Connect with us

თავის მოვლა

ასე არ გააკეთოთ! 8 შეცდომა სახის კანის გაწმენდის დროს

კანის მოვლა ნებისმიერი ქალისთვის ახლო თემაა. ჩვენ ამ საკითხის შესახებ სტატიებს ვკითხულობთ, კოსმეტოლოგს რჩევებს ვეკითხებით, კანის მოვლის ახალ სფეროებს ვსწავლობთ. კანის მოვლაში პირველი ნაბიჯი გაწმენდაა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ სახეს სწორად და კარგად გაიწმინდეთ, შემდეგი საშუალებების მოქმედება უფრო ეფექტური იქნება. არასწორი მანიპულაციით კი შეიძლება კანის სიმშრალე, გაღიზიანება და სხვა არასასურველი მოვლენა გამოიწვიოთ. სწორედ ამიტომ, სახის კანის გაწმენდა ნომერ პირველი საკითხია. რა ტიპიურ შეცდომებს უშვებენ სახის კანის გაწმენდის დროს?

სახის კანის გაწმენდა სწორად

ჩვენ ყველა სახეს სწორად ვიბანთ? აი, ტიპიური შეცდომები, რომელსაც კანის მოვლის დროს ადგილი აქვს.

ცდომილება № 1: სახეს დღეში ერთხელ იბანთ

ჩვენ გვწამს სტერეოტიპის, რომ სახის კანი დღეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს (როგორც წესი, საღამოს). თუმცა სახის კანის დილით დაბანა ყოველდღიური მოვლის მთავარი მომენტია. საღამოს გაწმენდით სახიდან მაკიაჟს და ჭუჭყს იშორებთ, დილით კი უჯრედებს აღვიძებთ, სისხლის მიმოქცევას ააქტიურებთ და სუსტი ლიფტინგის ეფექტს ქმნით.

აუცილებლად უნდა გახსოვდეთ! სახეზე საშუალება მასაჟური ხაზებით წაისვით, ასე სახეს უფრო ჯანსაღ იერს შემატებთ.

ცდომილება № 2: პროცედურის წინ ხელებს არ იბანთ

მიპასუხეთ, ვინ იბანს ხელს სპეციალურად სახის დაბანის წინ? კანის გაწმენდა უფრო ეფექტური იქნება, თუ წინასწარ ხელებს დაიბანთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასე იმ ჭუჭყს და ბაქტერიებს იშორებთ, რომლებიც შეიძლება სახეზე მოხვედრილიყო.

ცდომილება № 3: აბრაზიული პროდუქტების გამოყენება

გაწმენდა და ექსფოლიაცია სხვადასხვა რამაა. კანის გაწმენდა დღეში 2-ჯერ, ხოლო ექსფოლიაცია მაქსიმუმ კვირაში 1-2-ჯერ (კანის ტიპის მიხედვით) არის რეკომენდებული. პრობლემური კანის მქონე ხალხი თვლის, რომ აგრესიული პროდუქტები ამოცანას უკეთ გაუმკლავდებიან, თუმცა ძალიან უხეშმა გამწმენდმა საშუალებებმა, რომლებიც აბრაზიულ ნაწილაკებს შეიცავენ, შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.

ცდომილება № 4: კონტრასტული დაბანის პრაქტიკა

სახის დაბანის დროს წყლის ტემპერატურა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგი დარწმუნებულია, რომ ცხელი წყლით გამოყენებას ფორების გასახსნელად და გასაწმენდად და შემდეგ ცივი წყლის გამოყენებას ფორების დასახურად და დაბანის დასასრულად აზრი აქვს. ეს კი შეცდომაა. სახის დასაბანად თბილი  წყალი გამოიყენეთ. ცხელი ან ცივი წყალი კანის ზედაპირის სიმშრალეს, გაღიზიანებას და აქერცვლას იწვევს.

ცდომილება № 5: ორმაგი გაწმენდის წესის გამოყენება

ორ ეტაპად სახის გაწმენდა აზიური მოვლის მეთოდია. თუმცა, ამ წესს ყველა სპეციალისტი არ იზიარებს. სახის კანის გასაწმენდად ერთი პროდუქტი სავსებით საკმარისია. უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენი კანის ტიპის შესაფერისი სწორი პროდუქტი შეარჩიოთ. ორმაგი გაწმენდის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ის დამცავი ბარიერის ფუნქციებს არღვევს. „კრიჭინამდე სისუფთავე“, „ფანატური სისუფთავე“ – ყოველთვის კარგი არაა.

რა გამონაკლისი არსებობს? აქტიური ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ დამატებითი გაწმენდა (სალფეთქები გელის ან ქაფის შემდეგ) გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში პროცედურის ბოლოს შეგიძლიათ დამატენიანებელი კრემი ჩართოთ, რომ კანის სიმშრალე არ გამოიწვიოთ.

ცდომილება № 6: კრემის/ბალზამის გამოყენება

გამწმენდი პროდუქტის ტიპს დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება თამამად აირჩიოთ გელი ან ქაფი და არა კრემი (ბალზამი), რადგან კრემის ჩამობანა საკმაოდ ძნელია და ნაწილები კანზე რჩება, ფორებს ავსებს და აკნეს იწვევს.

ცდომილება № 7: გაჯეტების ნდობა

სახის გამწმენდი ჯაგრისები დამატებითი წმენდის საშუალება უნდა იყოს. გარემოს დაბინძურება დაბერების პროცესს აჩქარებს და ამას მნიშვნელობა აქვს, როცა გარეთ ძალიან ბევრი ავტომობილია. გაჯეტები საკმაოდ ხშირად არ გამოიყენოთ.

თუ ცხიმიანი/კომბინირებული კანი გაქვთ ჯაგრისების ხშირი გამოყენება დასაშვებია. თუ კანი თხელი, მშრალი და მგრძნობიარეა უფრო იშვიათად გამოიყენეთ. თითის ბალიშებით შეგიძლიათ სახეზე ყველაზე რბილი და დელიკატური მოქმედება შეასრულოთ. დაე, თითის ბალიშები სახის მოვლის მთავარი ინსტრუმენტები იყოს.

ცდომილება № 8: მჟავას ერიდებით

მჟავები კანის ერთგული მეგობრები არიან. დაბალანსებული კომპონენტების მქონე საშუალება შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ: სალიცილის, რძის, გლიკოლის მჟავები. ასე კანს ეფექტურად და რბილად გაწმენდთ. ამის ცოდნა სასარგებლოა! თუ აქტიური მჟავების გამოყენების გამოცდილება არ გაქვთ, უფრო რბილი პროდუქტებით დაიწყეთ და მხოლოდ დილის რუტინაში ჩართეთ. ასე კანი ახალ სქემას მიეჩვევა.