Connect with us

ჯანმრთელობა

ახალი სიტყვა დიეტოლოგიაში! 7 დღიანი დიეტა, რომელიც თითოეულ დღეს მინიმუმ 1 ზედმეტ კილოგრამს მოგაშორებთ

ზაფხული ახლოვდება და ჩვენ სხეულის ფორმაზე ნერვიულობას ვიწყებთ. სამწუხაროდ, დიეტების უმრავლესობა მხოლოდ კალორიების შემცირებაზე არის მიმართული, მაგრამ ორგანიზმისთვის სარგებელი არ მოაქვს.

დღეს ნამდვილად ეფექტურ და ამავდროულად სასარგებლო „წებოვან“ დიეტას გთავაზობთ. ამ დიეტის დახმარებით ზედმეტ კილოგრამებს მოიშორებთ და ორგანიზმს გაიწმენდთ. მხოლოდ 7 დღეში სასურველ შედეგს მიაღწევთ!

დიეტა მუცლის არეში დასაკლებად

მუცლის შებერილობის და ფეხების ძლიერი შეშუპების მიზეზი ხშირად ლიმფური სისტემის ცუდი მოქმედება, ორგანიზმში დაგროვებული წიდები და ჭარბი სითხე არის. ეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, რომელსაც კვების განსაკუთრებული რეჟიმი სჭირდება. „წებოვანი“ დიეტის დახმარებით მსგავს პრობლემებს საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მოიშორებთ.

კვების სისტემა აიურვერდულ პრინციპზეა დაფუძნებული და შესაძლებლობას გვაძლევს ჭარბი წონა და დაგროვებული წიდები და ტოქსინები მოვიშოროთ. გამოხმაურებების მიხედვით, საშუალოდ დღეში 1 კგ-მდე წონის დაკლებას შეძლებთ.

მენიუ 7 დღეზე არის გათვლილი და ასეთი რეჯიმის დაცვა ნახევარ წელში მხოლოდ 1-2-ჯერ შეიძლება. დაკლების პერიოდში რაციონიდან ფქვილიანი პროდუქტები, მაღაზიაში შეძენილი მზა კერძები და ტკბილეული უნდა გამორიცხოთ, ასევე მავნე ჩვევებზე და დილით ყავის დალევაზე უარი უნდა თქვათ.

ყოველი დღე 1 ჭიქა თბილი, ანადუღარი წყლითა და ლიმონის ან ლაიმის ნაჭრით უნდა დაიწყოს. ეს ცნობილი მეთოდი კუჭს საჭმლის გადასამუშავებლად ამზადებს და მთელ საჭმლის მომნელებელ სისტემას ააქტიურებს.

დიეტის მენიუ ერთ კვირაზე

პირველი ორი დღის კვების სქემა ასე უნდა გამოიყურებოდეს:

საუზმე: 3 ს/კ წყალზე მოხარშული შვრიის ქატოს ფაფა დარიჩინით და ვაშლით

წახემსება: 200 მლ უცხიმო კეფირი

სადილი: 250 მლ ქათმის ბულიონი კარტოფილთან და სტაფილოსთან ერთად

სამხარი: 1 ბანანი

ვახშამი: 200 მლ უცხიმო კეფირი და 2 ს/კ შვრიის ფანტელები (შეგიძლიათ დილით თბილ წყალში დაალბოთ, რომ საღამოს გაფუვდეს)

დანარჩენი ხუთი დღე ასევე ფიქსირებული და ერთნაირი უნდა იყოს.

საუზმე: 2 ს/კ ქატო და 200 მლ უცხიმო კეფირი

წახემსება: 1 გრეიფრუტი

სადილი: 250 მლ ქათმის ბულიონი ბოსტნეულთან ერთად

სამხარი: 200 გრ კომბოსტოს და სტაფილოს სალათი, ბანანი ან ბროწეული

ვახშამი: 250 გრ წყალზე მოხარშული ბრინჯი

მსგავსი კვების სისტემა მუცლიდან ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ და ლორწოვან გარსს გაწმენდს. „წებოვანი“ დიეტა ქსოვილებს აძლიერებს და სხეულს უფრო ძლიერს ხდის. სასიამოვნო ბონუსი იქნება ფეხებიდან შეშუპების და ჭარბი ოფლიანობის მოშორება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.