საკითხავი
არყის გამოყენების 20 აბსოლუტურად უჩვეულო მეთოდი. მენდელეევი ამას ვერც კი მოიფიქრებდა
31 იანვარი რუსული არყის დაბადების დღედ ითვლება, რადგან სწორედ ამ დღეს 1865 წელს ახალგაზრდა ქიმიკოსმა დიმიტრი მენდელეევმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე „სპირტის წყალთან შეერთების შესახებ“.
რასაკვირველია, რუსეთში არაყი მენდელეევამდე მრავალი საუკუნის წინ გამოჩნდა, თუმცა თავად სახელი პირველად ოფიციალურად 1751 წლის 8 ივნისს იმპერატრიცა ელიზაბეტ პეტროვნას განკარგულებაში მოიხსენიება. მანამდე სპირტიან სასმელს „პურის ღვინოს“, „პოლუგარი“, „სახაზინო ღვინო“ ეწოდებოდა.
არაყი საკამათო პროდუქტია, რომელსაც ბევრი მომხრე და კიდევ უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს. როგორც ალკოჰოლური სასმელი ჯანმრთელობისთვის არც თუ ისე სასარგებლოა, მაგრამ მისი სადეზინფექციო და გამწმენდი თვისებების წყალობით საყოფაცხოვრებო, სამკურნალო და კულინარიული მიზნით წარმატებით გამოიყენება.
გთავაზობთ, არყის არაპირდაპირი გამოყენების 20 მეთოდს. ზოგიერთი მათგანი მენდელეევსაც გააკვირვებდა.
საუკეთესო ხრიკები
1. ფუმფულა ცომი მოზილეთ
არაყში შემავალი სპირტი სათანადო დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ორთქლდება, ამიტომ არაყზე მოზელილი ცომი ჰაერით გაჯერებული და უფრო ფუმფულა ხდება. ამ ეფექტის მისაღწევად 1 ს/კ არაყი საკმარისი იქნება.
2. ქსოვილებს ლაქები მოაშორეთ
არაყი მოქმედებს, როგორც გამხსნელი და შეგიძლიათ წითელი ღვინის, ბალახის და ღებინების ლაქის მოსაშორებლად გამოიყენოთ. ლაქა არაყში დასველებული ქსოვილით გაწმინდეთ. ამის შემდეგ სუფთა წყლით გარეცხეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ, სანამ ლაქა არ გაქრება.
3. ქერტლის მოშორება
1 ჭიქა არაყს 2 ჩ/კ როზმარინი დაუმატეთ და რამდენიმე დღე დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ხსნარი თმის სპრეის სახიტ გამოიყენეთ. ამ საშუალების დახმარებით ქერტლს მოიშორებთ. მშრალი თავის კანის მქონე ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლო მეთოდია.
4. გაწმინდეთ სამკაული
ვერცხლის სამკაულს ძველი ბრწყინვალება დაუბრუნეთ. ამისთვის სამკაული არაყში რამდენიმე წუთით გააჩერეთ.
5. ლეიკოპლასტირი ფრთხილად მოიშორეთ
ლეიკოპლასტირი არყით დაასველეთ, რომ მან წებო დაშალოს. ამის შემდეგ ლეიკოპლასტირს უმტკივნეულოდ მოიშორებთ.
6. კბილის ტკივილი შეამცირეთ
პირის ღრუში არაყი გამოივლეთ, რომ ტკივილი შეამციროთ და ბაქტერიები მოიშოროთ.
7. აბაზანაში ობი მოიშორეთ
არაყში შემავალი ალკოჰოლი სოკოს, ობს და სხვა მიკროორგანიზმებს კლავს. ობიან და საპნის ლაქებიან ზედაპირს არაყი წაუსვით. 10 წუთის შემდეგ ზედაპირი ქსოვილით გაწმინდეთ. ობის კვალი გაქრება.
8. ყვავილები გააცოცხლეთ
გსურთ, ყვავილების თაიგული თვალს დიდხანს ახარებდეს? წყალს 1 ჩ/კ შაქარი და არაყი დაუმატეთ. შაქარი თქვენს ყვავილებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს, ხოლო სპირტი წყალში გავრცელებულ ბაქტერიებს მოკლავს.
9. მწერები მოიშორეთ
არაყი კანზე შეისხით, რომ მწერები თავიდან მოიშოროთ. არომატის მისაცემად ნარევს თქვენთვის საყვარელი ეთერზეთი დაუმატეთ. მაგალითად, ლავანდის ან ბაზილიკის ზეთი.
10. სახის კანი გაიწმინდეთ
არაყი თქვენს ფორებს ცხიმს მოაშორებს. უბრალოდ 1 ჩ/კოვზის მეოთხედი არაყი 1 ჭიქა მწვანე ჩაის დაუმატეთ და სახე გაიწმინდეთ.
11. პირის ღრუს სავლები სითხე მოამზადეთ
პირის ღრუს სავლები სითხის მოსამზადებლად თქვენ 200 გრ არაყი და 10 ს/კ დარიჩინის ფხვნილი დაგჭირდებათ. ნარევი ბოთლში გადაასხით და 2 კვირა დააყენეთ, დილა-საღამოს ბოთლი შეანჯღრიეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და შესანახ ბოთლში გადაიტანეთ.
