ვიდეო
არასასურველი თმისგან, საპარსის გარეშე, სწრაფად გათავისუფლდებით. 2 მოქმედი მეთოდი
ქალების უმეტესობას არასასურველი თმის პრობლემა აწუხებს. თითქმის ყველა ცდილობს, პრობლემა გავრცელებული საშუალებების დახმარებით გადაჭრას. მათ შორის გაპარსვა, ცვილის, შაქრის პასტის, ლაზერული ეპილაციის და ფიტოეპილაციის მეთოდები უკვე დიდი ხანია ცნობილია.
სალონური ეპილაციის დახმარებით არასასურველ თმას მოიშორებთ, მაგრამ ასეთი პროცედურის ღირებულება საკმაოდ ძვირია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არასასურველი თმის მოშორება მთელი სხეულიდან გსურთ. ამასთან, სალონის მეთოდი ყოველთვის უსაფრთხო არაა და შეიძლება კანის სხვადასხვა დაავადების მიზეზი გახდეს.
როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა
შაქრის ნიღაბი
თქვენ დაგჭირდებათ:
- 2 ს/კ ლიმონის წვენი
- 2 ს/კ შაქარი
- 2 ჩ/კ წყალი
გამოყენება:
მცირე ზომის თასში ყველა ინგრედიენტი აურიეთ. მიღებული ნარევი თმიან კანზე დაიდეთ. დაელოდეთ, სანამ ნარევი გამაგრდება – ამისთვის დაახლოებით 10 წუთი დაგჭირდებათ. კანი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
პროცედურა ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ჩაიტარეთ. ლიმონის მჟავა არა მხოლოდ თმას აუფერულებს, არამედ მის სტრუქტურას გაანადგურებს და ხელმეორედ ამოსვლას ხელს შეუშლის.
თაფლის ნიღაბი
თქვენ დაგჭირდებათ:
- 2 ს/კ ლიმონის წვენი
- 2 ს/კ თაფლი
გამოყენება:
მცირე ზომის თასში ლიმონის წვენი და თაფლი აურიეთ. თუ თაფლი კრისტალურია, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. ბამბის დისკი აიღეთ და საშუალება თმის მოსაშორებლად კანზე თმის ზრდის მიმართულებით წაისვით. 10-15 წუთით გაიჩერეთ, სანამ ბოლომდე არ გაშრება და შემდეგ გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ.
პროცედურა 1 თვის განმავლობაში კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ ჩაიტარეთ. თუ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, შეგიძლიათ კურსი კიდევ 2 კვირით გააგრძელოთ. ფრთხილად იყავით! ასეთმა ნიღაბმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს, რადგან მასში აქტიური ინგრედიენტები შედის.
ამ ვიდეოში დეტალურად ნახეთ, თუ როგორ მოამზადოთ ნიღბები.
სახლში ეპილაციის ჩატარების ბევრი მეთოდი არსებობს. თქვენთვის ყველაზე ეფექტური მეთოდი შევარჩიეთ. თუ ჩვენი რჩევები თქვენთვის ღირებული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.