თავის მოვლა
ახლობელმა მკურნალმა მირჩია ნივრიანი კომპრესის გაკეთება: მეჭეჭი ასე სწრაფად არასდროს გამქრალა
ნიორი ძველი დროიდანაა ცნობილი, როგორც სამკურნალო საშუალება. მასში 400-მდე აქტიური კომპონენტია, რომლებიც გვეხმარება სხვადასხვა დაავადებასა და სიმპტომთან გამკლავებაში. ეს ვიტამინების, მინერალების, საკვები ბოჭკოების, ამინომჟავების, ეთერზეთებისა და მცენარეული ცხიმების მდიდარი წყაროა.
სახალხო მკურნალები ნივრის გამოყენებას გვირჩევენ არამხოლოდ გაციებისა და ინფექციის წინააღმდეგ, არამედ მეჭეჭებთან და სოკოსთან საბრძოლველადაც. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ მოიშოროთ ასეთი პაპილომები კანიდან.
მეჭეჭების საწინააღმდეგო საშუალება
ადამიანის პაპილომის ვირუსი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და მისგან არავინაა დაცული. კანის იმ დაავადებებს შორის, რომელთაც ეს ვირუსი იწვევს, ყველაზე ფართოდ სამი სახეობაა გავრცელებული: მარტივი, ძიროვანი და ბრტყელი მეჭეჭები. ხშირად, მათ კოსმეტიკურ ზადად მიიჩნევენ, განსაკუთრებით, ქალებში. თუმცა, იმისათვის, რომ მეჭეჭი ერთსა და იმავე ადგილას მუდმივად არ ჩნდებოდეს, საჭიროა მკურნალობა და არა უბრალოდ მოშორება მოკლე დროით.
მაშ ასე, საშინაო პირობებში მეჭეჭების მოსაშორებლად დაგჭირდებათ ნიორი და სანტავიკი. დახეხეთ ან დაჭყლიტეთ 1 კბილი ნიორი, მოათავსეთ იგი სანტავიკზე და დაიმაგრეთ მეჭეჭზე. შეცვალეთ კომპრესი, როგორც კი იგრძნობთ, რომ იგი გამოშრა.
რეგულარულად შეცვალეთ კომპრესი 2 კვირის მანძილზე, ან მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. სანტავიკი გასაოცრად იმოქმედებს დაზიანებულ მონაკვეთზე და მეჭეჭის კვალსაც კი წაშლის. ამ საშუალების ერთადერთი უარყოფითი თვისებაა სუნი, თუმცა ამის ატანა შედეგად ნამდვილად ღირს.
გაითვალისწინეთ, რომ ეს საშუალება დაგეხმარებათ მხოლოდ იმ მეჭეჭების მოცილებაში, რომლებიც კანის საფარველზეა. თუ ისინი ლორწოვან ზედაპირზე ან გენიტალიებზე გაგიჩნდათ, ნივრის კომპრესი არ გამოიყენოთ და მიმართეთ ექიმს.