პირის ღრუს უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, ნახევარი ჭიქა თბილი წყალი აიღეთ და მაში ნახევარი ჩ/კ დარიჩინის ნაყენი აურიეთ. ეს სითხე პირის ღრუს სავლებად სისტემატიურად გამოიყენეთ.
12. გამოიყენეთ არაყი გაპარსვის შემდეგ
სპირტი გაპარსვის შემდგომი საშუალებების მთავარი ინგრედიენტია. ის დეზინფექციისა და კანის დასარბილებლად არის საჭირო, რომ ანთების გავრცელება არ დაუშვას. არაყი საკმარისი რაოდენობის სპირტს შეიცავს და მას გაპარსვის შემდგომი ნებისმიერი ლოსიონის ჩანაცვლება შეუძლია.
13. ფეხსაცმლის და ფეხის უსიამოვნო სუნის მოშორება
ფეხის სუნის პრობლემამ შეიძლება ბევრი უსიამოვნება გამოიწვიოს. არაყი ამ სუნის გამავარცელებელ ბაქტერიებს შესანიშნავად კლავს. დილა-საღამოს ფეხები არყით გაიწმინდეთ. ბაქტერიები მოვკდება, სუნი კი გაქრება.
14. კუნთებს მოდუნებაში დაეხმარეთ
არყის და ლავანდის ზეთის ნაყენი მძიმე ვარჯიშის შემდეგ გამოგადგებათ. უბრალოდ კანში შეიზილეთ.
15. ბალახის ნაყენი მოამზადეთ
ნაყენი სამკურნალო პრეპარატის სპირტიანი ექსტრაქტია. სპირტი შესანიშნავი გამხსნელია და საჭირო მასალიდან ყველა სასარგებლო ნივთიერებას ეფექტურად იწოვს.
არაყზე დაფუძნებული სამკურნალო ნაყენი შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ. ამისთვის დიდი სახსრები და ძვირადღირებული მოწყობილობა არ სჭირდება.
16. ყელის ტკივილის მოშორება
არაყი ბაქტერიებს ანადგურებს და ყელის ტკივილს ამცირებს. ამისთვის ლიმონის წვენი თაფლს და 2 ს/კ არაყს აურიეთ.
17. პროდუქტები შეინახეთ და გემო გააუმჯობესეთ
არაყს მარილიან კიტრს და სახლის სხვა კონსერვს უმატებენ, რომ მათი დიდხანს შენახვა შეძლონ. მარილიანი კიტრი რომ არ დაობდეს და ხრაშუნა დარჩეს, 1 ლიტრ მარილწყალზე 20 მლ არაყი საკმარისი იქნება.
თუ ჯემი დაობდა, ობი თამამად მოაშორეთ, ნორმალური მასის ნაწილი ამოიღეთ და ზემოდან არაყი დაასხით. ჯემი გადარჩენილია!
18. შეამოწმეთ თაფლის ხარისხი
არყის გამოყენების ერთ-ერთი არასტანდარტული მეთოდი თაფლის ხარისხის შემოწმებაა. 1 ს/კ თაფლი გააცხელეთ და არაყს აურიეთ. თუ თაფლი ნატურალურია, ის ბოლომდე გაიხსნება, თუ ცუდი ხარისხისაა ნალექი გაჩნდება, ან არაყი ამღვრეული გახდება.
19. ფანჯრები და სათვალეების მინა გაწმინდეთ
ფანჯრის საწმენდი საშუალება ძირითადად სპირტს შეიცავს. არყით სავსე სპრეის დახმარებით ფანჯრის გაწმენდას მარტივად შეძლებთ. არაყი და მიკროფელის ქსოვილი შეგიძლიათ სათვალის მინიდან ცხიმის და ჭუჭყის მოსაშორებლად გამოიყენოთ.
20. გადაარჩინე სამყარო!
სხვადასხვა დროს ბერვი მოაზროვნე და ფილოსოფოსი სვამდა კითხვას: „რა გადაარჩენს სამყაროს? მარტინ ლუთერ კინგმა, როგორც ვერა ბრეჟნევამ, იცოდა, რომ სამყაროს სიყვარული გადაარჩენს. ფიოდორ დოსტოევსკი თვლიდა, რომ ეს მხოლოდ სილამაზეს შეუძლია.
აი, ფილმის „რკინის დამპყრობელი“ გმირმა სამყარო უცხოპლანეტელების ბაქტერიებისგან არყის დახმარებით გადაარჩინა. როგორც ამბობენ, ყველა ტყუილში სიმართლის მარცვალი არსებობს. მართლაც, არაყი ყველა ბაქტერიის მტერია და თუ არა მსოფლიოს, საკუთარი ჯანმრთელობის გადარჩენას ნამდვილად შეძლებთ.
არაყი სხვადასხვა ჭრილობის შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალებაა. თუ ხელის სწრაფად გაუსნებოვნება გჭირდებათ, მაშინ არაყი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.