საკითხავი
არასოდეს დატოვოთ ეს ნივთი მაგიდაზე. ბედნიერება თქვენს სახლს სამუდამოდ დატოვებს
მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ მგრძნობიარე ხალხი ცხოვრების უმცირეს ცვლილებებსაც უფრო ძლიერ აღიქვამს. მწვავედ რეაგირებს ოჯახში განწყობაზე და ზოგიერთ უსიამოვნებაზე. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ ან ოჯახის რომელიმე წევრი ჰიპერმგრძნობიარე ხართ, მარტივი წესები დაიმახსოვრეთ და ყოველთვის შეასრულეთ. უმჯობესია, თუ ეს წესები ჩვევაში გადაიზრდება და არასდროს დაარღვევთ.
დანა მაგიდაზე
ოჯახში უსიამოვნებას და კამათს თავი რომ აარიდოთ, დანა მაგიდაზე არასდროს დატოვოთ. თუ გსურთ, სახლში ჰარმონია და კომფორტი სუფევდეს, სამზარეულოში ან მთელ სახლში მაგიდიდან დანა ყოველთვის აიღეთ.
მაგიდაზე დანის არსებობამ ოჯახში ატმოსფერო შეიძლება გაამწვავოს, კერძოდ, სკანდალი და კამათი გამოიწვიოს. საქმე დანაში, როგორც საგანში არაა. საქმე ენერგეტიკაშია, რომელიც მისგან მოდის. მგრძნობიარე ხალხი ბასრ მჭრელ საგნებზე მძაფრად რეაგირებს. დანის დანახვა საკმარისია, რომ მათში გამოიწვიოს ნეგატიური იმპულსი და სახლში ატმოსფერო შეიცვალოს.
საქმე იმაშია, რომ დანას ორმაგი ბუნება აქვს. ერთი მხრივ, საგანია, რომელიც საჭმლის მომზადებაში, პურის დაჭრაში გვეხმარება. მეორე მხრივ, ხშირად სწორედ დანა ხდება იარაღი, რომელსაც ტკივილი მოაქვს.
მთელ მსოფლიოში დანაშაულთა უმეტესობა, რომელიც ყოველდღიურად ხდება, დანით ჩადენილია. სწორედ ამიტომ, მგრძნობიარე ადამიანი დანით მომავალ საფრთხეს გრძნობს.
რა სჭირს დანას?
დანის დანახვაზე ადამიანში ქვეცნობიერად იღვიძებს ნეგატიური ემოციები და ასოციაციები, რომლებიც ამ საგანს უკავშირდება. კამათი და სკანდალი ხდება. სწორედ ამიტომ, უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, დანა ყოველთვის მოაშორეთ.
უმჯობესია, თუ დანებს სამზარეულოში სპეციალურ ადგილას შეინახავთ. ეს შეიძლება იყოს უჯრა ან სპეციალური სადგამი. სასურველია, სადგამი ყველა ბასრ დანას თვალიდან მალავდეს. ასე როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ დონეზე უსაფრთხოდ იქნებით.
დანა გამოყენების შემდეგ მაშინვე შეინახეთ. ღამით მაგიდაზე არასდროს დატოვოთ. ასე სახლში ჰარმონია და სიმყუდროვე დაისადგურებს. ეს წესი ეხება სხვა ბასრ საგნებსაც, რომელიც დანის მსგავსია.
მაკრატელი, საკანცელარიო დანა და სხვა ბასრი საგნები. ამ ყველაფერს საფრთხის ენერგია აქვს და თვალს უნდა მოაშოროთ. ასე სახლში უსაფრთხოებას ყველა მიმართულებით გაზრდით. ასევე კარგია მოიშოროთ ბასრი საგნები, თუ სახლში ბავშვები ან ცხოველები ცხოვრობენ. უნებურად საკუთარ თავს ან სხვებს ზიანი შეიძლება მიაყენონ, რასაც ნეგატივი და საფრთხე მოაქვს.
სახლში ნებისმიერ საგანს თავისი ენერგეტიკა აქვს. თუ არა მხოლოდ საგნების, არამედ მათი ენერგეტიკის სწორად მართვას ისწავლით, სახლში წესრიგი და ჰარმონია დაისადგურებს. მთავარია, მოუსმინოთ საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს, თუ მათ რამე აწუხებთ.