Connect with us

ჯანმრთელობა

ასპირინმა შეიძლება საშვილოსნოს ყელის სიმსივნე შეაფერხოს – კვლევის შედეგები

ასპირინი სასწაულმოქმედი წამალია. ის არა მხოლოდ თავის ტკივილის და სახსრების მტვრევას აქრობს, არამედ გულის შეტევას ან ინსულტს თავიდან აგაცილებთ.

ეს კიდევ ყველაფერი არაა! ახალი კვლევის თანახმად, ასპირინი შეიძლება სასარგებლო ინსტრუმენტი იყოს, რომელიც საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარებას შეაფერხებს.

კვლევა როზუელ პარკის სახელობის სიმსივნის ინსტიტუტის მკვლევარებმა ჩაატარეს და სასქესო გზების დაავადების შესახებ ჟურნალში გამოქვეყნდა. მასში 328 პაციენტი საშვილოსნოს ყელის სიმსივნით და 1312 პაციენტი საკონტროლო ჯგუფიდან შეაფასეს. მონაწილეებმა ასპირინის გამოყენების სიხშირისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ასპირინის ხშირ მომხმარებელში საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების რისკი 47%-მდე შემცირებული იყო. ხშირ გამოყენებად ხანგრძლივობის მიუხედავად კვირაში 7 ან უფრო მეტჯერ მიღება ითვლებოდა. მუდმივ მომხმარებლების შორის, რომლებიც ასპირინს 5 ან უფრო მეტი წლის განმავლობაში იღებდნენ, რისკი 41 %-მდე შემცირებული იყო.

„ასპირინის გამოყენება სიმსივნის პროფილაქტიკის მიმზიდველ ვარიანტად ითვლება, რადგან ადამიანების უმეტესობა ერთ აბს უფრო მიიღებს, ვიდრე ცხოვრების წესში სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს, როგორიცაა თამბაქოს მოწევაზე უარის თქმა, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა. მიუხედავად ამისა, ასპირინის მიღების წინ მკურნალ ექიმთან რჩევა უნდა იკითხოთ“ – ამბობს კირსტენ მოისიჩი, ფილოსოფიის დოქტორი და როუზელ პარკის სიმსივნის პროფილაქტიკისა და კონტროლის განყოფილებაში ონკოლოგიის პროფესორი.

შედეგების დასადასტურებლად კვლევების გაგრძელება აუცილებელია. წინასწარ შედეგებს ქალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დიდი პერსპექტივები აქვთ. ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების შეფასებით, 2019 წელს საშვილოსნის ყელის სიმსივნის 12 900 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 4100 ქალი ამ დაავადებით დაიღუპა.

პროფილაქტიკური სარგებლის მისაღებად, ასპირინი ტკივილგამაყუჩებლის პირველი ვარიანტი უნდა იყოს. პარაცეტამოლს მსგავსი თვისებები არ გააჩნია.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.