Connect with us

ჯანმრთელობა

არა მხოლოდ სილამაზე: ქალებში თმის ცვენის 7 მიზეზი და როგორ მოვიქცეთ

ქალები თმას ორსულობის დროს კარგავენ და ამის შესახებ ყველამ იცის. რატომ ხდება ასე? თუ ორსულად არ ხართ და თმის ცვენა გახშირდა – ვინ არის დამნაშავე? ამ კითხვებზე სპეციალისტები გიპასუხებენ და გირჩევენ, თუ როგორ აიცილოთ თავიდან თმის ცვენა.

თმა ჩვენს თვითგამოხატვაში დიდ როლს ასრულებს. ქერა თუ შავთმიანი ვარ? ვარცხნილობა „პიქსი“ თუ გრძელი „ქალთევზა“ მაქვს? მაშინაც კი, თუ სტერეოტიპებს მოიშორებთ იმის შესახებ, თუ თმა ქალის იდენტურობაზე რა გავლენას ახდენს, რთულია არ შეამჩნიოთ,  როგორ მაღლდება განწყობა სტილის, ვარცხნილობის და ფერის შეღებვის შემდეგ.

გასაოცარი არაა, თმის დაკარგვა ჩვენს თვითშეფასებაზე, განწყობასა და თავდაჯერებულობაზე გავლენას რომ ახდენს. სპეციალისტების თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი განცდები იმდენად ძლიერია, რომ ქრონიკულ სტრესს, ნევროზს და დეპრესიას იწვევს.

მეცნიერება მამაკაცის გამელოტებას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე ქალისას, არადა თმის დაკარგვას ქალები უფრო მეტად განიცდიან.

თმის სასიცოცხლო ციკლი შეისწავლეთ

ჯანმრთელი ადამიანის თმა ერთსა და იმავე შაბლონს მიჰყვება. ყველაფერი ზრდის აქტიური ფაზით (ანაგენი) იწყება, რომელიც 3-5 წელი გრძელდება. მას მოსდევს გარდამავალი პერიოდი (კატაგენი), რომელიც 10 დღე გრძელდება და ბოლო ფაზა (ტელოგენი), როცა თმა ცვივა. ამის შემდეგ ფოლიკულა დაახლოებით 3 თვე არააქტიური რჩება და კვლავ ახალ ციკლს იწყებს.

ზოგიერთ ადამიანში თმა მესამე ფაზაში ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად გადადის, რაც სხვადასხვა გამაღიზიანებლებზე რეაქციას წარმოადგენს. ეს შეიძლება იყოს მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი, ავადმყოფობა, ოპერაცია ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური პრობლემები.

ზოგადად, თმის ცვენა, მისი დასუსტება, გარეგნული მხრის გაუარესება და ბოლოების დაყოფა მაშინ ხდება, როცა თმის ნორმალური სასიცოცხლო ციკლი ირღვევა.ზოგიერთი მიზეზი როგორც კაცის, ასევე ქალის შემთხვევაში საერთოა, ზოგიერთი კი მხოლოდ ქალისთვის არის დამახასიათებელი. სპეციალისტების შეფასებით, ადამიანისთვის დღეში 50-100 თმის ღერის დაკარგვა ნორმალურია. თუ ეს რაოდენობა იზრდება, ხოლო თმის მდგომარეობა უარესდება, დროა ტრიქოლოგს მიმართოთ.

თმის ცვენა ჰორმონალური დისბალანსის, მწვავე სტრესის, უჭმელობის ან მიკროელემენტების დეფიციტის გამო, როგორც წესი, შექცევადია. საქმე უფრო რთულადაა, როცა თმის ცვენას გენეტიკური მიდრეკილება ან სპეციფიკური აუტოიმუნური პროცესები იწვევს. ტრიქოლოგი ჩვეულებრივ სისხლის ანალიზის გაკეთებით იწყებს, რომ გამელოტების მიზეზები განსაზღვროს და შედეგების მიხედვით იმოქმედოს.

ჰორმონები

ჰორმონებს შეუძლიათ ჩვენი კანი, თმა და ფრჩხილები დიდ კოშმარად აქციონ ან, პირიქით, განწყობა აგვიმაღლონ, კანს და თმას ბზინვარება მიანიჭოს.

