Connect with us

თავის მოვლა

ასე გააკეთეთ და ქუსლებზე ნახეთქებსა და კოჟრებს მხოლოდ 10 დღეში მოიშორებთ

ქუსლებზე ნახეთქები არა მხოლოდ უშნო, არამედ მტკივნეულიცაა. ის სერიოზული დაავადების, შაქრიანი დიაბეტის ნიშანი შეიძლება იყოს. ძველი, მცდარი წარმოდგენის საპირისპიროდ, ეს უსიამოვნება არა მხოლოდ 40 წელს გადაცილებულ ქალებს, არამედ საკმაოდ ახალგაზრდა გოგოებსა და ბიჭებსაც აწუხებთ.

ამასთან ბევრი თვლის, რომ ნახეთქების მოშორება მხოლოდ მექანიკური გახეხვით შეიძლება, თუმცა ასე არაა. აი, საშუალება, რომელიც ქუსლებზე ნახეთქებს მხოლოდ 10 დღეში მოგაშორებთ და ქუსლის გახეხვა საჭირო არაა. სცადეთ! ფეხები ხომ როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში დიდებულად უნდა გამოიყურებოდეს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 10 აბი ასპირინი
  • 250 მლ 70%-იანი სპირტი

გამოყენება:

1. ასპირინის აბები დააქუცმაცეთ და სპირტი დაასხით. ნარევი რამდენიმე დღე გააჩერეთ.

2, ყოველი გამოყენების წინ ნარევით სავსე ჭურჭელი შეანჯღრიეთ. შემდეგ ბამბის ტამპონი ხსნარში დაასველეთ და პრობლემურ ადგილას დაიდეთ. ქუსლი პოლიეთილენის პარკით დაიხვიეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ.

3. დილით ფეხები დაიბანეთ, პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ და გლიცერინი ან ცხიმიანი კრემი წაისვით.

4. ქუსლებზე ნახეთქები და გაუხეშებული კანი 10 პროცედურის შემდეგ გაქრება.