თავის მოვლა
აღმოსავლელი ქალების სილამაზის უძველესი საიდუმლო მეთოდები
აღმოსავლელი ქალების სილამაზის შესახებ არა ერთი ლეგენდა არსებობს. თურქული სულთნების შესახებ დაწერილ წიგნებში დღემდე შეგიძლიათ იპოვოთ მათი ცოლების და საყვარლების უჭკნობი ახალგაზრდობის საიდუმლო მეთოდების შესახებ, რომლებიც გამოცდილ კოსმეტოლოგებსაც კი გააოცებდა. ყურადღება მიაქციეთ: საპონს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებდნენ!
დიდი კონკურენციის გამო (ჰარამხანაში 400-დან 3000-მდე ქალი ცხოვრობდა) თითოეული ქალი ცდილობდა, რომ თავისი გარეგნობა შეენარჩუნებინა და გაეუმჯობესებინა. ამის გასაკეთებლად ბევრი მეთოდი არსებობდა. დღეს ყველაზე პოპულარულ რეცეპტებს გიზიარებთ.
კანის დატენიანება
ჯერ კიდევ 1000 წლის წინ ცნობილი იყო, რომ ძილის დროს ორგანიზმი განახლებას ახდენს. ასევე ცნობილი იყო, რომ ნაოჭების წარმოქმნის და სახის ჩამოწელვის მიზეზი სიმშრალე იყო. სწორედ ამიტომ, ძილის წინ თითოეული ქალის გვერდით წყლით სავსე ვერცხლის ჭიქას დებდნენ.
ღამით ტენი ორთქლებოდა, რაც სახის კანისთვის ძალიან სასარგებლოდ მიიჩნეოდა, ხოლო დილით გოგონები ამ ვერცხლიანი წყლით სახეს იბანდნენ, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდა. მაშინაც კი, თუ ლოგინის გვერდით ჩვეულებრივ ჭურჭელში ჩასხმულ წყალს დატოვებთ, კანს გამოშრობისგან დაიცავთ.
კბილების მოვლა
იმ დროს ჯაგრისები არ ჰქონდათ, სამაგიეროდ რბილ ხის ჩხირებს იყენებდნენ. როგორც ახლა, სუნთქვას პიტნიანი წყლით აახლებდნენ, ხოლო თეთრი კბილების შესანარჩუნებლად ქალები დიდი რაოდენობით აირანს სვამდნენ. მარილიანი, რძიანი სასმელი მათეთრებელ ეფექტს ფლობს და მიკრობებს ებრძვის. სხვათა შორის, კბილებს ძველი სითეთრე შეგიძლიათ იოგურტით, განსაკუთრებით სახლში მომზადებული იოგურტით, დაუბრუნოთ.
წამწამების გაჯანსაღება
ომარ ხაიამი აღმოსავლელი ქალების წამწამებს სიგრძის გამო წეროს ადარებდა. ასეთი ეფექტის მისაღწევად ქალები ყოველ საღამოს ნუშის ზეთს, ან მათ მიერ ვარდის ფურცლებსა და საათაში დაყენებულ ამავე ზეთს ისვამდნენ. ზეთის ნარჩენებს თმის ძირებში ისვამდნენ, სწორედ ამიტომ მათ გრძელი, ბზინვარე და მძიმე თმა ჰქონდათ.
სახის ნიღბები
თითქმის ყველა ნიღბის მთავარი ინგრედიენტი იყო სეზამის ზეთი და იოგურტი. მას ყველაფერს უმატებდნენ, რასაც ფანტაზია წვდებოდა, განსაკუთრებით ხილს და კენკრას. პოპულარობით მეორე ადგილას ჰალვა იყო: მას რძეში ხსნიდნენ და სახეზე ისვამდნენ. ეფექტი შესანიშნავი ჰქონდა. ასეთი ნიღაბი კანს ჭიმავს და წვრილ ჭრილობას, აკნეს შეხორცებაში ხელს უწყობს. ნიღაბი კანს სწრაფად აღდგენაში ეხმარება.
ხელის კანის მოვლა
პრაქტიკულობა გარეგნულ მხარეზე ასევე დიდ გავლენას ახდენს. მაგალითად, ჰარამხანაში 1 კვერცხის გული ორი ქალის ხელის კანის დასამუშავებლად საკმარისი იყო. საღამოს თითოეული ქალი ფუნჯით კვერცხის ცილას ან გულს ისვამდა, 10 წუთით იჩერებდა და შემდეგ ცივი წყლით იბანდა. მეორე დღეს იცვლებოდა (ზოგს კვერცხის გული უწევდა, ზოგს ცილა). კვერცხის გული კანს ღრმად კვებავს და ატენიანებს, ხოლო ცილა ოდნავ ჭიმავს და ათეთრებს.
ფეხის კანის მოვლა
ჰარამხანაში ქალები თავისი კოხტა სიარულით განთქმულნი იყვნენ, მათ ტერფებს ყველა ხედავდა. ფეხის კანზე საკმაოდ მარტივად ზრუნავდნენ. ამ მიზნით ყოველ საღამოს ფეხის აბაზანას იკეთებდნენ. ამისთვის ცხელ და ცივ აბაზანას იყენებდნენ, თითოეულს 2 წრეზე იმეორებდნენ.
ცივ აბაზანას 2 ჩ/კ კვიპაროსის ზეთს, ხოლო ცხელ აბაზანას ზღვის მარილს (100 გრ მარილი 5 ლ წყალზე) უმატებდნენ.
დიეტა
დღეში 7-ჯერ ჭამა შეიძლებოდა, მაგრამ 250 გრამ პორციაზე მეტი არა – ეს ყველაფერი კი სხეულის ფორმების შესანარჩუნებლად. ტკბილეულობას მხოლოდ სულთანთან ღამის გატარების შემდეგ აძლევდნენ, ამიტომ ჰარამხანის მაცხოვრებლებს შეიძლება კანფეტები და ნამცხვრები მთელი წელი არ ეჭამათ. სამაგიეროდ, ყავას სიამოვნებით სვამდნენ, რაც ჩვეულებრივი ქალებისთვის ნებადართული არ იყოს.
საქმეში ჩართული იყო ყველაფერი: ფორთოხლის და გრეიფრუტის ქერქი, კაკალი, ყვავილები და ბალახები, ყველაფერი რისი ჭამაც ან დალევაც შეიძლებოდა.
რამდენიმე წესი არსებობდა, რომლის წყალობით ნატურალური კოსმეტიკა ეფექტური იყო.
თავის მოვლის დაწყება მხოლოდ სადილობის შემდეგ შეიძლებოდა. ითვლებოდა, რომ ძილის შემდეგ ჯანსაღი იერი რაც შეიძლება დიდხანს უნდა შეენარჩუნებინათ (და არა ისე, როგორც ახლა – დილის 7 საათზე კოსმეტიკის წასმა და სამსახურში გაქცევა).
დღის პირველ ნახევარში კანი რამდენიმე საათით უნდა სუნთქავდეს. სწორედ ამიტომ, სუფთა ჰაერზე კანის დატენიანება ნებისმიერი ასაკის ქალისთვის აუცილებელი იყო.
ყველას, ვისაც კანის პრობლემები ჰქონდა (კონკრეტულად, გამონაყარი), უშვებდნენ…დასაძინებლად. დილით, დღისით, საღამოს, ღამით. ასეთი გამაჯანსაღებელი პროცედურისთვის რამდენიმე ჩაბნელებული ოთახი არსებობდა.