თმის ჯანმრთელობაზე ესტროგენის, პროგესტერონის და ტესტოსტერონის სწორი ბალანსი გავლენას ახდენს. ესტროგენი თმას კარგად და სქლად ზრდას აიძულებს, მაგრამ მისი ჭარბი რაოდენობა წონასწორობას არღვევს: სხეული საპასუხოდ უფრო მეტ ტესტოსტერონს აწარმოებს. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ესტროგენის მაღალი დონე „მამაკაცური“, ტესტოტენური ტიპის თმის ცვენას იწვევს. ჰორმონების დისბალანსი ჩვეულებრივ გენეტიკური მიდრეკილებით განისაზღვრება, მაგრამ მიზეზი შეიძლება სხვადასხვა დაავადება იყოს.

ჰორმონები ორსულობის დროს

ახალ გამომცხვარი დედები ხშირად შფოთავენ, როცა დავარცხნის დროს სავარცხელზე ბევრ თმის ღერს პოულობენ. ეს სეზონურია? ჩვილების მსგავსად მელოტები გავხდებით?

არ ინერვიულოთ: მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა დაკავშირებულია იმასთან, რომ ორსულობის დროს აქტიური ზრდის ფაზის ბევრი ახალი თმა მიიღეთ. ბავშვის გაჩენის შემდეგ ჰორმონების დონე იცვლება, რაც „ახლების“ დაცვენას იწვევს. ზოგჯერ იმ თმის ცვენაც ხდება, რომელთა გაზრდაზეც ორსულობამდე ზრუნავდით. ექიმები ამას მშობიარობის და ჰორმონალური გადანაცვლების გამო ფიზიკურ სტრესს უკავშირებენ.

ხშირად თმის ცვენა ბავშვის დაბადებიდან 3 თვის შემდეგ იწყება და 4 თვეში სრულდება. სწორად და სრულყოფილად იკვებეთ, იზრუნეთ, რომ ყველა აუცილებელი ვიტამინი და მინერალი მიიღოთ. მალე ახალი თმა დაგამშვენებთ.

ჰორმონები მენოპაუზის დროს

როგორც უკვე ვთქვით, ესტროგენი და პროგესტერონი თმას ცოცხალს და სქელს ხდის, მაგრამ სწორედ ეს ჰორმონები მენოპაუზის დროს მკვეთრად მცირდებიან. ანდროგენები („მამაკაცის“ ჰორმონები) ესტროგენის კომპენსირებას წყვეტენ, რაც თმის ცვენას იწვევს. ჩვეულებრივ ამ პრობლემას ალტერნატიული თერაპია და სპეციალური პრეპარატები უმკლავდება, რომლებიც ტესტოსტერონის აქტივობას თრგუნავენ.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

ფარისებრი ჯირკვალი ჩვენს ნივთიერებათა ცვლას არეგულირებენ, ამიტომ თმის ცვენა და წონაში დაკლება – ექიმთან მისვლის და ამ ორგანოს ჰორმონების შემოწმების მიზეზია. ჰიპოთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი არასაკმარისად პროდუქტიულად მუშაობას, რამაც შეიძლება შექცევადი ალოპეცია და წარბების ცვენაც კი გამოიწვიოს. არ შეგეშინდეთ, ჰორმონალური დონის შემდეგ, თმა კვლავ გაიზრდება.

ანემია

რკინის დეფიციტი ან ანემია – ქალებში თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

რკინის დეფიციტი თმის ხარისხს და მის სასიცოცხლო ციკლს პირდაპირ უკავშირდება. თმა ტელოგენის ფაზაში სწრაფად გადადის, სადაც ფოლიკული თმისგან თავისუფლდება და თმა ცვივა. სწორედ ამიტომ, სისხლში შაქრის დონეს ყურადღება მიაქციეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უხვი მენსტრუაცია გაქვთ ან მკაცრ, ვეგეტარიანულ ან ვეგანურ რაციონს იცავთ.

