოლოდ შარდსასქესო სისტემის ანთებას განკურნებას უწყობს ხელს, არამედ საიმედოდ იცავს მამაკაცებს იმპოტენციისგან.
ცელულიტის საწინააღმდეგოდ
წიწაკა ნაოჭებთან და ცელულიტთან ბრძოლაში საუკეთესო დამხმარეა. შეგიძლაით სხეულის ყავის სკრაბი გააკეთოთ: 2 ს/კ ყავის ნალექს 2 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა და ამდენივე დარიჩინი დაუმატეთ. სკრაბი კანზე წაისვით და პრობლემური ადგილი 5 წუთით დაიმასაჟეთ. გამოყენების წინ შემავალ კომპონენტებზე მგრძნობელობის ტესტი გაიკეთეთ.
ადამიანის ორგანიზმისთვის შავი წიწაკის სარგებელი შეუფასებელია, თუმცა ის გონივრულად უნდა გამოიყენოთ. თუ სტატია თქვენთვის ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.