Connect with us

ჰოროსკოპი

ასტროლოგ ვერა ხუბელაშვილის კვირის ჰოროსკოპი: 5 – 11 ნოემბერი

გსურთ, გაიგოთ თუ ვარსკვლავებმა ამ კვირაში რა სიურპრიზები მოგიმზადათ? ასტროლოგ ვერა ხუბელაშვილის ასტროლოგიური პროგნოზი წაიკითხეთ.

ვერძი

ვარსკვლავები ვერძს ურჩევენ, რომ ამ 7 დღის განმავლობაში მოულოდნელი შეხვედრებისთვის მზად იყვნენ. ნათესავები, თანაკლასელები, ძველი მეგობრები – მოულოდნელად ნებისმიერი მათგანი შეიძლება თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდეს.

კურო

კუროს ზეციური არსებები ეუბნებიან, რომ ამ კვირაში ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად შანსები კიდევ ერთხელ შეაფასონ. ახლა აშკარად წარუმატებელ ინიციატივებსაც კი განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ.

ტყუპები

ტყუპებს ვარსკვლავები ურჩევენ, რომ ადამიანების გაიდეალებას და მათზე დიდი მოლოდინის დამყარებას შეეშვან. გარშემომყოფებთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო და მარტივია, თუ მათ ისეთებად მიიღებთ, როგორიც არიან. შეცდომის დაშვების უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს.

კირჩხიბი

კირჩხიბს ზეციური არსებები უჩვენებენ, რომ ამ კვირას შეგიძლიათ დახმარება ახლობლებს სთხოვოთ. თუმცა მათ საქმეებში ჩარევა, სწავლება და სხვაგვარად მოქცევის მოთხოვნა ნამდვილად არ ღირს.

ლომი

ლომს ვარსკვლავები ატყობინებენ, რომ მომავალი შვიდი დღე ფიზიკურ განვითარებას უნდა დაუთმონ. სპორტი, იოგა ან ნებისმიერი სხვა დატვირთვა ორგანიზმზე დადებით გავლენას მოახდენს.

ქალწული

ქალწულს ზეციური არსებები ურჩევენ, რომ ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება თავიდან მოიშორონ. შეცდომის ძალიან დიდი შანსი არსებობს. სჯობს ადამიანი მისი ქცევების მიხედვით შეაფასოთ.

სასწორი

სასწორს ვარსკვლავები ურჩევენ, რომ ამ კვირაში კამათისგან თავი შეიკავონ. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ეს უბრალოდ დროის უსარგებლოდ ხარჯვაა. უფრო საინტერესო საქმეებიც არსებობს.

მორიელი

მორიელს ურჩევენ, რომ ამ კვირაში ისეთი მიზნები აირჩიონ, რომელთა განხორციელებაც სამყაროს სარგებელს მოუტანს. მათ მიღწევებს ვერანაირი უსიამოვნება ხელს ვერ შეუშლის.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს ვარსკვლავები ურჩევენ, რომ წარსულის დარდს არ ჩაუღრმავდნენ. ცოტა სევდა არაფერს ნიშნავს, აი, სასოწარკვეთა ზედმეტია. თქვენ აწმყოთი უნდა იცხოვროთ.

თხის რქა

საკმაოდ თავდაჯერებული იქნებით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თქვენს მხარეს გადმოიბიროთ. კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ ამ „მხარეებს“ დაივიწყებთ და ოპონენტების გაერთიანებას შეეცდებით. ორივე საერთო მიზანს ემსახურებით და დროა ეს გაიგოთ.

მერწყული

მერწყულს ზეციური არსებები ურჩევენ, რომ ყველა დაპირისპირება დაივიწყონ და კონკურენტებთან გაერთიანდნენ, რომ საერთო მიზნებს მიაღწიონ.

თევზები

თევზებს ვარსკვლავები ეუბნებიან, რომ ამ კვირაში გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო ნერვიულობა არ ღირს. საკმარისია, რომ თავდაპირველ გეგმაში მცირე ცვლილებები შეიტანოთ და ყველაფერი კარგად იქნება.