Connect with us

ჰოროსკოპი

ახალმთვარეობა მერწყულში და ჩინური ახალი წელი. რა შეიცვლება 22 იანვრიდან

ახალი მთვარე მერწყულის ნიშანში ჩინური ახალი წლის დადგომას გატყობინებთ. 21 იანვარი წლის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული წერტილია, რომელიც ცვლილებებს მოგიტანთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა შეიცვლება ჩინური ახალი წლის დადგომასთან ერთად.

ჩინური ახალი წლის დასაწყისი

2023 წლის 23 იანვარს ახალი მთვარე მერწყულის ნიშანში გადავა. ამავდროულად, ჩინური კალენდრით წყლის შავი კურდღლის მმართველობა იწყება.

ახალი წლის, ახალი ციკლის მომენტი ძლიერი ენერგეტიკული წერტილია. ამას ემატება ახალი მთვარე მერწყულის ნიშანში. მათი ტანდემი ცვლილებებს, ახალ ოცნებებს და გეგმებს გვპირდება. ამავდროულად, ახალი მთვარე მარსთან და იუპიტერთან, გამართლების და წარმატების პლანეტასთან, ჰარმონიულ ფიგურას ქმნის.

დროა, გეგმები თამამად შეადგინოთ და იოცნებოთ. ნუ შეგეშინდებათ, ბოლომდე გაერთეთ. გახსოვდეთ, რომ ჩანაფიქრის შესასრულებლად კრეატიულად მოქმედება მოგიწევთ.

ამ პერიოდში გეგმის შესასრულებლად თქვენი დევიზი უნდა იყოს: „ის, რომ მიიღოთ, რაც არ გაქვთ, უნდა გააკეთოთ ის, რაც ჯერ არ გაგიკეთებიათ“. ახალი მწვერვალის დასაპყრობად კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოგიწევთ. ამისთვის მომზადებული იყავით.

იდეალურია, თუ თქვენი სურვილი და გეგმა იუპიტერის თემებთან დაკავშირებული იქნება. ესაა კარიერა, ფული, საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, სულიერი განვითარება, განათლების მიღება.

მომზადებული უნდა იყოთ, რომ ახალი საქმე თამამად დაიწყოთ. ახალი მთვარის დადგომამდე თქვენი გონების და სახლის მოწესრიგება სასურველია. არ დაგენანოთ იმის გადაყრა, რასაც ნახევარ წელზე მეტია არ იყენებთ. ძველი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქილები და მსგავსი რამ სახლიდან მოიშორეთ. ასე ახალი ენერგიისთვის ადგილს გაათავისუფლებთ.

სახლის ენერგეტიკულად გაწმენდაც სცადეთ. ამ მიზნით ბინაში ყველა იატაკი მარილით მოწმინდეთ. კეთილდღეობის მოსაზიდად ყველა ხურდა და ქაღალდის ფული ერთად ადგილას შეაგროვეთ.

რა არის აკრძალული

კამათი, ჩხუბი, გაბრაზება არ შეიძლება. ფულის გასესხება ან ვალის აღება არ ღირს. ეზოთერიკოსები გირჩევთ, რომ 22-24 იანვარს არაფერი დაალაგოთ და დარეცხოთ. 22 იანვარს დაბანაც არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი წელი თავს ცუდად იგრძნობთ.

ახალ წელს სუფთა აზრებით შეხვდით და წინა წლის მიმართ მადლიერება გამოხატეთ. სურვილის ასახდენად ერთ მეთოდს გიზიარებთ. ახალმთვარეობის მომენტში სუფთა ქაღალდზე თქვენი სურვილი დაწერეთ.

ამ სურვილის ასახდენად 5 სამოქმედო ნაბიჯი შეადგინეთ. ასე პატარ–პატარა ნაბიჯებით მიზანს მიუახლოვდებით. ამის შემდეგ ქაღალდი დაკეცეთ და კარადის შორეულ კუთხეში შეინახეთ.

ჩინური ახალი წლის დადგომა ნიშანია, რომ სურვილების და ოცნებების ახდენის დრო დადგა. ახალი პროექტის დაწყებით და სურვილების რუკის შედგენით ახალი ენერგიით დაიმუხტებით. ამ დღეს თქვენი ფიქრები და ქცევები გამრავლდება. ეს პერიოდი სასარგებლოდ გამოიყენეთ.

Advertisement