Connect with us

ყვავილები

არანაირი „შავი ფეხი“ ნერგებზე. 1 კოვზი ფხვნილი ქოთანში ჩაყარეთ და აკვარიუმის წყლით მორწყეთ

რა გავაკეთოთ, თუ ნერგებს ქინქლები გაუჩნდა? არასასურველი სიტუაციაა, რადგან ნერგებს საგულდაგულო ყურადღება სჭირდება. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი საშუალებები და რჩევები დაგეხმარებათ, რომ ნერგები დაუპატიჟებელი ფრთიანი სტუმრებისგან ან ნებისმიერი სხვა მავნებლისგან დაიცვათ.

ქინქლები ნერგებზე

ყველა გამოცდილმა მებოსტნემ იცის, რომ ნერგებს სჭირდება არა მხოლოდ დროული მორწყვა და მზის სინათლე, არამედ ვიტამინებით გამოკვება და სხვადასხვა სახის დამუშავება, მათ შორის ქინქლების წინააღმდეგ. საიდან ჩნდება ეს მავნებელი?

რა თქმა უნდა, ქინქლები სახლშიც შეიძლება გამოჩნდეს. მაგალითად, გარკვეული დროით ქინქლები მიწაში ცხოვრობს, შემდეგ ფხიზლდება და ნერგის დაზიანებას იწვევს. სწორედ ამიტომ, მომავალი მცენარის ყველა კომპონენტი მავნებლის არსებობაზე კარგად შეამოწმეთ.

სასარგებლო იდეა

თუ მავნებლები არაა, ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა. სიფრთხილე მაინც უნდა გამოიჩინოთ. ნერგები პოტენციური მავნებლებისგან რომ დაიცვათ, დიატომიტი გამოიყენეთ.  ეს ორგანული ნივთიერებაა, რომელიც მდინარის ან ჭაობის ფსკერზე მზარდი წყალმცენარიდან მიიღება.

დიატომიტი ბევრ სასარგებლო ელემენტს შეიცავს და ტენის დაგროვება შეუძლია. ის ზედმეტ ტენიანობას ანეიტრალებს და ობის გაჩენას ხელს უშლის. სითხე მავნებლის საფარიდანაც შეიწოვება, რაც მის კვდომას ხელს უწყობს.

დიატომიტის სასარგებლო კომპონენტები მცენარის ფესვების სისტემას აძლიერებს, რაც მწვანე ყლორტებზე დადებითად აისახება. დიატომიტი შეგიძლიათ დარგვის დროს მიწას დაუმატოთ (1:5 თანაფარდობა). თუ ნერგი ცალკეულ ჭიქებში იზრდება, 1 ჩ/კ დიატომიტი თითო ჭიქას დაუმატეთ.

აი, ასეთი სასარგებლო იდეა მათთვის, ვინც ნერგების გაზრდას აპირებს. ყლორტების მდგომარეობა მუდმივად აკონტროლეთ. დიატომიტი ამ რთულ საკითხში კარგად დაგეხმარებათ. ახლა პროდუქტებზე არასტაბილური ფასებია, ამიტომ პირადი მოსავლის ქონა შესაფერისია. ყველა მოყვარულ მებაღეს წარმატებას ვუსურვებთ.

რა მეთოდებს იყენებთ მავნებლების წინააღმდეგ ბაღსა და ბოსტანში? რას აკეთებთ, თუ ქოთანში ქინქლები გამოჩნდა?

Advertisement