Connect with us

ტესტები

არჩეული კარტი გეტყვით, რა მოხდება უახლოეს მომავალში

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ უძველეს მკითხაობას კარტით, რომელიც საიდუმლოებებს ფარდას ახდის და მომავლის გაგებაში დაგეხმარებათ. ზუსტი შედეგის მისაღებად მოდუნდით. უკეთესია, ხელი არავინ შეგიშალოთ. კონცენტრირდით იმაზე, რისი დანახვა გსურთ მომავალში. საკუთარ თავს დაუსვით კითხვა, რომელზეც პასუხი გაინტერესებთ. ახლა მოცემულ სურათს შეხედეთ და ერთ–ერთი კარტი აირჩიეთ. ინტუიციურად იმოქმედეთ, ლოგიკურად არ იაზროვნოთ.

კარტი 1

დარწმუნებული იყავით, რომ წარმატება სახით თქვენკენ შემობრუნდება. იცით, რომ ახლა დგება დრო, როცა ყველაფერი გამოგივათ, რაზეც ოცნებობთ. თუ რაღაც მნიშვნელოვანი დაგეგმეთ, არ გადაიფიქროთ. გარისკეთ და გაიმარჯვეთ!

გახსოვდეთ, რომ ბედის მადლიერი უნდა იყოთ ყველაფრისთვის, რაც გაქვთ. არ დაიჩივლოთ, თუ მოულოდნელად ყველაფერი ისე არ ახდება, როგორც დაგეგმილი გქონდათ. კარგზე კონცენტრირდით და მიხვდებით, რომ თქვენს ცხოვრებაში უფრო მეტი დადებითი მომენტია, ვიდრე ნეგატიური.

კარტი 2

თქვენს შემთხვევაში კარტი დიდ სიყვარულზე საუბრობს. გამორიცხული არაა, რომ მეორე ნახევარს ეძებთ, ამიტომ უახლოეს მომავალში რომანტიკული ნაცნობობა გელით. მოემზადეთ შეხვედრისთვის, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. საკუთარ თავზე იზრუნეთ, თუ ამას ჯერ კიდევ არ აკეთებთ.

თუ უკვე ბედნიერ ქორწინებაში ან ურთიერთობაში იმყოფებით, არ ინერვიულოთ. მკითხაობა არ გეუბნებათ, რომ რჩეულს უღალატებთ. დიდი ალბათობით, პარტნიორის მიმართ სიყვარული ახალი ძალით აფეთქდება. ეს დრო თქვენი კავშირის გასაძლიერებლად გამოიყენეთ.

კარტი 3

თქვენს ცხოვრებაში ნამდვილი ჯადოქრობა ხდება. მზად იყავით იმისთვის, რომ ყველაფერი მკვეთრად და მოულოდნელად შეიცვლება. თუ ახლა პრობლემები ან უსიამოვნებები გაქვთ, მალე უკან დარჩება. ისღა დაგრჩენიათ თქვენი შრომის ნაყოფით ივახშმოთ.

არა მხოლოდ სირთულეები, არამედ ის ადამიანებიც გაქრება, ვინც ცხოვრებით ტკბობაში ხელს გიშლით. ეს მომენტი გამოიყენეთ და თითოეული წამით ისიამოვნეთ. ბევრი გააკეთეთ, რომ ახლა დაისვენოთ.

კარტი 4

ბეჯითი შრომით სამსახურში მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. ახლა ბედი თქვენი მადლიერია, ამიტომ კარიერული წარმატება არ დააყოვნებს. თქვენი შეუპოვრობა და სამსახურის პროცესებით გატაცება გამოიყენეთ, რომ დაწინაურებას მიაღწიოთ.

გახსოვდეთ, რომ ზედმეტი ნდობა შეიძლება დამღუპველი იყოს. მუდმივად ზრდაზე იზრუნეთ, რომ ერთხელ უფრო ძლიერმა და გამოცდილმა არ დაგამარცხოთ. საჭიროების შემთხვევაში რომელიმე საკითხში უფრო კომპეტენტური ადამიანების დახმარებაზე უარი არ თქვათ.