კულინარია
ასეთ პურს სახლში ვაცხობ ფქვილისა და საფუვრის გარეშე. გამოდის ძალიან გემრიელი, თანაც არ ვნებს ჩვენს ფიგურას
სახლში პურის გამოცხობა ერთი სპორტსმენის ცოლმა მასწავლა. ერთმანეთი ფიტნეს სემინარზე გავიცანით, შემდეგ კი დავმეგობრდით. მაშინ მოხდენილი სხეულის ფორმების მისაღებ მეთოდს ვეძებდი, რომ ზღვაზე სიამოვნებით მესეირნა.
ერთი წელი გავიდა და ამ რეცეპტს თითქმის ყოველდღე ვიყენებ. პური ძალიან სასარგებლო და გემრიელი გამოდის. მას დილის ბუტერბროდების ან წასახემსებლის მოსამზადებლად ვიყენებ. რაც მთავარია, ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება!
პური ფქვილის და საფუარის გარეშე
დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ პური ფქვილის და საფუარის გარეშე სახლის პირობებში. სწორი კვების მოყვარულებს აუცილებლად მოეწონებათ.
ინგრედიენტები აფუებული ცომისთვის:
- 1 ჭიქა მზესუმზირა
- 0,5 ჭიქა დაქუცმაცებული სელის თესლი
- 0,5 ჭიქა თხილი (შეგიძლიათ ნიგოზი გამოიყენოთ)
- 1,5 ჭიქა შვრიის ფანტელები
- 4 ჭიქა ქატო
- 1 ჩ/კ მარილი
- 1 ს/კ ყავისფერი შაქარი
- 3 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1.5 ჭიქა წყალი
მომზადება:
1. თხილი (ან ნიგოზი) დააქუცმაცეთ. ქატოს ნაცვლად ქატოს ორცხობილას ვიყენებდი, ამიტომ მათ დანით წვრილად ვჭრიდი.
2. ღრმა თასში ყველა მშრალი ინგრედიენტი აურიეთ. მარილი და შაქარი არ დაგავიწყდეთ! კარგად აურიეთ!
3. ცალკე ჭურჭელში მცენარეული ზეთი და წყალი აურიეთ. ოდნავ ათქვიფეთ, შემდეგ მშრალი ნარევი დაუმატეთ.
4. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და 2 საათით გააჩერეთ.
5. ნარევი სილიკონის საცხობ ფორმაში ჩაასხით და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით შედგით.
6. პური საცხობი ფორმიდან გამოიღეთ, გადააბრუნეთ, შემდეგ საცხობ ტაფაზე დადეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით აცხვეთ.
7. ესეც ასე, სასარგებლო ფიტნეს პური მზადაა! გემრიელად მიირთვით!
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.