თავის მოვლა
არაბელი ლამაზმანების საიდუმლო ხრიკები. მხოლოდ 3 ზეთი წარმოუდგენელ ეფექტს იძლევა
კანსა და ჯანმრთელობაზე ეთერზეთების ჯადოსნური ზემოქმედება ჯერ კიდევ უძველეს დროში შეამჩნიეს. მაგალითად, ეგვიპტელები სამკურნალო ზეთებზე დაფუძნებული რეცეპტებით ცნობილი იყვნენ, ხოლო არაბელი ქალები დღემდე ნამდვილ ლამაზმანებად ითვლებიან.
ამბობენ, რომ მარადიული ახალგაზრდობის და სილამაზის საიდუმლო მათ დედოფალმა კლეოპატრამ უანდერძათ.
დღეს ექსკლუზიურ რეცეპტებს გიზიარებთ. საკუთარ თავზე გამოცადეთ და ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებს სამუდამოდ დაივიწყებთ. მხოლოდ 3 ეთერზეთი და მათი წასმის საიდუმლო მეთოდი წარმოუდგენელ შედეგს მოგცემთ!
ეთერზეთები სახისთვის
1. სანდალის ხის ზეთი
სანდალის ხის ეთერზეთს კოსმეტოლოგიაში იყენებენ და სულ ტყუილად არა! ის კანის და თმის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს, თვალების ქვეშ შეშუპებას აქრობს, აკნეს, ეგზემას და სოკოს ეფექტურად ებრძვის.
სანდალის ხის შეუდარებელი ზეთი წვრილ ნაოჭებს მოგაშორებთ, სახის კანს განაახლებს და გაახალგაზრდავებს. ზეთი კანს ტონუსს მატებს, სახის კონტურის უფრო მკვეთრს ხდის და კანის ელასტიკურობას აღადგენს.
2. ჟოჟობას ზეთი
მცენარეული წარმოშობის ცვილი თქვენი კანის სილამაზის და ჯანმრთელობის ნამდვილი საწყობია! ამ ჯადოსნური ზეთის შემადგენლობაში შედის უცვლელი ამინომჟავები, E ვიტამინი, კოლაგენი და ანტიოქსიდანტი. ჟოჟობას ზეთი ყველა ტიპის კანს უხდება, ცხიმოვან ბზინვარებას არ ტოვებს, სუნი არ აქვს, შესანიშნავად იწოვება და ფორებს არ ავსებს.
ჟოჟობას ეთერზეთი აკნეს გამონაყარს და წვრილ დაზიანებას კურნავს. ანთებით, მშრალ და აქერცლილ კანზე განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენს. ჩამოწელილ კანს ეს ზეთი უბრალოდ სჭირდება.
3. ალოე ვერას ზეთი
ეს ზეთი მკვებავი და დამატენიანებელი საშუალების სახით შეუცვლელია. მას აღმდგენი, დამამშვიდებელი, დამატენიანებელი და მატონიზირებელი თვისებები აქვს. გამონაყარს, დამწვრობას და ეგზემას შესანიშნავად უმკლავდება.
კანზე წასმის დროს ზეთი კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოების წარმოებას ააქტიურებს. ალოე ვერას ზეთის რეგულარული გამოყენება ნაოჭების სიღრმეს ამცირებს და დაბერების და კანის ჩამოწელვის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. ალოე ვერას სამკურნალო ზეთი თქვენი კანისთვის ფასდაუდებელი პროდუქტია.
ყველა ამ ზეთის კომბინაცია უბრალოდ შესანიშნავ ეფექტს იძლევა! ეგვიპტელები დედოფალ კლეოპატრას ნიღაბს ტყუილად არ აღმერთებენ. საიდუმლო ამ შესანიშნავი ეთერზეთების წასმის თანმიმდევრობაშია, რომლის დაცვით სასურველი ეფექტის მიღწევას შეძლებთ.