ტესტები
არჩეული მთვარე თქვენს ფარულ ფიქრებს და სურვილებს გამოაშკარავებს
ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში გვავიწყდება, თუ რა გვსურს სინამდვილეში.
მთავარე, რომელიც ღამით გზას გვინათებს, ბევრად უფრო ჯადოსნურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს ზეციური სხეული ბევრი ადამიანის გულს ტყუილად არ იზიდავს – მას თავისი სილამაზე და სიმკაცრე აქვს და ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. მთვარის სინათლეს შეუძლია დაგვეხმაროს ჩვენი პიროვნების სრულად გახსნაში, ბნელი ფიქრების გამოაშკარავებაში, რომელთაც საკუთარ თავსაც ვუმალავდით.
მთავარის სურათი, რომელსაც აირჩევთ, გეტყვით, თუ როგორი ხართ სინამდვილეში და რა გსურთ ცხოვრებიდან.
1. ნაზი მთვარე
თუ ეს მთვარე აირჩიეთ, სხვებს სიკეთით და გულწრფელობით ეპყრობით. ზოგჯერ გგონიათ, რომ ამ თვისებების გამო სუსტი ჩანხართ და სხვებისთვის „არას“ თქმა არ შეგიძლიათ, თუნდაც ეს ნამდვილად გჭირდებოდეთ. ცდებით, როცა ასე ფიქრობთ.
თქვენ შეიძლება ვერ აცნობიერებდეთ, მაგრამ ნაზი ხასიათის მიღმა ფოლადის ნება და ძლიერი პიროვნება იმალება, რომელსაც ნებისმიერი ბრაზის, ქაოსის და სიძულვილის ატანა შეუძლია. თქვენს ჭეშმარიტ მეს ძალიან სურს გარეთ გამოსვლა და თავისი სინათლით მთელი სამყაროს განათება, უბრალოდ ჯერ ვერ მოახერხა! იმედი არ გაიცრუოთ! რწმენა არ დაკარგოთ და ისე მოიქეცით, როგორც სწორად თვლით. ერთხელაც დადგება დღე, როცა ერთ ადგილას ვერავინ დაგაკავებთ.
2. ერთგული მთვარე
თუ ეს მთვარე აირჩიეთ, თქვენ ხართ ადამიანი, ვისი ნდობაც შეიძლება. გარშემომყოფებმა იციან, რომ როცა დახმარების თხოვნით მოგმართავენ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ აუცილებლად დაეხმარებით. მათ დასახმარებლად მზად ხართ, ყველაფერი მიატოვოთ. ზოგჯერ ფიქრობთ, სისუსტეს ხომ არ ავლენთ, როცა გსურთ დროის ნაწილი საკუთარ თავს დაუთმოთ.
უნდა გესმოდეთ, რომ რობოტი არ ხართ, რომელსაც ძილის და დასვენების გარეშე 24 საათი მუშაობა შეუძლია. თქვენ სხვებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ხართ. თქვენი სულის ნაწილს, რომელიც ძალიან ღრმად დამალულია, საქმეების მიტოვება და იმის გაკეთება სურს, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. ამ სურვილს ჩაქრობის უფლება არ მისცეთ. როცა კაშკაშა მთვარეს კვლავ დაინახავთ, გაყევით და გზის ბოლოს ნამდვილ მეს იპოვით.
3. ძლიერი მთვარე
თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც იცის, რა სურს და მზადაა, ამის მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს. სხვების იმედი დიდად არ გაქვთ. აი, სხვებისთვის მაგალითი ხართ. ლიდერად გთვლიან, რომელსაც სწორი გზის ჩვენება შეუძლია. სწორედ ეს გაწუხებთ – გარშემომყოფებს ზედმეტად დიდი მოლოდინი აქვთ. გეშინიათ, რომ ამ მოლოდინებს ვერ გაამართლებთ. ზოგჯერ იმდენად ძლიერ შიშს გრძნობთ, რომ ღამით ვერ იძინებთ.
არადა სწორედ ნიჭი და ძალა გხდით იმად, რაც ხართ – მშვენიერი და უნიკალური ადამიანი. სხვისი წარმოდგენების გამო გატეხვას არ იმსახურებთ. ერთადერთი ადამიანი, ვის წინაშეც ვალდებული ხართ, თავად თქვენ ხართ. იყავით ისეთი, როგორიც ხართ და არ შეიცვალოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სხვებს სჭირდება.
