თავის მოვლა
არ იჩქაროთ კვერცხის ნაჭუჭის გადაყრა. მის ქვეშ ნამდვილი საგანძური იმალება
თითქმის ყოველდღიურად ჩვენ კვერცხის ნაჭუჭს ვყრით. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ ის ჩვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის საკმაოდ ღირებული პროდუქტია.
პირველ რიგში, კვერცხის ნაჭუჭი ადვილად ათვისებადი კალციუმის ბუნებრივი წყაროა. ამ ნივთიერების დეფიციტი იწვევს ძვლების და კბილების სისუსტეს, ფრჩხილების მტვრევას, თმის ცვენას, ბავშვებში რაქიტს და ა.შ. კალციუმის მარაგის აღსადგენად კვერცხის დაფქული ნაჭუჭი (ლიმონის წვენში ან წყალში გახსნილი) შეგიძლიათ ბავშვებს 6 თვიდან მისცეთ.
მოცემული პროდუქტი შეუცვლელია ალერგიის მკურნალობის დროს, გულძმარვის დასამარცხებლად და ორგანიზმის გასატუტოვანებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის. მის ფხვნილს საკმაოდ ხშირად იყენებენ კოსმეტოლოგიაში ანტიასაკობრივი ნიღბების დამზადებისას და პილინგ პროცედურებისთვის. როგორც აღმოჩნდა, სამკურნალო მიზნით არა მხოლოდ კვერცხის ნაჭუჭი შეიძლება გამოიყენოთ!
მემბრანა კვერცხის თხელი და მკვირი ფენაა, რომელიც აკრავს ნაჭუჭს და აკისრია ემრიონის ნაუჭისგან დაცვის ფუნქცია. გარდა ამისა, ის მონაწილეობს გაზების ცვლის პროცესშიც.
კვერცხის მემბრანის სარგებელი
კვერცხის მემბრანა მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით, ცილებით, ჰიალურონის მჟავით, კოლაგენითა და ქონდროიტინით. ასეთი შემადგენლობა მას ნატურალურ ქონდროპროტექტორად აქცევს. ნაჭუჭის შიდა გარსი ბევრი ძვირადღირებული სამკურნალო და სარეაბილიტაციო პრეპარატების შემადგენლობაში შედის.
კვერცხის მემბრანის ფხვნილი საკვები დანამატის სახით რეკომენდებულია ხანდაზმულ ადამიანებში, რადგან მას აქვს მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო და სახსრების აღმდგენი ეფექტი. უკვე ერთ თვეში სახსრების მოძრაობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, ფხვნილი 2-3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა მიიღოთ.
პროტეინის ეს პროდუქტი კოლაგენის საკმაოდ დიდი წყაროა, რომელიც კანის, თმის და ფრჩხილების ახალგაზრდობისთვის შეუცვლელია. ნატურალური კოლაგენის შინაგანად მიღება უფრო კარგ ეფექტს იძლევა, ვიდრე მისი კრემების და ნიღბების სახით გამოყენება.
კოსმეტიკური პროცედურებისთვის დაბერების საწინააღმდეგო კოლაგენის წყალი შეგიძლიათ მოამზადოთ. ნაჭუჭი მემბრანასთან ერთად კარგად გარეცხეთ, მინანქრის ჭურჭელში მოათავსეთ და წყლით დაფარეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, დაბალ ცეცხლზე 1 საათით გააჩერეთ. ნაყენი გააგრილეთ და გადაწურეთ.
აიღეთ ქაღალდის ხელსახოცი და ამოჭერით ის ისე, რომ თვალების, ცხვირისა და ტუჩების ადგილი თავისუფალი დარჩეს. მიღებულ სითხეში კარგად დაალბეთ ის და დაიფინეთ სახეზე. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. თუ ამ პროცედურას კვირაში 2-ჯერ გაიმეორებთ, ხანმოკლე დროში კანის მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას შენიშნავთ.
მემბრანა გამოირჩევა ბაქტერიციდული ეფექტით, სწრაფად ახორცებს ჭრილობებსა და წყლულებს, გვეხმარება აკნეს მოშორებაში, კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლაში, კოჟრების მოშორებაში, არაჩვეულებრივია დამწვრობისა და მწერების ნაკბენის დროსაც. თუ ფერისმჭამელების მოშორება გსურთ, მემბრანა გლუვი მხრიდან დაიფინეთ კანის შესაბამის მონაკვეთზე და დაელოდეთ მის სრულ შეშრობას (დაახ. 30 წუთ). გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში რამდენჯერმე და სასიამოვნო ცვლილებებიც არ დააყოვნებს.
როგორც ხედავთ, ერთ შეხედვით ამ უბრალო პროდუქტისთვის არაერთი სასარგებლო თვისებაა დამახასიათებელი. კარგად დაფიქრდით, სანამ ნაჭუჭის გადაყრას გადაწყვეტთ.