Connect with us

ყვავილები

აშკარა ნიშანი, რომ მცენარეს გადარგვა სჭირდება

როცა გადავწყვიტე, რომ ჩემი ბინა ყვავილებმა უნდა დაამშვენოს, ამ საქმეს ენთუზიაზმით შევუდექი. მცენარეები, მიწა, ქოთნები და სასუქი შევიძინე და დარგვას შევუდექი. დიდი ქოთნები შევიძინე, რადგან არ ვიცოდი, როდის სჭირდება ოთახის მცენარეს გადარგვა. რა თქმა უნდა, გაგებული მქონდა, თუ როგორ იღუპებიან ყვავილი სივიწროვის გამო. დიდ ქოთანში კი მეტი ადგილი ექნებათ!

ეს ჩემი შეცდომა იყო: ყვავილებზე შავი ბუზები გაჩნდა, ქოთანში კი – ობი. აღმოჩნდა, რომ პატარა ფესვების მქონე მცენარეებს დიდი ქოთნები არ უხდებათ. საქმე იმაშია, რომ მორწყვის დროს წყალი ქვემოთ ჩადის, ფესვები კი მასთან წვდომას ვერ ახერხებენ. სწორედ ამიტომ, სითხეს ზედაპირიდან იღებენ და ნიადაგს სწრაფად ახმობენ. აი, ქოთნის ძირში წყალი გროვდება, სოკო და მავნე ბაქტერიები ჩნდება.

ყვავილების პატარა ქოთნებში გადარგვა მომიწია, მაგრამ იმწამსვე გამიჩნდა კითხვა: როდის ღირს ოთახის მცენარეების გადარგვა? ამის გასაგებად მეზობელთან მივედი, რომლის სახლის ჰერბარიუმი მესამე სართულიდანაც ჩანს. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივადაა. არსებობს ორი უშეცდომო ნიშანი, რომ მცენარეს გადარგვა სჭირდება.

როდის გადავრგოთ ოთახის მცენარე

მცენარის ნელი განვითარება

თუ შეამჩნიეთ, რომ საყვარელი ყვავილი ძალიან ნელა იზრდება, საქმე, სავარაუდოდ, ქოთანშია. ჯერ ფესვების სისტემა იზრდება, შემდეგ კი ყლორტები, ფოთლები და ყვავილები ჩნდება. აუჩქარებელი განვითარება იმის ნიშანია, რომ საყვარელ მცენარეს უფრო დიდი ქოთანი უნდა შეურჩიოთ, რადგან ფესვები უკვე ვეღარ ეტევა.

ნიადაგის სწრაფად გაშრობა

შეამჩნიეთ, რომ მცენარეები, რომელთაც ადრე 3-4 დღეში ერთხელ რწყავდით, ახლა ერთი დღეც მორწყვის გარეშე ვერ ძლებს? უფრო დიდი ქოთანი მოამზადეთ! გამოდის, ფესვების სისტემა იმდენად განვითარდა, რომ ჩვეული მორწყვა არ ყოფნის.

ოღონდ ძალიან პატარა ქოთნის ძალიან დიდი ქოთნით ჩანაცვლება არ ღირს. მორიგი ჭურჭელი დიამეტრში მხოლოდ რამდენიმე სმ–თი მეტი უნდა იყოს. ფესვებს საკმარისი ადგილი ექნებათ და ქოთნის ძირიდან წყალს მშვიდად მიიღებს.

ნახავთ, როგორ გადაგიხდით მცენარე მადლობას ახალი სახლისთვის: აქტიური ზრდა, ახალი ყლორტები, ჯანსაღი იერი, ფოთლები და კვირტები. ასეთი „გადასახლების“ შემდეგ ყვავილი სივრცეს იგრძნობს და მიხვდება, რომ ჯერ კიდევ გაზრდის საშუალება აქვს.