რკინა არა მხოლოდ თმის გასაზრდელად, არამედ სისხლის წითელი სხეულის საწარმოებლად გამოიყენება. მათი რაოდენობა და ხარისხი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ვარცხნილობა. დეფიციტის დროს უპირატესობა სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნას მიანიჭეთ. ზოგადად, პრობლემის მოგვარება რკინის შემცველი პრეპარატების, ნემსების ან აბების სახით მარტივად შეიძლება.

კვებითი ქცევის აშლილობა

ამ ტერმინში შეიძლება სხვადასხვა პირობები (ანორექსია, ორთორექსია, ბულემია) იგულისხმოთ. სხეული მათზე განსხვავებულად მოქმედებს, მაგრამ ფიზიკური სტრესი ხშირად თმის ცვენას იწვევს. კერატინი, რომლისგანაც თმა შედგება, ჩვენი სხეულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა და საკვების დეფიციტის დროს ზრდას უბრალოდ წყვეტს.

ორგანიზმი ექსტრემალურ პირობებში ხშირად პრიორიტეტებს აყალიბებს და თმის, ფრჩხილების და კანის განახლება სიის ბოლოში მდებარეობს.

კარგი სიახლე – ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი, სრულყოფილი კვების დაბრუნებისთანავე თმა ნახევარ წელში ნორმალურ ზრდას უბრუნდება.

არ დაგავიწყდეთ, რომ ზედმეტი ჭამის დროსაც ადამიანი შეიძლება საჭირო მიკრო და მაკრო ელემენტების გარეშე დარჩეს. თუ ადამიანი ტკბილეულით და სწრაფი კვების პროდუქტით იკვებება, მისი სხეული „შიმშილობს“, რაც თმის მდგომარეობაზეც აისახება.

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობითი ალოპეცია ზოგჯერ ქალებში გვხვდება. ჩვეულებრივ, მთელ თავზე აქტიური ფოლიკულების თანაბარ შემცირებას იწვევს (თმის უბნებს მკაფიოდ არ აშიშვლებს).

ასეთი ტიპის სიმელოტე შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაიწყოს, მაგრამ უფრო ხშირად მენოპაუზის დროს შეინიშნება, რადგან სხვა ყველაფერთან ერთად ანდროგენების დონეს უკავშირდება. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დროს თმის ცვენა შეიძლება უფრო ადრე შენიშნოთ, რადგან ეს მდგომარეობა „მამაკაცის“ ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება.

ფრონტალური ფიბროზული ალოპეცია

საკმაოდ იშვიათი მდგომარეობა, რომელიც ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში გვხვდება. ფიბროზული ალოპეციის დროს თმა შეუქცევადად ცვივა და წინა და გვერდითა ნაწილებს შიშველს ტოვებს. ექიმებმა ზუსტად არ იციან, თუ ასე რატომ ხდება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ამაში დამნაშავე აუტოიმუნური პროცესებია – ქალის სხეულს თმის ფოლიკულები უტევენ და მათ ნაცვლად ნაწიბუროვან ქსოვილს ტოვებენ. სამწუხაროდ, ეს პროცესი შეუქცევადია.

ინსულინის დისბალანსი

თუ ქალი მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ბევრ პროდუქტს იღებს და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესს მისდევს, ორგანიზმი ინსულინის მაღალი დონით პასუხობს. თავის მხრივ, ეს ოვულაციას არღვევს და საკვერცხეებს უფრო მეტი ტესტოსტერონის წარმოების ბრძანებას აძლევს – ამას კი პროგნოზირებადი შედეგი მოჰყვება.

საბედნიეროდ, ინსულინის და ჰორმონების დარეგულირებით თმის ხარისხის აღდგენა შეიძლება.

სტრესი

ცნობილია, თუ რამდენად დამანგრეველია სტრესი ორგანიზმისთვის. ის კორტიზოლის ჭარბ წარმოებას იწვევს, რაც ინსულინს ბრძანებას აძლევს, ეს კი თავის მხრივ ტესტოსტერონის სიჭარბებს იწვევს. თუ ტრავმა გადაიტანეთ, დიდი ალბათობით 2-4 თვეში თმა დაგცვივათ. მათ ზუსტად ნახევარი წელი დასჭირდებათ, რომ „მწყობში დაბრუნდნენ“.