Connect with us

ჯანმრთელობა

არაჯანსაღი საუზმე. ამ ფაფების მირთმევა დილით არ შეიძლება, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის

დიეტოლოგები დაჟინებით გირჩევენ, რომ დილით ფაფები მიიღოთ. წიწიბურა ან შვრია – არა უბრალოდ ტრადიციული საუზმე, არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კერძია. ამ კერძების შესახებ ლეგენდები და ანეგდოტებიც კი არსებობს.

მშობლები გასწავლიან, რომ ფაფა ყველა ძალას შეიცავს. დიეტოლოგები მათ დაუსრულებელ სასარგებლო თვისებებზე საუბრობენ. მარკეტოლოგები ამბობენ „ყველაზე ჯანსაღი საუზმე“ და მასზე ფასდაკლებებზე აწესებენ…

ამ ყველაფერში ჩვეულებრივი ადამიანი როგორ არ უნდა გაებას და ფაფის დიდი რაოდენობით მიღება როგორ არ უნდა დაიწყოს? აქედან მოდის გვერდითი მოვლენებიც.

დღეს ყველაზე მავნე ფაფების შესახებ გესაუბრებით. გიამბობთ, როდის არ შეიძლება ფაფის მიღება. დიახ, ფაფა შეიძლება მავნებელი იყოს და ეს ხუმრობა არაა!

მავნე ფაფა

როცა ყველა ფაფის სარგებლობას ამტკიცებს, თქვენ მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი გაწუხებთ, პირველი ეჭვები თავისთავად ჩნდება.

საქმე ეხება გლიუტენს – განსაკუთრებულ ცილას, რომელიც ზოგიერთ მარცვლეულში (ჭვავი, შვრია, ქერი, ხორბალი) გვხვდება. სწორედ გლიუტენის (ასევე წებოვანას უწოდებენ) წყალობით ფქვილი წყლის დახმარებით შეგიძლიათ ელასტიურ ცომად აქციოთ.

ბოლო დროს ამ ცილას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ბავშვების საკვებზეც კი შეიძლება ნახოთ წარწერა: „ყურადღება! შეიცავს გლიუტენს!“

გლიუტენი ცილა ზონულინთან რეაქციაში შესვლის შემდეგ ნაწლავების გამტარობას ზრდის და ე.წ. ნაწლავურ ხვრელს ქმნის.

ნაწლავური ბარიერი ირღვევა. იმუნური სისტემა ანტი სხეულებს გამოყოფს, საკუთარ თავს და ორგანიზმს იცავს. ანტი სხეულებთან შეტაკების დროს ნაწლავების უჯრედებში ანთებითი პროცესები მიმდინარეობს. გლიუტენის ყოველი ახალი პორცია ვითარებას აუარესებს.

თუ ზოგიერთ ადამიანს გლიუტენის შემცველ პროდუქტებზე ალერგია აქვთ, სხვებში დაავადების ცელიაკიას განვითარებას, ნაწლავების დაზიანებას იწვევს. ეს კი თავის მხრივ საკვებიდან ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მიღებას ხელს უშლის.

პატარა ბავშვებში ცელიაკია არა მხოლოდ ფაღარათს და მუცლის შებერილობს, არამედ განვითარების სერიოზულ შეფერხებას იწვევს. თუ ადრე დაავადება იშვიათობად ითვლებოდა, დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების წყალობით ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ცელიაკიით მოსახლეობის დაახლოებით 1% იტანჯება.

ამასთან დაავადება სრულად არ იკურნება. ნორმალური არსებობისთვის ადამიანს მთელი ცხოვრება გლიუტენის გარეშე დიეტის დაცვა სჭირდება. გასაოცარი არაა, რომ ბევრ ქვეყანაში გლიუტენის გარეშე საკვები პოპულარობას იძენს.

სწორედ ამიტომ, სჯობს გლიუტენით მდიდარი საკვები პროდუქტების მიღება შეზღუდოთ. ამ სიაში შედის ხორბალი, ჭვავი, შვრია, ქერი მანანის ბურღული და ყველაფერი, რაც მათგან იწარმოება – პური, ფუნთუშა, მაკარონი. ფაფების მოყვარულებმა სჯობს ეს პროდუქტები ბრინჯით, სიმინდით, ფეტვით და წიწიბურათი ჩაანაცვლონ.

ბავშვები, რომლებიც პირველად სინჯავენ ფაფას, თავიდან მხოლოდ გლიუტენის გარეშე საკვები პროდუქტები მიეცით. 6 თვემდე ბავშვებში გლიუტენის შემცველი პროდუქტების მიღება აკრძალულია და შემდეგაც მხოლოდ 1 ჩ/კ უნდა მისცეთ და ბავშვის რეაქციას უნდა დააკვირდეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.