Connect with us

ჰოროსკოპი

არა მხოლოდ მორიელი: 7 ზოდიაქოს ნიშანი წარმოუდგენელი ინტუიციით

თუ დარწმუნებული ხართ, რომ კარგი ინტუიცია გაქვთ, სავარაუდოდ, ასტროლოგიის გარეშე არ მოხდებოდა. თითოეულ ნიშანს ძლიერი და სუსტი მხარეების საკუთარი ნაკრები აქვს, მათ შორისაა ინტუიცია. ასტრალურმა კავშირებმა 7 ზოდიაქოს ნიშანს ნამდვილი მეექვსე გრძნობა აჩუქეს, რომლის წყალობით რეალობას უფრო მგრძნობიარედ აღიქვამენ და გარკვეული მოვლენების პროგნოზირება შეუძლიათ. ნახეთ, მიეკუთვნებით თუ არა მათ რიგს.

ვერძი: ინტუიცია მეგობრობაში

ვერძი ცეცხლოვანი, აქტიური ნიშანია. მეგობრობაში თავს არ იკავებს და, უდავოდ, ამ სფეროში ინტუიციის იმედი შეუძლია ჰქონდეს. მასთან სულიერად მყოფ ადამიანებს ცნობს, მყისიერად გამოთვლის და წინასწარ იცის, როგორ განვითარდება ურთიერთობა. ვერძი ძალიან შერჩევითია, ეს მართალია. თუმცა თუ ადამიანს მიეჯაჭვა, ეს სამუდამოა.

კურო: ინტუიცია ოჯახურ ურთიერთობებში

თუ არსებობს ნიშანი, რომელიც სხვებზე მეტად აქცევს ყურადღებას იმას, რაც ოჯახში ხდება, ეს კუროა. მას ოჯახურ ურთიერთობებში თანდაყოლილი ინტუიცია აქვს. ახლობლებზე ზრუნვა, მათი განწყობის და თითოეულის მოთხოვნილების შეგრძნება მოსწონს. სქესის მიუხედავად კურო დედა ქათამს ჰგავს, რომელიც მზადაა მოეფეროს და მოუსმინოს ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომელსაც ახლა დახმარება სჭირდება.

სასწორი: ინტუიცია სიყვარულში

ვენერას წყალობით რომანტიკული სასწორი ოცნებებით და ფანტაზიებით ცხოვრობს, მაგრამ ეს თვისება უზრუნველობად არ აღიქვათ. ფაქტიურად, სასწორი საკუთარ ინტუიციას ენდობა, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობაში განსაკუთრებით ძლიერია და საშუალებას აძლევს „დაიჭიროს დინება“ და ისე გაერთოს, რომ იცოდეს: რაც არ უნდა მოდეს, საბოლოოდ, ფეხზე მყარად დარჩება.

მშვილდოსანი: ინტუიცია მუშაობაში

ცეცხლოვან ნიშანს ძლიერ განვითარებული მეექვსე გრძნობა აქვს, რომელიც, ძირითადად, სამსახურსა და ბიზნესში ვლინდება. მას შეუძლია გუნდში სწორი ხალხის არჩევა და გამოცნობა, თუ რომელი პროექტის „გასროლა“ ღირს და რომლის – არა.

თევზები: მისტიკური ინტუიცია

თევზებში გამოვლენილი ინტუიციის სხვა ნიშნებში გამოვლენილ ინტუიციასთან შედარება შეუძლებელია. ეს არის რაღაც შუალედი ზმანებასა და მწვავე მგრძნობელობას შორის. ინტუიციის და ჯადოქრობის ნარევი, რომელიც თევზებს შეხვდა, ხილული სიზმრების ნახვის შესაძლებლობას აძლევს. ამის წყალობით შეუძლია იწინასწარმეტყველოს, თუ რა მოხდება მომავალში და სწრაფად მიხვდეს, როცა სიტუაცია პოტენციურ საფრთხეს შეიცავს.

კირჩხიბი: სენტიმენტალური ინტუიცია

ფაქტიურად, კირჩხიბი სხვისი ემოციებით იკვებება. მას ხასიათების, ფარული ემოციების და იმპულსების გამოცნობის უნარი აქვს. ეს უნარი იმდენად ძლიერია, რომ ზოგჯერ მის სრულად გამოსაყენებლად პოტენციალი არ ყოფნის. უდავოდ, ამ ძალას მმართველი პლანეტა, მთვარე აძლევს.

მორიელი: ჩემპიონი სექსუალური ინტუიციით

ვის შეუძლია მორიელზე უკეთ ხალხის წაკითხვა? ის საიდუმლო მომხიბვლელობას ფლობს, მისი გამჭოლი მზერა თავის შიშველად წარმოდგენას გაიძულებთ. ხშირად მორიელი ადამიანების დანახვის უნარს იმისთვის იყენებს, რომ მათ თავი არაკომფორტულად აგრძნობინოს. ასევე ამ უნარს შესანიშნავად იყენებს იმისთვის, რომ პარტნიორი საწოლში სიტყვების და შეხების დახმარებით განაიარაღოს. თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მორიელთან სექსი გქონიათ, იცოდეთ: პარტნიორის სექსუალური სურვილების გამოცნობა მასზე უკეთ არავის შეუძლია.