Connect with us

ჰოროსკოპი

ახალი მთვარე, ასტროლოგიურად განსაკუთრებული პერიოდი. რა გავაკეთოთ ამ დღეს

ახალი მთვარე ხალხში რაღაც ახლის, მორიგი ენერგეტიკული ციკლის დაწყებასთან ასოცირდება. მეცნიერულად, ახალმთვარეობა ხდება, როცა მზე და მთვარე დედამიწის ერთ მხარეს არიან. ასე მთვარის გამოსახულება, რომელსაც დედამიწიდან ვაკვირდებით, მზის სინათლით განათებული თითქმის არაა.

ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ 2023 წლის თებერვალში ახალმთვარეობას განსაკუთრებულად უნდა შევხვდეთ. ეს ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას ეხება. Аlltime.ge–ს რედაქციამ გაიგო, რომ ზამთრის ბოლოს მერკურსა და ურანს შორის სერიოზული შეტაკება მოხდება, რაც ზოდიაქოს ყველა ნიშანზე უარყოფითად იმოქმედებს. გიამბობთ, რა შუაშია აქ მთვარე და როგორ ავირიდოთ უსიამოვნებები.

როდის არის ახალი მთვარე 2023 წლის თებერვალში

წელს თებერვალი ორაზროვანი მოვლენებით და მძიმე დღეებით სავსეა. ერთ–ერთი ასეთია ახალმთვარეობა, რომელიც 19-დან 20 თებერვლამდე იქნება. ამ დღეებში სამართლიანი მერკურის მებრძოლ ურანთან ბრძოლა მოსალოდნელია. ეს ყველაფერი ჯიუტი კუროს ნიშანში მოხდება.

თავისთავად, ყოველი ახალმთვარეობა კრიტიკული დღეა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ან დოკუმენტებზე ხელის მოწერას არ გირჩევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ცუდ გამოძახილს ელოდეთ.

18-დან 19 თებერვლამდე მთვარე ჯერ კიდევ მერწყულის ნიშანში იქნება. ეს ტანდემი ბევრ შედეგს გამოიწვევს. არ გაგიკვირდეთ, თუ ძალების დაკარგვას და შფოთვას იგრძნობთ. მომდევნო დღეებში მზე თევზების ნიშანში გადავა და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

გახსოვდეთ, რომ ამ დღეებში საზოგადოების მთელი ენერგეტიკული ვექტორი უფრო მშვიდობიანი გახდება. 20 თებერვალს დილის 07:07 საათზე ახალი მთვარე თევზების 2 გრადუსში იქნება. მისტიური პერიოდია წყლის ნიშნების წარმომადგენლებისთვის.

რა უნდა გააკეთოთ 2023 წლის თებერვალს ახალ მთვარეზე

ძალიან მგრძნობიარე ადამიანები ახალი მთვარის გავლენას 17 თებერვლიდან იგრძნობენ. მოსალოდნელია გარკვეული გაღიზიანება, ძილიანობა და დაბალი პროდუქტიულობა. ამ და მომდევნო დღეებში გაგიჭირდებათ კონცენტრირება, ნამდვილი მდგომარეობის გაგება და შეფასება, გონებას მთვარე დაბინდავს. 20 თებერვალს დილით არა მხოლოდ დიდი ოცნებების, არამედ მიზნისკენ თამამად სვლის დრო დგება.

გახსოვდეთ, ახლა ყველა ვართ სერიოზული ენერგეტიკული გადასვლის პროცესში, რომელიც დანაკარგებით და ცვლილებებით სავსეა. თებერვლის ახალი მთვარე ყველას შემოქმედებას შთააგონებს და ახალ იდეებს და აზრებს მიაწვდის. მთვარია, შინაგან ხმას მოუსმინოთ, ძველი და ახალი ოცნებები არ გააუფასუროთ. გირჩევთ, ბლოკნოტში ჩაიწეროთ. სხვა შემთხვევაში სწრაფად დაგავიწყდებათ. სასურველია, ეს ანთებული სანთლის ფონზე მშვიდ და წყნარ ადგილას გააკეთოთ.

იპოვეთ სითამამე ჩარჩოდან გამოსასვლელად და მოემზადეთ არასტანდარტულად აზროვნებისთვის. ეს უახლოესი წლების მიზნების დასახვას ეხება. 20 თებერვალი და მომდევნო რამდენიმე დღე იდეალური დროა თქვენი პოტენციალის გამოსავლენად და ინდივიდუალობის საძიებლად.

Advertisement