თავის მოვლა
ასპირინის ნიღაბი თმის ლამაზი ხვეულების მისაღებად
ლამაზი თმის მისაღებად ქალები ხშირად უამრავ კოსმეტიკურ საშუალებას, ზოგჯერ კი მედიკამენტებს იყენებენ.
დღეს გიამბობთ, როგორ აღადგინოთ თმა ასპირინის ნიღბის დახმარებით. ეს საშუალება განსაკუთრებით შეღებილი თმისთვის არის სასარგებლო.
აუზის და მზეზე ხანგრძლივი ზემოქმედების შემდეგ თმა გაჯერებულ ფერს კარგავს. მას ძველებურ ბზინვარებას და სილამაზეს ჩვენი ეფექტური ნიღაბი დაუბრუნებს.
ასპირინი თმისთვის
აი, რატომ უნდა გადაივლოთ თმაზე ჩვეულებრივი ასპირინის ხსნარი. დიდებულ შედეგს მიიღებთ!
თქვენ დაგჭირდებათ:
- 5 აბი ასპირინი
- 120 მლ თბილი, ანადუღარი წყალი
- 1 ს/კ თაფლი
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
მომზადება:
- ყველა ინგრედიენტი ისე აურიეთ, რომ თაფლი სრულად გაიხსნას. ნიღაბი თავის კანში შეიზილეთ და 15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი თმის მოცულობას გაზრდის და უფრო გაჯერებულ ფერს მიანიჭებს.
ასპირინი ქერტლის საწინააღმდეგოდაც გამოიყენება:
ამისთვის 2 აბი ასპირინი აიღეთ და კარგად დააქუცმაცეთ. შემდეგ ასპირინი იმდენი რაოდენობის შამპუნს დაუმატეთ, რომელსაც თმის ყოველდღიურად დასაბანად იყენებთ. ნარევი თავის კანში შეიზილეთ და 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. შედეგი არ დააყოვნებს: ქერტლი მნიშვნელოვნად შემცირდება!
თუ თმის აღმდგენი ნიღბები ასპირინით მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.