Connect with us

საკითხავი

ახლა ჩემ ქალიშვილს თმის მოკლედ შეჭრას არ ვაიძულებ. აბაზანის სიფონს თმისგან რამდენიმე წუთში ვწმენდ

სააბაზანოს ოთახი სახლის ის ნაწილია, რომელიც გვსურს, რომ მაქსიმალურად სუფთა იყოს, რადგან ყოველ დღეს სწორედ სააბაზანოს ოთახში შესვლით ვიწყებთ. სისუფთავის შენარჩუნება მარტივი საქმე არაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლში დიდი ოჯახი ცხოვრობს. თუ აქ გრძელთმიანი გოგოები ან ბიჭები შემოდიან, აბაზანის წმენდას ახალი პრობლემა ემატება: კანალიზაციის მილი თმით იჭედება.

დღეს გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ სააბაზანოს სიფონი დამოუკიდებლად და მინიმალურ დროში. ისინი, ვინც ადრე იძულებული იყო ასეთი პროცედურის გამო სანტექნიკოსი გამოეძახებინა, ახლა დიდი ეკონომიის გაწევას და პრობლემის მარტივად მოგვარებას შეძლებს.

აბაზანის წმენდა

როგორც აღმოჩნდა, ერთ დღეში ადამიანი დაახლოებით ას ღერ თმას კარგავს. თუ ზოგიერთი მოკლეთმიანი ადამიანი კანალიზაციისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, გრძელთმიანები კანალიზაციის მილს საკმაოდ სწრაფად ავსებენ და იძულებული ვართ, რომ ყოველ თვე სიფონი გავწმინდოთ.

სიფონის გაწმენდა ნაკლებად სასიამოვნო პროცედურაა, როცა თქვენ ნახევრად მოხრილ მდგომარეობაში მასში მოხვედრილი ჭუჭყის ამოღებას ცდილობთ და ჭუჭყიანი წყალი სხეულზე გეშხეფებათ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო ქიმია გამოიყენოთ, თუმცა მათ შეიძლება სიფონის პლასტმასის დეტალი დააზიანონ.

ამ შემთხვევაში მხოლოდ მექანიკური გაწმენდა რჩება. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დგუში გამოიყენოთ. ამისთვის აბაზანას წყლით ავსებენ და ხვრელს ხურავენ. შემდეგ საცობს ხდიან და მის ადგილას დგუშს დებენ, რომლითაც რამდენიმე ძლიერ ვერტიკალურ მოძრაობას ასრულებენ. სიბინძურე ზემოთ ამოვა და მათი მოშორება რთული აღარ იქნება.

თუ ძალიან ბევრი თმაა გაჩხერილი, დგუშით პრობლემას ვერ გაუმკლავდებით. სწორედ ამიტომ, გასაწმენად უფრო მარტივი სპეციალური ხელიანი გვარლი შეგიძლიათ გამოიყენოთ. გვარლი მილში მარტივად გაეტევა, მისი ხელი კი მოძრაობს.

თმა სიფონში ჩადებულ გვარლზე ეხვევა და მასთან ერთად გარეთ გამოდის. უსიამოვნო სანახავია, მაგრამ ეფექტური მეთოდია, რადგან დარჩენილი ნაწილი კანალიზაციის წყალში ადვილად ირეცხება.

გვარლის გამოყენებამ შეიძლება მილი დააზიანოს, თუ ის ქრომის, თითბერის ან პლასტმასის ზედაპირსგან შედგება.

მოწყობილობას კანალიზაციის სიფონში დებენ, შემდეგ ხელის ღილაკს აჭერენ. ამ შემთხვევებაში „ხელი“ იკვრება. თუ ნაგავის დაჭერა მოხდა, გვარლის ამოღების დროს სიმძიმეს იგრძნობთ. მისი ამოღება გააგრძელეთ და მოიშორებთ ჭუჭყს, რომელიც წყალს გასვლის საშუალებას არ აძლევდა. სააბაზანოს საკუთარი ხელით წმენდა დასრულებულია.

რა თქმა უნდა, ასეთი მოწყობილობა შეგიძლიათ არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ ჩვენს ბაზრობაზეც შეიძინოთ. თეთრები ღირს. ამასთან ნამდვილი ოსტატისთვის მსგავსი მოწყობილობის გაკეთება სირთულეს არ წარმაოდგენს. მაგალითად, კოქტეილის საწრუპებისგან: უბრალოდ დანით სპირალურად დაჭერით და გრძელ ზამბარას მიიღებთ, რომლის დახმარებით სიფონის თმისგან გაწმენდას შეძლებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.