Connect with us

სხვა

ახლახანს გავიგე, რატომ აქვს ჭურჭლის სარეცხ ღრუბლებს სხვადასხვა ფერი

მივეჩვიეთ, რომ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები ნაკრებში იყიდება. ადრე ვფიქრობდი, რომ მარკეტოლოგები ფერად ღრუბლებს ყურადღების მისაქცევად ყიდდნენ. ახლახანს გავიგე, რომ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის ფერი რაღაცას ნიშნავს!

საუბარია არა ფერად პოროლონზე, არამედ სკოჩ–ბრაიტონზე, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის უხეშ მხარეზე. როგორც წესი, ამ მხარეს რთული ჭუჭყის მოსაშორებლად ვიყენებთ. აღმოჩნდა, რომ მის ფერს მნიშვნელობა აქვს. მაღაზიაში შეგიძლიათ იპოვოთ ღრუბელი მწვანე, ყავისფერი ან ყვითელი სკოჩ–ბრაიტონით. რას ნიშნავს ეს?

რას ნიშნავს ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის ფერი?

მწვანე

ასეთი ღრუბლით მიმწვარ ან მიმხმარ საკვებს, გამაგრებულ ცხიმს მარტივად მოაშორებთ. მისი გამოყენებისას ფრთხილად იყავით: მინანქრის ჭურჭელი არ დააზიანოთ.

ყავისფერი ან წითელი

ეს ნაკლებად უხეში ჭურჭლის სარეცხი ღრუბელია. მასში აბრაზიული მასალა შედის, რომელიც მსუბუქ ჭუჭყს მარტივად და სწრაფად აშორებს.

ყვითელი

მეტნაკლებად ნაზი და დელიკატური სკოჩ–ბრაიტონი. ასეთი ღრუბლით უნდა გარეცხოთ ფაიფური, ბროლი და მინა. თუ ჭურჭელი ძლიერ დაბინძურებული არაა, გირჩევთ, რომ ღრუბლის მეორე მხარე გამოიყენოთ.

შეარჩიეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი იმის მიხედვით, თუ როგორი მოცულობის და სიბინძურის ჭურჭლის გარეცხვა გიწევთ ჩვეულებრივ. თუ ჭურჭელს მაშინვე არ რეცხავთ და მიმხმარი საჭმლის ნარჩენების მოშორება ხშირად გიწევთ, მაშინ მწვანე ღრუბელი აირჩიეთ. თუ ნაზ ჭურჭელს რეცხავთ, ყვითელი სკოჩ–ბრაიტონის მქონე ღრუბელი შეიძინეთ. ადრე აქცევდით ყურადღებას ღრუბლის ფერს?

Advertisement