Connect with us

სხვა

არომატები რომლებსაც მდიდარი ქალბატონების სურნელს უწოდებენ

ქალი სუნამოს გარეშეც მშვენიერია, თუმცა კარგი სუნამო მის იმიჯს უფრო მეტ დახვეწილობას სძენს. მდიდრულ არომატს ქალბატონის განწყობის გაუმჯობესება, მისი თვითშეფასების ზრდა და საწინააღმდეგო სქესის ყურადღების მიპყრობა შეუძლია.

დღეს იმ სუნამოებზე ვისაუბრებთ, რომლებიც საზოგადოების აზრით, ყველაზე მეტად შეჰფერის მდიდარი ქალბატონის იმიჯს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ნამდვილი ქალბატონები სუნამოს შერჩევისას საზოგადოების აზრსა და სტერეოტიპებს იშვიათად ითვალისწინებენ!

Kilian Good girl gone bad

“კარგი გოგონა, ცუდ გოგოდ იქცა”, ამ არომატის სიტყვებით ახნა ძალიან რთულია! გამყოლი და დასამახსოვრებელი არომატი, რომლის შესუნთქვა სიამოვნებას გგვრით. ზედა ნოტები: ჟასმინი, ოსმანტუსი, მაისის ვარდი. გარკვეული დროის შემდეგ შიდა ნოტები იხსნება: კედარი, ტუბეროზა, ნარცისი. ბოლოს კი თეთრი კედარისა და ამბრის სურნელი შემოდის.

Ombré Leather by Tom Ford

Ombré Leather-ის არომატი ჩვენს წინაში ნელ-ნელა იხსნება და ტრანსფორმირდება როგორც მთის პეიზაჟი მზის სხივების ფონზე.
ეს გახლავთ ღრმა ტექსტურის მქონე არომატი, რომელიც ქალბატონებს თავს განსაკუთრებულად, ლამაზად და სასურველად აგრძნობინებს. თუმცა აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ტომ ფორდის ყველა არომატი თავისებურად განსაკუთრებულია.

Baccarat Rouge 540

ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული არომატი. ჰიპნოტური სურნელი – ადამიანური ოსტატობის, ცეცხლისა და ბუნებრივი მინერალის გაერთიანება.

ბლანტი წიწვოვანი ფისი, შესანიშნავად ერწყმის თაფლის, ჟასმინის და მდიდრული ზაფრანას ნოტებს, თეთრი კედარი მათთან ერთად კარამელისებურ აკორდს ქმნის რომელიც დაგატყვევებთ. ეს სელექციური პარფიუმერიის ბესთსელერი გახლავთ!

Roja Dove Enigma

Enigma – არომატი მათთვის ვისაც სიმდიდრე და სტატუსი სურთ. ამ არომატის კომპოზიციამ უამრავი ქალბატონის გული დაიპყრო. მისი ზედა ნოტები ბერგამოტისა და ატმისგან შედგება. ამიტომ არომატი თავიდანვე ტკბილი და მსუბუქია. მის შიდა ნოტებს გერანიუმი და ჟასმინი წარმოადგენენ. სწორედ ისინი მატებენ არომატს გარკვეულ სიტკბოს. რაც შეეხება საბაზისო ნოტას: სანდალი, ვანილი და ფაჩული გვაძლევს, შედეგად კი ვიღებთ არომატს რომელიც ზაფხულის ნოტასა და აღმოსავლურ შარმს ერთმანეთს უთავსებს და მარტივად ატყვევებს გარშემომყოფებს.

Christian Dior Jadore

პარფიურმერიის ლეგენდა, რომელიც1999 წელს შეიქმნა პარფიუმერ – Calice Becker-ის მიერ, მან პოპულარობა დღემდე შეინარჩუნა და მსოფლიოს პარფიუმერული ბაზრის ლიდერიც გახდა. ეს სუნამო კლასიკად იქცა. მისი სუნი კანზე 7 საათზე მეტ ხანს რჩება.

Parfums de Marly Delina და Cassili

Parfums de Marly-ს ყოველ არომატს სახელი ლუდოვიკო XV-ის რომელიმე ცხენის საპატივცემულოს ქვია, რომლებიც «Château de Marly» სასახლის კარზე ცხოვრობდნენ.

Parfums de Marly – არომატები რომლებიც მეფურ არისტოკრატიასა და კეთილშობილურ წარმომავლობას, სიმდიდრეს და დახვეწილ გემოვნებას ასხივებენ. ამ მარკის ყველა არომატი შეუდარებელია. თუმცა ყველაზე მდიდრულ არომატებად “Delina” და “Cassili” მიიჩნევა.

Delina-ს შემთხვევაში ვარდის ნელსურნელება დაგათრობთ, პიონის, ვანილისა და მუსკატის კაკლის ნოტებთან ერთად. ამ არომატის მიმართ გულგრილად დარჩენა შეუძლებელია!

ასევე მოგითხრობთ Cassili-ს შესახებ. მდიდრული ყვავილების არომატი, რომელიც უფრო გოგონებს მოუხდებათ. მის ძირითად ნოტებს მოცხარი, ბულგარული ვარდი, ქლიავი, მიმოზა, ფრანჟიპანი და ვანილი წარმოადგენენ.

ელეგანტური, მშვიდი არომატი რომელიც სუნელოვანი ნოტების გახსნის შემდეგ, ნებისმიერის ყურადღებას მიიქცევთ!

არ არის აუცილებელი სუნამო მხოლოდ იმიტომ შეიძინოთ, რომ ის ძვირი ღირს ან ხალხის აზრით მდიდრულ არომატს წარმოადგენს. პარფიუმერიის შეძენისას მთავარია თავად მოგწონდეთ მისი სურნელი!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.