4. მოსიყვარულე მთვარე
თუ ეს ნახევარმთვარე აირჩიეთ, იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც შეუძლია საყვარელი ადამიანებისთვის მთელი სიყვარული გაიღოს. თუმცა ზედმეტად გაუბედავი და მორცხვი ხართ, რომ სანაცვლოდ იგივე მოითხოვოთ. გეშინიათ, რომ ისე არ ეყვარებით, როგორც თქვენ გიყვართ. ზოგჯერ ამ შიშს ფრთების მოჭრა შეუძლია. სწორედ ამის გამო აგრძელებთ იმ ადამიანების სიყვარულს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ და რომლებიც თქვენს სიყვარულს ვალდებულად მიიჩნევენ და არად აგდებენ.
გააცნობიერეთ, რომ ვალდებული არ ხართ, ასე მოიქცეთ – პირველ რიგში, მათ, ვისაც ნამდვილად უყვარხართ, ამას ისედაც აკეთებენ, სიხარულით და არა იმიტომ, რომ თავს ვალდებულად თვლიან. ასევე თავს სუსტ არსებად ნუ თვლით – სხვა ადამიანისთვის მთელი გულის ჩუქებას დიდი ძალა სჭირდება. ასე რომ, თქვენი ჭეშმარიტი გრძნობების არ შეგეშინდეთ, რადგან ნამდვილი სიყვარული სწორედ ისაა, რაც სხვა ადამიანებთან გაკავშირებთ, და ეს მშვენიერია.
5. მოუსვენარი მთვარე
თუ ეს მთვარე აირჩიეთ, თქვენ ნებისმიერ, ყველაზე ჩვეულებრივ სიტუაციაშიც თავგადასავლებს პოულობთ. ყოველთვის მზად ხართ გარისკოთ. ზოგჯერ თქვენი უშიშარი ბუნება გარშემომყოფების აღფრთოვანებას იწვევს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ არაფერი გაღელვებთ. ერთი ფიქრი მოსვენებას არ გაძლევთ – ფიქრი იმის შესახებ, რომ სხვები თქვენში მხოლოდ უდარდელ მასხარას ხედავენ, რომელსაც ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია.
გეშინიათ, რომ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გიყვართ, ადრე თუ გვიან მიგატოვებენ, რადგან სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ გთვლიან. მათ, ვინც ნამდვილად გიცნობთ, იციან, რომ როცა საქმე ერთგულებას და მოვალეობის გრძნობას ეხება, ეს უხვად გაქვთ. არავის და არასდროს უბედურებაში არ მიატოვებთ. იმდენად ნათელი და მხიარული ადამიანი ხართ, რომ შეუძლებელია სხვებს თავი არ შეაყვაროთ – ბედი თქვენზე შეყვარებულია, რომელიც ადრე თუ გვიან შეგახვედრებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად გაგიგებენ.
არ ჩააქროთ თქვენი კაშკაშა სინათლე და ზემოთ ფრენა გააგრძელეთ, სადამდეც ძალა გეყოფათ.
6. გულწრფელი მთვარე
თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის პირში სიმართლეს ამბობს. თამაში არ გიყვართ, თუნდაც სიმართლე მწარე იყოს. იმდენად გულწრფელი ხართ, რომ ზოგჯერ ეს თავად გაშინებთ: გეშინიათ, რომ სიმართლის გამო მარტო დარჩებით. გეშინიათ, რომ მეგობრები და ნაცნობები მიგატოვებთ. მაგრამ ვერ აცნობიერებთ, რომ გულწრფელობა სწორედ ისაა, რაც გარშემომყოფებს თქვენში იზიდავს.
როგორც არ უნდა სცადოთ რეალობის შელამაზება და „კეთილი“ ტყუილის თქმა, უბრალოდ არ გამოგდით. ზოგჯერ ეს გტანჯავთ. ამქვეყნად ყველაზე მეტად მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში ყოფნა გსურთ, რომელთა მოტყუებაც არ მოგიწევთ. ნუ გეშინიათ და ნუ ცდილობთ გახდეთ ის, ვინც არ ხართ. მთვარე აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ გზიდან არ გადაუხვიოთ და გულწრფელი დარჩეთ არა მხოლოდ სხვებთან, არამედ საკუთარ თავთან.