Connect with us

საკითხავი

აუტიზმი შეიძლება ნაწლავური ინფექციით გამოწვეული იყოს – ახალი მტკიცებულება

აუტიზმის ნიშნები, უფრო სწორად აუტიზმის სპექტრის დარღვევები ადამიანში გარკვეული ქცევის მოდელის არსებობით გამოიხატება. მაგალითად, განმეორებით მოქმედება და სოციალური ურთიერთობის შემცირება.

ეს გენეტიკური დაავადებაა, შედეგად ტრადიციული მეთოდებით სრულ მკურნალობას არ ექვემდებარება. მკვლევარები სიმპტომებთან ბრძოლას არ წყვეტენ, რომელიც როგორც აღმოჩნდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბაქტერიების წყალობით შეიძლება შემცირდეს.

საინტერესოა რომ, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბევრ ადამიანს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს, როგორიცაა მუცლის სპაზმები და ყაბზობა.

ამის შესახებ წინა კვლევების ავტორები საუბრობენ, რომელთა ნამუშევრები კალიფორნიის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა საკუთარი ექსპერიმენტის ჩასატარებლად გამოიყენა.

„როგორც წესი, მკვლევარები აუტიზმს გენეტიკურად დაავადებად განიხილავენ და მას მხოლოდ ტვინის ფუნქციის დარღვევად აღიქვამენ. ჩვენ პრობლემას სხვა კუთხით შევხედეთ და დავამტკიცეთ, რომ ნაწლავის მიკროფლორა აუტიზმის სპექტრის დარღვევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“ – ამბობს კვლევის თანაავტორი, სარკის მაზმანიანი.

იმის გათვალისწინებით, სერიოზული ვირუსული ინფექციების მქონე ადამიანებს ხშირად აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები უჩნდებათ, მაზმანიანმა და მისმა კოლეგამ ასეთი სიტუაცია თაგვებზე გამოცადეს. მეცნიერებმა მღრღნელებში იმუნური რეაქცია ვირუსის ფუნქციის იმიტაციის პრეპარატით შეუშვეს, რის შემდეგ აუტიზმის სპექტრის მქონე თაგუნიები გაჩდნენ.

მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ „აუტიზმის“ მქონე თაგვებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების ნიშნები გაუჩნდათ, რაც მიკროფლორის განვითარების ანომალიაზე საუბრობდა.

უფრო მეტიც, მღრღნელების კუჭ-ნაწლავის ტრაქტი „არაჰერმენტული“ აღმოჩნდა: მავნე ნივთიერებები და ბაქტერიები კუჭისა და ნაწლავების კედლებიდან სისხლში ხვდებოდნენ.

პრესრელიზის თანახმად, ეს ეფექტი, რომელიც მედიცინაში ცნობილია, როგორც ნაწლავური გამტარობის გაზრდა, ექსპერიმენტული ჯგუფის ბევრ თაგვს გამოუვლინდა.

„რამდენადაც ჩვენ ვიცით, ეს პირველი მტკიცებულებაა ცხოველებში აუტიზმის სპექტრის დარღვევის შესახებ, რომელსაც თან ნაწლავური გამტარობა ახლავს“ – ამბობს ენელ სიაო, კვლევის წამყვანი ავტორი.

იმაში დასარწმუნებლად, რომ თაგვებში აუტისტურ ქცევას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა განაპირობებს, მეცნიერებმა მღრღნელებს ბაქტერია Bacteroides fragilis შეუშვეს, რომელიც ცხოველებში კუჭისა და ნაწლავების დაავადების ექსპერიმენტული მკურნალობის დროს გამოიყენება. მკურნალობას ეფექტი ჰქონდა და ნაწლავის გამტარობა შემცირდა.

ამასთან მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ მღრღნელების ქცევა მნიშვნელოვნად შემცირდა. ცხოველებმა ერთ ადგილას დგომა შეწყვიტეს, სხვებთან უფრო აქტიური კონტაქტი დაიწყეს და შფოთვის ნიშნების გამოვლენა შეწყვიტეს.

„B. fragilis-ის გამოყენებამ არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქცია გააუმჯობესა და მიკროფლორა დაარეგულირა, არამედ აუტიზმის სპექტრის დარღვევის რამდენიმე ნიშანი გააქრო“ – ამბობს სიაო.

კვლევის შედეგები ჟურნალში Cell გამოქვეყნდა. შემდეგი ეტაპი ადამიანებზე კლინიკური კვლევა წარმოადგენს.

აუტიზმის სპექტრის დარღვევის ნიშნების მკურნალობის ახალი მეთოდის ავტორები ირწმუნებიან, რომ ექსპერიმენტი 2 წლის განმავლობაში უნდა დაიწყოს.

„ჩვენი მკურნალობის გამოყენება მხოლოდ მშობიარობის შემდეგ შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამ ვირუსული ინფექცია და იმუნური რეაქცია უკვე გადაიტანა, ხოლო ნაყოფმა სხვა კუთხით განვითარება დაიწყო. როცა ბავშვი გაჩნდება, მისი ქცევის კორექტირება შეიძლება“ – ამბობს პოლ პატერსონი, კვლევის თანაავტორი.

მეცნიერები გირჩევენ იმის იმედი არ გქონდეთ, რომ მკურნალობის მეთოდი აბსოლუტურად ყველაზე ერთნაირად ეფექტური იქნება. მათ ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევთ სანამ ტექნოლოგიას ადამიანზე გამოიყენებენ.

თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევაზე ახალი ხედვა არა მხოლოდ მათი ქცევის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება, არამედ სხვა მეცნიერებს უფრო ეფექტური და საიმედო თერაპიის მეთოდების შექმნას შთააგონებს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.